დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.12.2017
გამომცემი ორგანო სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ნომერი №3/ნ
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის N4/ნ ბრძანების ბათილად გამოცხადების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
სსიპ –
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება
№3/ნ
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქცია“.
მუხლი 2🔗
ეს
ბრძანება
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე
.სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსიოთარ ძიძიკაშვილი
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკების შესახებ;
ბ) ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ;
გ) კვარტალური და წლიური ანგარიშები სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
დ) სააგენტოს დებულებას;
ე) სააგენტოს ინსტრუქციებს;
ვ) ფონდის სახსრების განთავსების შესახებ;
ზ) სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს;
თ) აუდიტორის ანგარიშს.
მუხლი 2🔗.
ინფორმაციის გამოქვეყნება
1. სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე www.diagency.ge აქვეყნებს ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებულ ინფორმაციას ჯამურად (აგრეგირებულ მაჩვენებლებს).
2. ინფორმაცია კომერციული ბანკების შესახებ მოიცავს: კომერციული ბანკების ოდენობას და მათ დასახელებას, აღნიშვნას მათი დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩართულობის შესახებ, სათავო ოფისის მისამართს და ცხელი ხაზის ნომერს.
3. სააგენტო ყოველთვიურად აქვეყნებს ჯამურ ინფორმაციას ფიზიკური პირების დეპოზიტების საერთო ოდენობის და დაზღვეული დეპოზიტების ოდენობის შესახებ.
4. სააგენტო კვარტალურად აქვეყნებს ინფორმაციას რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამური მოცულობის შესახებ.
5. სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ოდენობის შესახებ, ინვესტირებული თანხების ოდენობას და დეპოზიტების დაზღვევის ფონდის აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურას.
მუხლი 3🔗.
კონფიდენციალური ინფორმაცია
1. სააგენტო არ აქვეყნებს კონკრეტული კომერციული ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებს.
2. სააგენტო არ აქვეყნებს ინფორმაციას კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანების ოდენობის შესახებ, ასევე კონკრეტულ კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების შესახებ.
3. სააგენტო არ აქვეყნებს კომერციული ბანკის მომხმარებლების, მათი ანგარიშების და სხვა სახელობით ფინანსურ ინფორმაციას.