„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის №1797 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №2852 |
|
2017 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №476 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის №1797 ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) (ვებგვერდი, 03/05/2016; 040030000.22.029.016364) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანდართული დებულება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულება“. 2. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“. 3. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები 1. სააგენტოს მიზნებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (შემდგომში – ეკომიგრანტი) სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა საარსებო წყაროების შექმნის გზით; ბ) დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროების გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით, მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავება, განხორციელება და შეფასება, ასევე პროექტების/პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მოძიება და მართვა; გ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საჭიროებებზე მორგებული საარსებო წყაროების პროექტების/პროგრამების შემუშავება; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; ე) დევნილთა და ეკომიგრანტთა ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამებში და მათი ინფორმირება იმ სახელმწიფო დაწესებულებების და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავენ საარსებო წყაროების ხელშეწყობას; ვ) განათლებისა და გადამზადების კურსებში დევნილთა და ეკომიგრანტთა ჩართულობის ხელშეწყობა. 2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით, მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ამ მიზნით თანამშრომლობა სახელმწიფო დაწესებულებებთან და მუნიციპალიტეტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან; ბ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროების შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პოლიტიკის, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და მიმართულებების გათვალისწინებით, სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავება, დაფინანსება და განხორციელება; გ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროების შექმნის მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ასევე ფიზიკური პირების მიერ ინიციირებულ პროექტებში/პროგრამებში თანამონაწილეობა, პროექტების/პროგრამების განხორციელებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა, მართვა, შეფასება; დ) სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, შედეგების განზოგადება, ანალიზი და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე) სააგენტოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება; ვ) სააგენტოს საქმიანობისა და პროექტების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა; ზ) პროექტებისათვის/პროგრამებისათვის გათვალისწინებული ფინანსური რესურსების მიზნობრივი და ეფექტიანი ხარჯვა; თ) საინფორმაციო მასალების მომზადება და ინფორმაციის გავრცელება დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხებზე განხორციელებული, მიმდინარე ან დაგეგმილი პროექტების/პროგრამებისა და ღონისძიებების თაობაზე; ი) სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიური დამოუკიდებელი შეფასების მიზნით აუდიტის ჩატარება; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; ლ) სხვა საქმიანობა, რაც აუცილებელია სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.“. 4. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) უზრუნველყოფს ანგარიშების მომზადებას გაწეული საქმიანობის თაობაზე და წარუდგენს მათ როგორც სამინისტროსა და მმართველ საბჭოს, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. 5. დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შეიმუშაოს დევნილთათვის და ეკომიგრანტებისათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პოლიტიკა; დ) გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში გასცეს რეკომენდაციები.“. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|