შპს „პლაზა ფიტნესის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/32630-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/32630-16

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2017 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი

განმცხადებელი – შპს „პლაზა ფიტნესი“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404898777)

დირექტორი – ჯუმბერ ხატიაშვილი

წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

  სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და გამოარკვია:

2017 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა შპს „პლაზა ფიტნესი“ წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 26 ოქტომბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „პლაზა ფიტნესის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები როინ მოსეშვილი, თინათინ ფერაძე და მაკა თინიკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 1 თებერვალს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით შპს ,,პლაზა ფიტნესის” (ს/კ 404898777) მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიურო.

2017 წლის 12 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც შპს ,,პლაზა ფიტნესი"-ს გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკვაშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს ,,პლაზა ფიტნესი" -ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

2017 წლის 25 დეკემბერს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე, გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ წარმოადგინა შპს ,,პლაზა ფიტნესი"-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმად:

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეული იქნა შპს “პლაზა ფიტნესის“ (ს/ნ 404898777) ქონება. საიდანაც დადგინდა რომ საწარმოს გააჩნიდა ორი უძრავი ქონება, 8 დასახელების მოძრავი ნივთი და 100% წილი სს „პლაზა ჰოლდინგ“-ში. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა ამ ქონების შეფასება. ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4 738 128, 94 ლარი. ასევე შპს „პლაზა ფიტნესს“ ჰქონდა ერთი დებიტორული მოთხოვნა შპს „premiertravel”-ის (ს/კ 445405927) მიმართ, რომელმაც სრულად გადაიხადა დავალიანება 10000 ლარი. კომპანიას არ აქვს დადებითი ნაშთი არც ერთ საბანკო დაწესებულებაში.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე. სადაც ქონებას ერთიანი კომპლექსის სახით შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა, საწარმოს ქონების რეალიზაცია განხორციელდა მესამე აუქციონზე ლოტებად და ქონება გაიყიდა სრულად .ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული იქნა შემდეგი ოდენობის თანხა:

1. 2017 წლის 08 სექტემბერს დასრულებულ აუქციონზე ლოტის №29110 (100% წილის სს „პლაზა ჰოლდინგ“-ში) შემძენი გახდა შპს პლაზა მენეჯმენტი (405122585), რომელმაც 179991.55 (ას სამოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდა თერთმეტ და ორმოცდა თხუთმეტი თეთრი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 27 456,34 ლარს (179991.55 – 27 456.34 = 152 535.21).

 2. 2017 წლის 08 სექტემბერს დასრულებულ აუქციონზე ლოტის №29115 (08 დასახელების მოძრავი ქონების) შემძენი გახდა კახა კოროშინაძე (01025016307), რომელმაც 229.8 (ორას ოცდა ცხრა ლარად და ოთხმოც თეთრად) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 35,05 ლარს (229.80 – 35.05 = 194.75).

 3. 2017 წლის 08 სექტემბერს დასრულებულ აუქციონზე ლოტის №29114 (უძრავი ქონების ტექნიკურ სათავსი (ს.კ.05.21.51.001.02.513 ) შემძენი გახდა შპს „მარდი პლაზა“(445502144), რომელმაც 13 700 (ცამეტი ათას შვიდას) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 2089.83 ლარს (13 700 – 2089.83 = 11 610,17).

 4. 2017 წლის 12 ოქტომბერს დასრულებულ აუქციონზე ლოტის №:29797 (უძრავი ქონების არასაცხოვრებელი - კომერციულ ფართი (ს.კ.05.21.51.001.01.508)) შემძენი გახდა შპს „იბეროტელი“ (404438113), რომელმაც 249 750 (ორას ორმოცდაცხრა ათას შვიდას ორმოცდაათ) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 38 097,46 ლარს (249 750 – 38 097,46 = 211 652.54).

 ჯამში აუქციონზე აღნიშნული ქონების რეალიზების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 443 671.35 ლარი. აქედან, დღგ-ს ჯამური ოდენობა შეადგენს 67 678.68 ლარს, რომელიც გადაირიცხა შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. შესაბამისად, შპს „პლაზა ფიტნესი’’-დან (404898777) გაკოტრების მმართველის მიერ აუქციონის შედეგად ამოღებული თანხა შეადგენს (443 671.35 - 67 678.68 = 375 992.67) 375 992.67 (სამას სამოცდათხუთმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარს რასაც ემატება საწარმოს დებიტორის მიერ გადახდილი თანხა 10000 ლარი და ჯამში კრედიტორებისათვის გასანაწილებელი თანხა შეადგენს (375 992.67+10000=385 992.67) 385 992.67 ლარს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1–ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას.

ვინაიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნამ გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას შეადგინა 27019.4869 ლარი, აღნიშნული თანხა უნდა გადაირიცხოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.

მომდევნო რიგის მოთხოვნას წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული მე-4 რიგის უზრუნველყოფილი მოთხოვნები, უზრუნველყოფილი კრედიტორი არის შემოსავლების სამსახური - აღიარებული მოთხოვნაა 158 276.14 ლარი;

მე-4 რიგში გასანაწილებელი თანხის ნაშთი შეადგენს 331953.6962 ლარს შესაბამისად, შპს „პლაზა ფიტნესის“ ამონაგები თანხიდან ნაშთი, 158 276.14 ლარი სრულად უნდა გადაერიცხოს შემოსავლების სამსახურს: (331953.6962 - 158 276.14 =173 677,56).

შემდეგი რიგის მოთხოვნებს წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული მე-6 რიგის მოთხოვნები, ჯამში 570 882.37 ლარის ოდენობით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. შესაბამისად, შპს „პლაზა ფიტნესის“ ქონების ამონაგები თანხის ნაშთი, 173 677.56 ლარი უნდა გადანაწილდეს შემდეგნაირად:

მე-6 რიგი:

შპს „პლაზა მენეჯმენტი“ – 28,0811544 % - 48 770,6638 ლარი.

ჯუმბერ ხატიაშვილი – 25, 2496464 % - 43852.9698 ლარი.

შპს „ეი ბი სი ABC “ – 5.82803599 % - 10 121.9907 ლარი.

გიორგი მაჭარაშვილი - 21.0997933 % - 36 645.6062 ლარი.

შოთა ხატიაშვილი – 19.7413698 % - 34 286.3294 ლარი.

ვინაიდან სამეურვეო ქონების რეზლიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ვერ დაფარა სრულად წინა რიგის კრედიტორის მოთხოვნებს, შემდგომი რიგის კრედიტორთა მოთხოვნების თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება შეუძლებელია. აღნიშნულის შესაბამისად დაუკმაყოფილებელი რჩება მე-7 რიგის კრედიტორების მოთხოვნები.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს ა და კრედიტორს, მიაჩნია , შპს ”პლაზა ფიტნესი"-ს გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს .

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7-9, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დაადგინა

1. დასრულდეს შპს ,,პლაზა ფიტნესი" -ს (404898777) გაკოტრების საქმის წარმო ება (იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ი.ჭავჭავაძის გამზირი, №78;) და კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს ,,პლაზა ფიტნესი"-ს რეგისტრაციის გაუქმება, (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3. განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებ გვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებიდან/მხარისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე: თამარ ბურჯანაძე