1. მერი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
2. მერი კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს - ბრძანებას.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე მერის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ იქნა დადგენილ