სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
საანგარიშო პერიოდში (03.01.2017 წ. – 13.12.2017 წ.) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის თანახმად, წარმოვადგენთ ანგარიშს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:
ა) საანგარიშო პერიოდში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 51 (ორმოცდათერთმეტი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 51 (ორმოცდათერთმეტი) წერილი, ხოლო უარყოფითი პასუხით 0;
გ) მერიამ ყველა შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ;
დ) საანგარიშო პერიოდში მერიის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;
ე) მერიას გააჩნია მოხელეთა პერსონალურ მონაცემების, კონკურსანტთა და სტაჟიორთა პერსონალურ მონაცემების შემცველი ბაზა. ზემოაღნიშნულ ბაზებზე წვდომა გააჩნიათ მერიის შესაბამისს სტრუქტურულ ერთეულებს (პასუხისმგებელ პირებს);
ვ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეა - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის საერთო განყოფილების უფროსი - ია ხოშტარია.
მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია