თავი V — სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება
1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.
2. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებულ თანამდებობრივი სარგოს უმაღლეს კოეფიციენტს.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3891 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 7 მარტის კანონი №4084 – ვებგვერდი, 14.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.03.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 07.03.2024 კანონი №4084
- 06.12.2018 კანონი №3891
წინა რედაქცია (29.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო 1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალის მწიხნედვბული თ დადგენილი შესაბამისი ზედა ზღვებობრის კოეფვი ციენტის ფარგლებში განოსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 2. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებულ თანამდებობრივი სარგოს უმაღლეს კოეფიციენტს.