ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№129/12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულ  საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული წლიური ანგარიში

 

2017 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია  14 კორესპოდენცია   საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. კერძოდ: 

1.      ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება, პრემიები, დანამატები და მივლინებები (წლების მიხედვით ჯამურად);

2.      2014-2017 წლებში მოქმედ საკრებულოსთან ფუნქციონირებდა თუ არა მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო;ფუნქციონირების შემთხვევაში ინფორმაცია საბჭოს მიზნებისა და წევრების პროფესიული საქმიანობის შესახებ;

3.      2016 წლის საკრებულოს წევრებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარების მითითებით) დარიცხული პრემიების ოდენობა თვეების მიხედვით;

4.      2016 წელს საკრებულოს წევრებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული სახელფასო დანამატების ოდენობა თვეების მიხედვით;

5.      2016 წლის ბიუჯეტის გეგმის საკრებულოს შრომის ანაზღაურების ფონდიდან პრემიებისა და სახელფასო დანამატებისთვის (ცალ-ცალკე) განსაზღვრული თანხები;

6.      2016 წლის საშტატო თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების (სარგო, პრემია, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;

7.      2016 წელს ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების ჯამური ოდენობა;

8.      2016 წელს საკრებულოს წევრების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური და სხვა) შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია (ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით), მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით;

9.      2016 წლის სატელეფონო საუბრებზე გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების ჯამური ოდენობა;

10.  სატელეფონო საუბარზე ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები;

11.  2016 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ჯამური ოდენობა;

12.  2016 წლის სტუმრების გამასპინძლებასთან დაკავშირებით სარესტორნო მომსახურეობაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები (კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალის, თითოეულზე დახარჯული თანხის, ღონისძიების ჩატარების დროის და ადგილის მითითებით);

13.  2016 წლის ავტომობილების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;

14.  2016 წელს საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;

15.  საწვავის მოხმარებაზე ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრის შესახებ სამართლებრიბი აქტების ასლები;

16.  დღეის მდგომარეობით საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი; (ავტომობილის მოდელის, ავტომობილის გამოშვების წლის, შესყიდვის თარიღის, შესყიდვის ფასის და ნარჩენი ღირებულების მითითებით. ასევე საჯარო მოხელის თანამდებობა, რომელსაც გადაცემული  აქვს  მფლობელობაში  შესაბამისი  ავტოსატრანსპორტო საშუალება);

17.  2016 წლის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა გამო საკრებულოს ბალანსზე არსებულ ავტომობილებზე გამოწერილი საჯარიმო თანხის საერთო ოდენობა;

18.  2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საკრებულოს აპარატში  დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა (საშტატო და შტატგარეშე ცალ-ცალკე);

19.  2016 წელს (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) საკრებულოს აპარატიდან განთავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა განთავისუფლების მიზეზების მიხედვით;

20.  2016 წელ საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალი, გაწეული ხარჯების მითითებით;

21.  2016 წელს საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები;

22.  მოქმედი საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების დროებითი სამუშაო ჯგუფების ჩამონათვალი და მათი წევრების სახელი, გვარი და თანამდებობა;

23.  საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი და თითოეული მათგანის ფუნქციების აღწერა;

24.  ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალი, რომელთა დასაკავებლად საკრებულოს აპარატში გამოცხადდა ბოლო სამი კონკურსი, კონკურსის ჩატარების თარიღის მითითებით;

25.  2015-2017 წლებში საკრებულოს მიერ წარმოებული სასამართლო დავების ჩამონათვალი,რომელზეც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება;

26.  2015-2016 წლებში  საკრებულოში დარეგისტრირებული პეტიციების ჩამონათვალი;

27.  2015-2016 წლებში საკრებულოში შემოსული გამგებლისათვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ წერილობითი ინიციატივები;

28.  მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                             მამუკა მელიქიძე