საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.01.2018
ძალაში შესვლა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 9,174 სიტყვა · ~46 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2018 მიღება
01.01.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის აპარატი ნატოსა და ევროკავშირში
2 ნატოსა და ევროკავშირში სამხედრო წარმომადგენლის და ბელგიის სამეფოში , ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს თავდაცვის ატაშეს აპარატი
3 ავსტრიის რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკაში , ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროს რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს და ეუთოში სამხედრო წარმომადგენლის აპარატი
4 აშშ-სა და კანადაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
5 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
6 საფრანგეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
7 თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
8 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ . ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
9 აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
10 ლიტვის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკასა და ესტონეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
11 პოლონეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
12 ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და უნგრეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
13 უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
14 საბერძნეთის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
15 სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 16.12.2024 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 26.01.2018 პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 25.04.2017 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობების, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 24.04.2019 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 24.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №1 2018 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებისა და ,,სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა  და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილების საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. ამ ბრძანებით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები. 2. ამ ბრძანების მიზნებისთვის მოსამსახურეს წარმოადგენს: ა) სამხედრო მოსამსახურე; ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი; გ) სამოქალაქო პირი; დ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. მუხლი 2🔗 სამხედრო მოსამსახურეთათვის ამ ბრძანებით განსაზღვრული სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობები ვრცელდება აგრეთვე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე. მუხლი 3🔗 ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილებები, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება დელეგირებული იქნეს მის ერთ-ერთ მოადგილეზე. თავი II შრომის ანაზღაურება მუხლი 4🔗 1. სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება შედგება: ა) სამხედრო მოსამსახურეებისთვის – წოდებრივი სარგოსგან, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან. სამხედრო მოსამსახურეს ანაზღაურება ეძლევა თავისი სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – თანამდებობრივი (დანართი №3) და წოდებრივი (დანართი №4) სარგოებისგან, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან; გ) სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – თანამდებობრივი (დანართი №9) და წოდებრივი სარგოებისგან (დანართი №4), სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან; დ) სამოქალაქო პირებისთვის – თანამდებობრივი სარგოსგან და ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან; ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით; ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის – შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით. 2.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება: ა) სამხედრო მოსამსახურეთათვის  – წოდებრივი სარგოსაგან; ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან. 3. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგო, სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი და ფულადი ჯილდო განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა თანამდებობრივი სარგო, სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი  და ფულადი ჯილდო რეგულირდება ამ ბრძნებით, ხოლო შრომის ანაზღაურების სხვა პირობები ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. 5. სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები, დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით, დგინდება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის მიერ და დასამტკიცებლად წარედგინება მინისტრს ფინანსების მართვის დეპარტამენტთან და შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილეებთან შეთანხმებით. დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები აისახება სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხაში. 6. სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები განისაზღვრება სამოქალაქო ოფისის სამუშაოს ანალიზის ინსტრუქცით, რომელსაც სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით დასამტკიცებლად  წარუდგენს მინისტრს. მუხლი 5🔗 1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებიც დანიშნული ან მივლინებული არიან დროებით შტატზე ან კადრების განკარგულებაში ყოფნისას დაევალათ დროებით შტატზე მოვალეობის შესრულება, ანაზღაურება მიეცემათ დროებითი შტატით გათვალისწინებული ფულადი/თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით. 2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარების და სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც დაკისრებული აქვთ ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება ანაზღაურება მიეცემათ ვაკანტურ თანამდებობაზე განსაზღვრული ფულადი/თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების ოდენობით. 3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის ეძლევა სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 6🔗 1. სამხედრო მოსამსახურეებსა და  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ: ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის  №31 ბრძანებით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა ან ამ ბრძანების მე-7 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასურსათო ულუფის  საკომპენსაციო თანხა; ბ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებით დადგენილი სანივთე ქონება. 2. თუ სამხედრო მოსამსახურე ან და  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი არ დგას სასურსათო კმაყოფაზე, მას სასურსათო ულუფის ნაცვლად  მიეცემა სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული პერიოდებისა.  3. სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა არ მიეცემათ: ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხულ მსმენელებს; ბ) სამხედრო მოსამსახურეებს და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების,  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანების 1​5 პუნქტით განსაზღვრულ იმ პერიოდზე, როდესაც არ უნდა განხორციელდეს მათი სასურსათო ულუფით უზრუნველყოფა. მიუხედავად ამ ქვეპუნქტის მოთხოვნისა, სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა გაიცემა კადრების განკარგულებაში ყოფნისას 2 თვის განმავლობაში. მუხლი 7🔗 1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულება განესაზღვროთ: ა) საერთო საჯარისო, მეზღვაურთა, სამკურნალო-სასურსათო, იჯრები საყაზარმე კვების პირობებში, სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების სასურსათო იჯრა ყოველდღიურად საორიენტაციოდ 8.50 ლარის ოდენობით; ბ) მფრინავთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 9.50 ლარის ოდენობით; გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში ზენორმატიული დატვირთვიდან გამომდინარე, სასურსათო კმაყოფაზე ყოფნისას, სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში, სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების სასურსათო იჯრა ყოველდღიურად საორიენტაციოდ 10.50 ლარის ოდენობით; დ) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა სამხედრო მოსამსახურეებისათვის განისაზღვროს თვეში: დ.ა) საერთო საჯარისო შემადგენლობისთვის – 75 ლარის ოდენობით; დ.ბ) სამხედრო მფრინავებისათვის და მფრინავი შემადგენლობისთვის – 145 ლარის ოდენობით; დ.გ) მეზღვაურთა შემადგენლობისთვის – 85 ლარის ოდენობით; ე) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის განისაზღვროს თვეში 75 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და „ე” ქვეპუნქტებში გათვალისწინებული შესაბამისი სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა გაიცემა შემდეგი თვის შრომის ანაზღაურების პერიოდისათვის. არასრული თვის შემთხვევაში სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა იანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით. მუხლი  8🔗 კონტრაქტორების მიერ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა სასურსათო უზრუნველყოფის ორგანიზების განხორციელების შემთხვევაში კვების ყოველდღიური ნორმის ღირებულებას ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები. მუხლი 9🔗 სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც გადიან მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ კურსს/კურსებს, სპეციალური კურსის გავლის პერიოდში უზრუნველყოფილები არიან მხოლოდ კვებით, სამედიცინო/საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსდებიან ყაზარმაში. ამ პირებს, გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, ხელფასი ენიშნებათ კურსის/კურსების წარმატებით გავლის შემდეგ მუდმივ შტატზე დანიშვნის შემთხვევაში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასი ენიშნებათ სამხედრო ნაწილში ჩარიცხვის დღიდან. მუხლი 10🔗 კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში: ა) სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს მიმდინარე სამხედრო წოდების შესაბამისად და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს ორი თვისა; ბ) სამოქალაქო პირებს (გარდა სამოქალაქო ოფისისა), რომლებიც დანიშნულები არიან სამოქალაქო თანამდებობაზე უნარჩუნდებათ არა უმეტეს ერთი თვის თანამდებობრივი სარგო ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. მუხლი 11🔗 ნამსახურობის დღეების დაანგარიშებასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედება (მათ შორის  – გამოცემული აქტი) სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გაასაჩივროს ნამსახურე­ბის დღეების გაზრდილი ოდენობით დაანგარიშების უფლების წარმოქმნიდან ერთი თვის ვადაში. მუხლი 12🔗 1. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო აისახება საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის  №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. 2. შრომითი ხელშეკრულებით მისაღები პირების თანამდებობრივი დასახელების ნუსხა და რაოდენობა, აგრეთვე შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შრომითი ხელშეკრულებით მისაღებ იმ პირთა შრომის ანაზღაურება, რომელიც არ იქნება განსაზღვრული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განისაზღვრება მინისტრის მიერ მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. 3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის  №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. მუხლი 13🔗 თუ ამ ბრძანებით განსაზღვრული დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში და შესაბამისი კატეგორია ან თანამდებობათა ნუსხა არ დამტკიცდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იგულისხმება, რომ დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს მხოლოდ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცების აქტით განსაზღვრული თარიღიდან და შესაბამისად, ამ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცებამდე (თარიღამდე), შესაბამის გასაცემლებზე ვალდებულებები არ წარმოიქმნება. მუხლი 14🔗 1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს საბრძოლო დავალების, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო ან ერთჯერადი დახმარება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების გარდა, სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული საქციელისათვის შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო  ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების შესაბამისად. მუხლი 15🔗 დამტკიცდეს: ა) სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები (დანართი №1); ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობ­რივი სარგოები (დანართი №2); გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები (დანართი №3); დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები (დანართი №4); ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის სასწავლო ცენტრი „სორტას“ სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები (დანართი №5). თავი III სამინისტროს კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატები მუხლი 16🔗 დამტკიცდეს: ა) სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს, აგრეთვე 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა, ოჯახის წევრების (სამოქალაქო პირების) ყოველთვიური დანამატები (დანართი№6); ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დანამატები (დანართი№7); გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №8). მუხლი 17🔗 ამ ბრძანებით განსაზღვრული დანამატები არ გაიცემა სამინისტროს  სამოქალაქო ოფისში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე. მუხლი 18🔗 ოფიცერთა, კაპრალთა და სერჟანტთა (მიჩმანთა), ასევე საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფ რიგითთა შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, სსრკ-ის ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე) მიხედვით ნამსახურობისათვის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობისა) ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე – 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%; გ) 5-დან 10 წლამდე – 20%; დ) 10-დან 15 წლამდე – 25%; ე) 15-დან 20 წლამდე – 30%; ვ) 20-დან 25 წლამდე – 35%; ზ) 25-დან 30 წლამდე – 40%; თ) 30 წელი და მეტი – 45%. შენიშვნა: სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობასთან დაკავშირებით ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი არ ვრცელდება სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდზე. მუხლი 19🔗 სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე – 5 %; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 %; გ) 5-დან 10 წლამდე – 20 %; დ)10-დან 15 წლამდე – 25 %; ე) 15-დან 20 წლამდე – 30 %; ვ) 20-დან 25 წლამდე – 35 %; ზ) 25-დან 30 წლამდე – 40 %; თ) 30 წელი და მეტი – 45 %. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებზე. მუხლი 20🔗 სამოქალაქო პირებს შრომითი სტაჟის საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით შრომითი საქმიანობისთვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე – 5 %; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 %; გ) 5-დან 10 წლამდე – 20 %; დ) 10-დან 15 წლამდე – 25 %; ე) 15 წელი და მეტი – 30 %. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებზე. მუხლი 21🔗 სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს საჯარო მოხელის საკლასო ჩინისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი/წოდებრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველს – 40%; ბ) I კლასის სახელმწიფო მრჩეველს, I კლასის მრჩეველს – 35%; გ) სახელმწიფო მრჩეველს, II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის მრჩეველს – 30%; დ) III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის I კლასის  რეფერენტს – 25%; ე) საჯარო სამსახურის III კლასის მრჩეველს, საჯარო სამსახურის II კლასის რეფერენტს – 20%; ვ) საჯარო სამსახურის III კლასის რეფერენტს – 15%. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებზე. მუხლი 22🔗 სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 4 შვილზე – 250 ლარი; ბ) 5 შვილზე – 300 ლარი; გ) 6 შვილზე – 400 ლარი; დ) 7 შვილზე – 500 ლარი; ე) 8 შვილზე – 600 ლარი; ვ) 9 და მეტ შვილზე – 700 ლარი. შენიშვნა: 1. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებზე ყოველთვიური დანამატი გაიცემა შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტიდან. 2. ყოველთვიური დანამატი გაიცემა არასრულწლოვანი შვილების შემთხვევაში – 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ხოლო შრომისუუნარო/შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილების შემთხვევაში – ასაკის მიუხედავად. 3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე. მუხლი 23🔗 1. სამხედრო მფრინავებს თითოეული საბრძოლო გაფრენისათვის ეძლევათ დანამატი 100 ლარის ოდენობით. 2. სამხედრო მოსამსახურეებს პარაშუტით თითოეული ხტომისათვის ეძლევათ დანამატი ფულადი  სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 2-დან 10-მდე - 0.5%; ბ) 10-დან 50-მდე - 1%; გ) 50-დან 300-მდე - 1.5%; დ) 300-დან 500-მდე - 2%; ე) 500-დან 1000-მდე - 2,5%; ვ) 1000 და მეტი –3%; ზ) ინსტრუქტორ-პარაშუტისტებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დანამატი ეძლევათ წელიწადში არაუმეტეს 100, ხოლო სხვა სამხედრო მოსამსახურეებს არაუმეტეს 50 ხტომაზე. ინსტრუქტორ-პარაშუტისტებს დანამატი ეძლევათ 300 ნახტომის შესრულების შემდეგ. მუხლი 24🔗 1. სამხედრო მოსამსახურეებს ყოველ 10 მეტრ სიღრმეზე ერთი საათის განმავლობაში, წყალქვეშ შესრულებული სამუშაოებისათვის, ეძლევათ დანამატი – 54 ლარის ოდენობით. 2. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც „პრაქტიკულ ფრენებზე დაშვებისათვის ყოველწლიური შემოწმების შედეგების საფუძველზე“ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრებიან  ეკიპაჟების მეთაურებად ან მეორე მფრინავებად და ახორციელებენ პრაქტიკულ ფრენებს საჰაერო ხომალდზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ეკიპაჟების მეთაურებს – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით; ბ) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების მეორე მფრინავებს  – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით. 3. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ახორციელებენ პრაქტიკულ ფრენებს საჰაერო ხომალდზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი შემდეგი წესით: ა) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების შტურმანებს  –  წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით; ბ) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ბორტინჟინრებს (ბორტტექნიკოსებს, ბორტმექანიკოსებს)  –  წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 30 %-ს ოდენობით. 4. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც არიან  თვითმფრინავების, შვეულმფრენების ინჟინრები და ტექნიკოსები,  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი  – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით. მუხლი 25🔗 საბრძოლო მორიგეობაში (განწესში) მყოფ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  ეძლევათ დანამატი საბრძოლო მორიგეობაში (განწესში) ყოფნის ყოველი ერთი საათისთვის  –  ერთი ლარის ოდენობით. მუხლი 26🔗 სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მუშაობენ საიდუმლო დოკუმენტებთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისა და მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი სარგოს, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით. აღნიშნული კატეგორიის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე. მუხლი 27🔗 სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომელთა თანამდებობების ნუსხას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს მინისტრი, დაშიფრვაზე უწყვეტი მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 3 წლამდე – 10%; ბ) 3-დან 6 წლამდე – 15%; გ) 6 წელი და მეტი – 20%. შენიშვნა: აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე. მუხლი 28🔗 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერის" ორგანიზებით დაგეგმილ სწრაფი რეაგირების ძალების (Quick Reaction Forces-QRF) წვრთნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წარგზავნის პერიოდში მოსამსახურეებს დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატი 535 ლარის ოდენობით. მუხლი 29🔗 სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს სამეცნიერო ხარისხისათვის/დოქტორის აკადემიური ხარისხისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი სარგოს, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს - თანამდებობრივი სარგოს  25%-ის ოდენობით. შენიშვნა: აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე. მუხლი 30🔗 საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ რეინჯერთა მომზადების კურსი და რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 125 ლარის ოდენობით. მუხლი 31🔗 სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების ან ტრამვის მიღების გამო ჩაუტარდათ კიდურ(ებ)ის ნებისმიერი დონის ამპუტაცია ან აღენიშნებათ თვალის ცალმხრივი/ორმხრივი ანოფთალმი/სიბრმავე ან მიენიჭათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 400 ლარის ოდენობით. თავი IV სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა შრომის ანაზღაურება მუხლი 32🔗 1. დამტკიცდეს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა შრომის ანაზღაურება (დანართი №9). 2. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა თანამდებობების თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ ბრძანების №9 დანართით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე. მუხლი 33🔗 1. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და  ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის ეძლევა სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელფასო დანამატი მიეცემათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. მუხლი 34🔗 სამინისტროს სამოქალაქო ოფისში დასაქმებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის დანამატი მიეცემა თანამდებობრივი სარგოს პროცენტული ოდენობით შემდეგი ცხრილის შესაბამისად: კლასი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 საკლასო დანამატის განაკვეთი 1% 2% 3% 4% 5% 6% 7% 8% 9% 10% 12% 15% მუხლი 35🔗 სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო მიეცემათ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოხელის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. თავი V სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები მუხლი 36🔗 სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება დანართი №10 გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი; ბ) 2-დან 10 წლამდე - ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე - ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამდე - რვამაგი; დ) 15-დან 20 წლამდე - ათმაგი; ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი. მუხლი 37🔗 სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი განცხადების (სურვილის) საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით და ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება №10 დანართით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით ორმაგი ოდენობით. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დათხოვნილი არიან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. მუხლი 38🔗 სამოქალაქო პირებს, რომლებიც გათავისუფ­ლებული არიან სამსახურიდან, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო – 1 თვის; ბ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო – 2 თვის. მუხლი 39🔗 საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება N11 დანართით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი; ბ) 2-დან 10 წლამდე - ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე - ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამდე - რვამაგი; დ) 15-დან 20 წლამდე - ათმაგი; ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი. მუხლი 40🔗 1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს) უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში. 2. სსიპ  – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ამ ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო მომსახურებით, მისი დებულების შესაბამისად, უფლება აქვთ ისარგებლონ: ა) სამინისტროს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს (კადეტებს); ბ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებს, თუ ისინი წარმოადგენენ: ბ.ა) სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს; ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს; ბ.გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა); ბ.დ) საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის  ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა); ბ.ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებს. 3. სამინისტროს ხარჯზე ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირების მიერ სამედიცინო მომსახურებით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში სარგებლობის შემთხვევები, გასაწევი ხარჯების მოცულობა და წინაპირობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის გასაწევი ხარჯების მოცულობაზე არ ვრცელდება ამ ბრძანების 51-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯების 5 000-ლარიანი შეზღუდვა. მუხლი 41🔗 1. სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილნი არიან მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებლებში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირებს – თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. ამასთანავე, ეძლევათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სასწავლებლად ჩარიცხულ მსმენელებს: ა) ყოველთვიურად უწესდებათ მხოლოდ ფულადი სარგო 276 ლარის ოდენობით, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი იმყოფებოდა: ა.ა) რეზერვისტთა აღრიცხვაზე; ა.ბ) წვევამდელთა აღრიცხვაზე და სასწავლებელში ჩარიცხვასთან ერთად გახდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე; ბ) უნარჩუნდებათ მხოლოდ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ იუნკერებზე. აღნიშნულ იუნკერებს უწესდებათ სტიპენდია მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებისა და მოცულობის შესაბამისად. 3. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია უზრუნველყოს აკადემიაში  იუნკერის სტატუსის მოპოვების გარეშე მიღებულ პირთა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა და მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება. 4. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია, აკადემიის ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის იუნკერის მიერ გადასახდელი თანხის საკუთარი ბიუჯეტიდან ანაზღაურება. მუხლი 42🔗 სასწავლებლად (გრძელვადიანი მივლინებით) სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სამხედრო მოსამსა­ხუ­რეებსა და სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგო შესაძლებელია მიეცეთ როგორც ამ ქვეყნის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ვალუტით, თუ ანაზღაურების სხვა პირობები არ არის გათვალისწი­ნებული. შესაბამისი ქვეყნის ვალუტით ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებ­რივი აქტით. მუხლი 43🔗 სამხედრო მოსამსახურეებს საომარი მდგომა­რეო­ბის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის, ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწი­ლეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბ­რებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლებათ ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომე­ლიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღე­ბულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედები­სათვის მზადყოფნაში, ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონ­ფლიქ­ტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენ­ლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. შესაბამისად ფულადი სარგოები დროის ამ პერიოდში მიეცემათ სამმაგი ან ორმაგი ოდენობით. მუხლი 44🔗 სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც ეძლევათ შესაბამისად ფულადი სარგოები ან თანამდებობრივი სარგო ერთნახევარი, ორმაგი ან სამმაგი ოდენობით – წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, ყველა სახის დახმარება, დანამატი, ჯილდო  და პენსიის/კომპენსაციის დასანიშნად ფულადი სარგოები უანგარიშდებათ ფულადი სარგოებისა და თანამდებობრივი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან. მუხლი 45🔗 „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვა­ლის­წი­ნებულ გასაცემლებზე ვალდებულებები წარ­მოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის აღნიშ­ნული მიზნით გამოყოფილი იქნება შესაბამისი ასიგ­ნება. მუხლი 46🔗 უფროსი ან უმაღლესი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების თანამდებობაზე მყოფი სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისათვის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შესაძლებელია შესყიდულ იქნეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღირებულებისა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, თუ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ადგილას არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი. მუხლი 47🔗 სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 55-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:  