კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ –
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
|
|
2017 წლის 28 დეკემბერი |
|
2. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს შენატანი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
3. ბანკი ვალდებულია რეგულარულად მიაწოდოს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).
2. ინსტრუქციის მიზნებისათვის, ტერმინი – დეპოზიტი ნიშნავს კომერციულ ბანკში დეპოზიტორის მიერ გახსნილ ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშებზე, საბარათე ანგარიშებზე, ვადიან დეპოზიტებსა და მოთხოვნამდე დეპოზიტებზე) აკუმულირებული თანხის დადებით ნაშთს, რომელიც დეპოზიტორმა უნდა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი და სახელშეკრულებო პირობების დაცვით.
2. ყოველთვიური შენატანის ოდენობა შეადგენს ეროვნულ ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს, ხოლო უცხოური ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტებისათვის – ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. შენატანის დაანგარიშების ბაზა გამოითვლება მეასედებამდე დამრგვალებული რიცხვების საფუძველზე.
3. ბანკი ანგარიშობს შენატანის ოდენობას ლარში და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივად.
4. ბანკი ვალდებულია სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშის სახით მიაწოდოს დეპოზიტების შესახებ მონაცემები, ამ ინსტრუქციის დანართის შესაბამისად.
5. ბანკი ვალდებულია დაიანგარიშოს შენატანის ოდენობა კანონითა და წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული წესით და თავად დაიანგარიშოს გადასახდელი თანხის ოდენობა, როგორც ეს განსაზღვრულია ფორმა 01-ით.
2. ბანკი ვალდებულია შენატანი გადაიხადოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა სააგენტოს შემდეგ ანგარიშზე:
მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი – TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 302008900 (სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“).
ა) ფორმა 01 – ყოველთვიური ანგარიშგება დაზღვეული დეპოზიტების შესახებ (დანართი №1);
ბ) ფორმა 02 – ყოველთვიური ანგარიშგება ფიზიკური პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით (დანართი № 2);
გ) ფორმა 03 – ყოველთვიური ინფორმაცია იურიდიული პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით (დანართი №3).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სააგენტოს წარედგინება მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისათვის.
3. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების მიზნით, სააგენტო განსაზღვრავს ბანკის მიერ მოსამზადებელი ანგარიშის შინაარსსა და მოცულობას, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ანაზღაურების პროცედურებისა და მექანიზმების შესაბამისად.
2. ამ მუხლით განსაზღვრულ ანგარიშგებაში/ინფორმაციაში ყველა მონაცემი უნდა იყოს გამოხატული ეროვნული ვალუტით მეასედებამდე დამრგვალებული ციფრებით.
3. ბანკი ვალდებულია ფორმა 01, ფორმა 02 და ფორმა 03 შეავსოს ამ ინსტრუქციისა და დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად.
4. თუ ანგარიშის წარდგენის თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა გადაიწევს უქმე ან დასვენების დღის მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე.
2. ბანკი ვალდებულია ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირველი ყოველთვიური ანგარიშგება/ინფორმაცია სააგენტოში წარადგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 15 (თხუთმეტი) იანვრისა, 2017 წლის 31 დეკემბრისთვის განთავსებული დეპოზიტებისათვის.
3. ბანკი ვალდებულია პირველი შენატანი გადაიხადოს 2018 წლის 15 (თხუთმეტ) თებერვლამდე, 2018 წლის იანვრისთვის განთავსებული დეპოზიტების საფუძველზე.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია გადაიხადოს შენატანი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების წინა თვეში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით. ამ მუხლის მიზნებისთვის, საანგარიშო თვეს წარმოადგენს მხოლოდ სრული თვე, როცა ბანკი ეწევა საოპერაციო საქმიანობას და პროპორციული გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება იმ თვეზე, როცა ეროვნული ბანკი ბანკს გაუუქმებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას.