ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
„გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის
№987-IIს დადგენილების მე-7 პუნქტის თანახმად თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად-ზუგდიდის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ზუგდიდი.
ანგარიშში წარმოდგენილია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ:
ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 37 განცხადება. აქედან ფიზიკურ პირებზე გაიცა - 2, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე - 27, მედია საშუალებაზე - 2, ადმინისტრაციულ ორგანოზე - 6, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის – ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტის იურიდიულ საკითხებში თამარ შეროზიას მიერ. 2017 წელს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა. ასევე საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 37 განცხადება. აქედან ფიზიკურ პირებზე გაიცა - 2, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე - 25, მედია საშუალებაზე - 7, ადმინისტრაციულ ორგანოზე - 2, საკრებულოს წევრზე - 1. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტის იურიდიულ საკითხებში დავით ჭანტურიას მიერ. 2017 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა. ასევე საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
გ) ახლადშექმნილ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 1 განცხადება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის მიერ, რომელიც დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გობრონ ჯახიას მიერ. 2017 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა. ასევე საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საკრებულოს თავმჯდოამრე მამუკა წოწერია