1. მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია მომსახურების ღირებულების გადახდა მედიკამენტ(ებ)ის თითოეული გატანისას, გატანილი მედიკამენტ(ებ)ის ღირებულების 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 0,05 (5 თეთრი) ლარისა და არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა.

2. დაუშვებელია მოსარგებლისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელის გარდა, სხვა რაიმე გადასახდელის გადახდევინება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა დისტრიბუტორ(ებ)ის მიერ ირიცხება პროგრამის განმახორციელებლის ანგარიშზე, განმახორციელებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

4. დისტრიბუტორი მოსარგებლის მხრიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების გადახდისას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თავისუფლდება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგა