1. მერიის საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-სა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

3. მერიის პროფესიული საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობა განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება მერსა და დასაქმებულს შორის