შპს „ბმპ-ჯორჯიას“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/5003-11
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2017 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შპს ,,ბმპ-ჯორჯია’’
(საიდენტიფიკაციო კოდი 211393428)
დირექტორი – კარლო ფოცხიშვილი
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,ბმპ-ჯორჯიის’’ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ.
2016 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მიხეილ ლომთაძემ, რომელმაც წარმოადგინა მოვალე შპს ,,ბმპ-ჯორჯიის’’ გაკოტრების საბოლოო ანგარიში.
გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, შპს „ბმპ-ჯორჯიას“ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2016 წლის 24 მარტს შედგენილი შეფასების დასკვნის მიხედვით შეადგენდა 513481 ლარს.
2016 წლის 21 აპრილით კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის თანახმად, შპს „ბმპ-ჯორჯიის“ მიმართ წარმოდგენილი მოთხოვნების ჯამი შეადგენს – 896874,15 ლარს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საწარმოს ქონების რეალიზაცია განხორციელდა მესამე აუქციონზე, ლოტებად და ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული იქნა შემდეგი ოდენობის თანხა:
1. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე №20059 ლოტის (ჰაერის კომპრესორი – 4 ც.; კომპრესორის რეზერვუარი – 1ც.; წყლის ნასოსი – 1ც.) შემძენი გახდა დავით ვაჭრიძე (პირადი №01021013432), რომელმაც 320 (სამას ოცი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 48,81 ლარს (320-48,81=271,19).
2. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე №20069 ლოტის (რეზინის დამამზადებელი დანადგარი) შემძენი გახდა ოთარ ჯავახიშვილი (პირადი №01017009373), რომელმაც 250 ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 38,14 ლარს (250-38,14=211,86).
3. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე №20066 ლოტის ( თერმო კამერა – 1ც, საშრობი – 1ც, პრესის ამომჭრელი – 1ც, პაკეტის შემკვრელი ხელის მანქანა-2ც) შემძენი გახდა შპს ,,ჯორჯიან გრუპ’’ (ს/კ 412698120), რომელმაც 265.5 (ორას სამოცდახუთი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 40,5 ლარს (265,5-40,5=225).
4. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე №20061 ლოტის (სახელურების ამომჭრელი წნეხი – 5ც.; სახელურის ამომჭრელი დანები - 13ც.; სახელურების ამოსაჭრელი დაფები – 6) შემძენი გახდა ოთარ ჯავახიშვილი (პირადი №01017009373), რომელმაც 1893,75 (ათას რვაას ოთხმოცდაცამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 288,88 ლარს (1893,75 -288,88=1604,87).
5. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე შემდეგი ქონების: ელექტროსასწორი 1 ც., მექანიკური სასწორი 1 ც., ელექტროსასწორი 1 ც., ელექტრო ამწე (ტელფერი) 1 ც., ელექტრო სასწორი – 2 ც., ამწე ტალი 1 ც. შემძენი გახდა დავით ჩავლეიშვილი (პირადი №13001015336), რომელმაც 155 (ასორმოცდათხუთმეტი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 23,64 ლარს (155 -23,64=131,36).
6. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე ერთ ლოტად გაყიდული შემდეგი ქონების: ექსტრუდერი – 11 ცალი შემძენი გახდა შპს NIKA-PLAST (ს/კ 404407735), რომელმაც 4950 (ოთხი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 755,08 ლარს (4950 -755,08=4194,92).
7. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე ერთ ლოტად გაყიდული შემდეგი ქონების: ექსტრუდერი SJ65/30-BL1400 – 1 ცალი შემძენი გახდა შპს NIKA-PLAST (ს/კ 404407735), რომელმაც 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 1144,07 ლარს (7500 -1144,07=6355,93).
8. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე ერთ ლოტად გაყიდული შემდეგი ქონების: თერმოპლასტ. ავტომატი – 5 ცალი; პრესფორმა – 5 ცალი შემძენი გახდა შპს NIKA-PLAST (ს/კ 404407735), რომელმაც 15650 (თხუთმეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 2387,29 ლარს (15650 -2387,29=13262,71).
9. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე ერთ ლოტად გაყიდული შემდეგი ქონების: გრანულატორი – 5 ცალი შემძენი გახდა შპს NIKA-PLAST (ს/კ 404407735), რომელმაც 2380 (ორი ათას სამას ოთხმოცი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 363,05 ლარს (2380 -363,05 =2016,95).
10. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე ერთ ლოტად გაყიდული შემდეგი ქონების: ფერადი საბეჭდი მანქანა – 4 ცალი შემძენი გახდა შპს NIKA-PLAST (ს/კ 404407735), რომელმაც 3200 (სამი ათას ორასი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 488,14 ლარს (3200 -488,14 =2711,86).
11. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე ერთ ლოტად გაყიდული შემდეგი ქონების: ცელოფნის საჭრელი დანადგარი – 13 ცალი შემძენი გახდა შპს NIKA-PLAST (ს/კ 404407735), რომელმაც 7800 (შვიდი ათას რვაასი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 1189,83 ლარს (7800 -1189,83 =6610,17).
12. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე ერთ ლოტად გაყიდული შემდეგი ქონების: ამრევი – 3 ცალი შემძენი გახდა შპს NIKA-PLAST (ს/კ 404407735), რომელმაც 1980 (ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 302,03 ლარს (1980 -302,03 = 1677,97).
13. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე ერთ ლოტად გაყიდული შემდეგი ქონების: საფრეზი დაზგა 1ცალი, საბურღი ჩარხი 1ცალი, სახარატო დაზგა 2 ცალი შემძენი გახდა შპს NIKA-PLAST (ს/კ 404407735), რომელმაც 1095 (ათას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 167,03 ლარს (1095 -167,03 = 927,97).
14. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე ერთ ლოტად გაყიდული შემდეგი ქონების: პრინტერი HP – 1ც; კომპიუტერის მონიტორი – 1ცალი; კომპიუტერის კომპლექტი – 3 ცალი; მონიტორი – 1 ცალი; მონიტორი-1ცალი; ფაქსის აპარატი – 1ცალი; კომბინირებული პრინტერი Canon -1 ცალი; სკანერი – 1ცალი შემძენი გახდა გივი ბარქაია (ს/კ 01017030972); რომელმაც 126 (ას ოცდაექვსი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 19,22 ლარს (126 -19,22 = 106,78).
15. 2016 წლის 15 ივლისს დასრულებულ აუქციონზე ერთ ლოტად გაყიდული შემდეგი ქონების: ცეცხლმაქრი – 7 ცალი, ლითონის ავზი-1ცალი, შუშის მაგიდა – 4 ცალი, სანთებლის დეტალები (სანაპერწკლე მექანიზმი, ჭრაქის დამჭერი, დამჭერი მექანიზმი(არეული) – 350 კგ, სანთებლის დასადგამები – 53 კგ, სანთებლის დასადგამები (გამჭვირვალე) – 45 კგ, სანთებლის ეტიკეტი-46,5 კგ, სანთებლის ალის ზამბარა – 11 კგ, გამხსნელი 75ლტ, სანთებლის რეზერვუარის მასალა-1509კგ, ცელოფანი PEXSACMELI – 19კგ, ცელოფანი MZE – 50 კგ, ცელოფანი SHAKARI – 15 კგ, პლასტმასის ჩანთები 46 ცალი შემძენი გახდა გივი ბარქაია (ს/კ 01017030972); რომელმაც 787,2 (შვიდასოთხმოცდაშვიდი ლარი და ოცი თეთრი) ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება და სრულად დაფარა საფასური. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 120,08 ლარს (787,2 -120,08 = 667,12).
ჯამში აუქციონზე აღნიშნული ქონების რეალიზების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 48352,45 ლარი. აქედან, დღგ-ის ჯამური ოდენობა შეადგენს 7375,79 ლარს, რომელიც გადაირიცხა შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. შესაბამისად, შპს „ბმპ-ჯორჯიიდან’’ გაკოტრების მმართველის მიერ ამოღებული თანხა შეადგენს 40976,66 (ორმოცი ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვინაიდან გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილება, გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ბმპ-ჯორჯიის“ (ს/კ 211393428) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს და მიაჩნია , რომ შპს ,,ბმპ-ჯორჯიის’’ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს .
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის თანახმად, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით:
ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური;
ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები;
გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი;
დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;
ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა;
ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.
● ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამონაკლისია ამ კანონის 46-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
● თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.
● გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია კრედიტორთა მოთხოვნები დაფაროს ერთჯერადი ან ნაწილ-ნაწილ გადახდით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად:
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
„ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:
ა.დ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 40 000 ლარისა;’’.
შესაბამისად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 40 000 ლარს და შპს „ბმპ-ჯორჯიიდან“ ამონაგები თანხის ნაწილი – 40 000 ლარი უნდა გადაირიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
შემდეგი რიგის მოთხოვნებს წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული მე-6 რიგის მოთხოვნები ჯამში 389895,35 ლარის ოდენობით.
აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ნაშთი, 976,66 ლარი უნდა გადანაწილდეს შემდეგნაირად:
• შპს „გეოკონსტრატქმშენი“ – 1,355% - 13,23ლარი;
• შპს „ნიკა“ – 67,981%-663,94 ლარი;
• სს „თელასი“ – 1,186%-11,58 ლარი;
• სს „თამ თბილავიამშენი“ – 17,954%-175,35 ლარი;
• შპს „შარავანდედი“ – 1,4693712%-14,35 ლარი;
• სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ – 0,013%-0,13 ლარი;
• შპს „ალინო“ – 10,0424383%-98.08 ლარი.
ჩატარებული აუქციონებიდან ვერც ერთზე ვერ მოხდა შპს „ბმპ-ჯორჯიის“ ქვემოთ მითითებული ქონების რეალიზაცია: ტამპონების საბეჭდი აპარატი – 2 ცალი და ულტრა-ბგერითი შედუღების აპარატი – 8 ცალი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 12 აგვისტოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა საკანონმდებლო მაცნეს ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განცხადების გამოქვეყნების მოთხოვნით. ქონების ნატურით მიღებაზე თანხმობა განაცხადა მხოლოდ ერთმა კრედიტორმა – შპს ,,ნიკამ’’, მაგრამ 2016 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ნიკას’’ წარმომადგენელმა წარმოადგინა წერილი, რითაც შემდგომ უარი განაცხადა ქონების ნატურით მიღებაზე. შესაბამისად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის თანახმად, აღნიშნული ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7 მე-9, მე-40, 42-ე, 551, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დასრულდეს შპს ,,ბმპ-ჯორჯიის’’ გაკოტრების საქმის წარმოება (მისამართი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ.№72ბ საიდენტიფიკაციო კოდი: №211393428) .
2. შპს ,,ბმპ-ჯორჯიის’’ ამონაგები თანხის ნაწილი – 40 000 ლარი ლარი ჩაირიცხოს
აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
3. აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ნაშთი, 976,66 ლარი გადანაწილდეს შემდეგნაირად:
• შპს „გეოკონსტრატქმშენი“ – 1,355% - 13,23ლარი;
• შპს „ნიკა“ – 67,981%-663,94 ლარი;
• სს „თელასი“ – 1,186%-11,58 ლარი;
• სს „თამ თბილავიამშენი“ – 17,954%-175,35 ლარი;
• შპს „შარავანდედი“ – 1,4693712%-14,35 ლარი;
• სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ – 0,013%-0,13 ლარი;
• შპს „ალინო“ – 10,0424383%-98.08 ლარი.
4. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს ,,ბმპ-ჯორჯიის’’ წარმოება (მისამართი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ.№72ბ საიდენტიფიკაციო კოდი: №211393428) რეგისტრაციის გაუქმება, (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
5. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.
6. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დაინტერესებული პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი