„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსურის მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №5
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, №323 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნას ნომერი 140.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ხასაშვილი
დანართი 1
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები, ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 323 | სახელები: 1. სეიფალაჰ (Seifallah) 2. ბენ ომარ (BEN OMAR) 3. ბენ მოჰამედ (BEN MOHAMED) 4. ბენ ჰასინე (Ben Hassine) დაბ.თარიღი: 8 ნოემბერი, 1965 დაბ. ადგილი: ტუნისი, ტუნისი ეროვნება/მოქალაქეობა: ტუნისელი (Tunisian)
| ა) სეიფ ალაჰ ბენ ჰოსინე (Seif Allah ben Hocine); ბ) საიფალაჰ ბენ ჰასინე (Saifallah ben Hassine) გ) საუფ ალაჰ უმარ ბინ ჰასაინ (Sayf Allah ‘Umar bin Hassayn) დ) სეიფალაჰ ბენ ამორ ბენ ჰასინე (Seifallah ben Amor ben Hassine) ე) საუფ ალაჰ ბინ ჰუსაინ (Sayf Allah bin Hussayn) ვ) აბუ იადჰ ალ-ტუნისი (Abu Iyyadh al-Tunisi); ზ) აბოუ იადჰ ელ-ტუნისი (Abou Iyadh el-Tounsi); თ) აბუ აიად ალ-ტუნისი (Abu Ayyad al-Tunisi); ი) აბოუ აიადჰ (Abou Aayadh) კ) აბოუ იადჰ (Abou Iyadh). | ტუნისის პასპორტის ნომერი: G557170, გაცემულია 16 ნოემბერს 1989 წელს. ტუნისის პირადი ნომერი 05054425, გაცემულია 2011 წლის 3 მაისს (გაცემულია ჰამმამ ლიფში-Hammam Lif) | ა) 60 ლიბიის ქუჩა, ბენ არუსი, ტუნისი (60 Rue de la Libye, Hammam Lif, Ben Arous, Tunisia) ბ) ლიბია, შესაძლო ადგილმდებარეობა 2017 წლის ივლისისათვის
| 23.09.14 (ცვლილება 15.02.1726.12.17) | ტუნისელ მებრძოლთა ჯგუფის (Tunisian Combatant Group) (იურიდიულ პირთა სიაში №119) დამაარსებელი და ტუნისში ანსარ ალ შარიას (Ansar al-Shari’a in Tunisia, იურიდიული პირების სიაში #145) ლიდერი. დაპატიმრების სანქცია გაიცა ტუნისის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2013 წლის 23 აგვისტოს.
|