თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

2017 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 29 განცხადება, აქედან  12  განცხადება შემოსულია საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, ხოლო  17  განცხადება შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე.

  განცხადებები შემოსულია: 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან                    - 1  განცხადება;

მედიის განვითარების ფონდიდან                                                           - 1 განცხადება;

საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან                                                     - 2 განცხადება;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და

ინფრასტრუქტურის სამინისტროდან                                          - 7 განცხადება;

სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის

ადმინისტრაციდან                                                                                     - 2 განცხადება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან           - 5 განცხადება

რეგიონის განვითარების ფონდიდან                                                       - 2 განცხადება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან - 1 განცხადება;

ქრონიკა+ჟურნალისტისაგან                                                                     - 1 განცხადება;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან                                                   -  1 განცხადება;

მოქალაქეებიდან                                                                                       -  6 განცხადება.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული არ არის.

შემოსულ მოთხოვნებზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტიც არ მომხდარა.

შემოსული 29  განცხადებიდან  29 განცხადებაზე  გაიცა  მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 12 გადაწყვეტილება მიღებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, 17 გადაწყვეტილება საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

 

მოთხოვნილი ინფორმაციებიდან ძირითადად ითხოვდნენ:

 

- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემულ ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, საკრებულოს სხდომის  ოქმებს;

- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ფრაქციების  შექმნისა და რაოდენობის  შესახებ;

- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ თანამდებობის პირთა, საჯარო მოხელეთა და ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა სხვადასხვა ინფორმაციებს.

- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საჯარო მოხელეებზე პრემიის, ჯილდოს, დახმარების ან/და სახელფასო დანამატის სახით გაცემული თანხების შესახებ.

- 2016 წლის 1 ოქტომბრიდან ინფორმაციის გაცემის დღემდე საზღვარგარეთ მივლინებით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელი პირების  შესახებ ინფორმაციას (სახელმწიფოს დასახელება, მივლინების მიზანი და მიღწეული შედეგი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა).

- 2016 - 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს.

- 2014-2017 წლებში მოქმედი საკრებულოს წევრების, მათ შორის ქალი წევრების  მიერ ინიცირებული საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების რაოდენობისა და შესაბამისი სახელწოდებების შესახებ.

- 2016 წლის 15 მაისიდან ინფორმაციის  გაცემის დღემდე საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ  წლიურ ანგარიშებს.

- მარტოხელა დედების/მამებზე გაწეული დახმარებების შესახებ.

- ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინაღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.

- გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხებს.

 

2017 წლის განმავლობაში თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტს საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ  მიუღია.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევებისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოებს საჯარო რეესტრის ჟურნალი. ჟურნალში საჯარო ინფორმაციას აღრიცხავს საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურების და  საქმის წარმოების განყოფილება მისი მიღებისთანავე.