ა) მძიმე დაზიანება – 7000 ლარი; ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3000 ლარი. შენიშვნა: დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. მუხლი 48🔗 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის დაჭრის/დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 55-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები, თანამშრომელს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:  ა) მძიმე დაზიანება – 7000 ლარი; ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3000 ლარი. შენიშვნა: დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. მუხლი 49🔗 სამოქალაქო პირს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს), რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილი იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 55-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები, მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:  ა) შრომისუნარიანობის სრული (100%) დაკარგვისას – 5000 ლარი; ბ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (არანაკლებ 70%) დაკარგვისას – 3000 ლარი; გ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (25%-60%-მდე) დაკარგვისას – 2000 ლარი; დ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (1%-25%-მდე) დაკარგვისას – 1000 ლარი. მუხლი 50🔗 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 55-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით, ასევე მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მითითებულ ოჯახს დამატებით შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. სამინისტროს სამხედრო სამსახურში მყოფი პირის ან სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მისი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს  სამინისტრო. მუხლი 51🔗 მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით ფასიანი საჩუქარი ((ქონება, მომსახურება ან სამუშაო), მაგრამ თითოეულ პირზე გაცემისას არაუმეტეს 5000 ლარის ღირებულების/ოდენობისა) და/ან ერთჯერადი ფულადი დახმარება შეიძლება მიეცეს შემდეგ პირებს: ა) ამ ბრძანების 50-ე მუხლში მითითებულ პირთა ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს; ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური წოდების მქონე პირის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს; გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს) ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს (მათ შორის, დათხოვნილ მოსამსახურეს); დ) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე ამ მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს; ე) ამ ბრძანების 52-ე მუხლით განსაზღვრული სამოქალაქო პირის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის), აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს; ვ) საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, თუ დაღუპულ პირს გავლილი ჰქონდა სამხედრო სარეზერვო სამსახური; ზ) სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს) და მათი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს; თ) სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, თუ მათ მიმართ გათავისუფლებამდე/დათხოვნამდე სამინისტროში სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველი კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება შესაბამისი დახმარების გაცემის შესახებ ან სამინისტროდან გაცემულ იქნა საგარანტიო წერილი (წერილობითი დაპირება) მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის მკურნალობის ანაზღაურების შესახებ. მუხლი 52🔗 სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო პირის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის) დაღუპვის შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 55-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები, ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. მუხლი 53🔗 სამინისტროს სამოქალაქო პირის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის), აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის დაღუპვის/გარდაცვალების სხვა შემთხვევაში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ბრძანების 52-ე მუხლში, მის ოჯახს მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით (მაგრამ არაუმეტეს 10000 ლარისა) შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება. მუხლი 54🔗 ამ ბრძანების: ა) 50-ე მუხლის პირველი წინადადების, 52-ე და 53-ე მუხლების მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: პირველ რიგში მეუღლე, არასრულწლოვანი (შვილ(ებ)ი და სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ი, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში მეორე რიგში მშობლები და სრულწლოვანი (შვილ(ებ)ი. თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის, 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ის დახმარებას, მათი სახელით, იღებს (შვილ(ებ)ის კანონიერი წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ დახმარების მიმღებ პირს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, დახმარების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წილს მიიღებენ იმავე რიგში მყოფი ოჯახის სხვა წევრები თანაბარწილად, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში შემდგომ რიგში მყოფი ოჯახის წევრები; ბ) 50-ე მუხლის მეორე წინადადების და 51-ე მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, შვილ(ებ)ი, მშობლები. მუხლი 55🔗 ამ ბრძანების 47-ე, 48-ე და 50-ე მუხლებით გათვალისწინებული პირების მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ არსებობს ან დადგინდება ვალდებულების წარმოშობის შემდეგი გამომრიცხავი გარემოებები: ა) ამ ბრძანების 47-ე, 48-ე და 50-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადნენ სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინათ ამავე მუხლებში განსაზღვრული შედეგები; ბ) ამ ბრძანების 47-ე, 48-ე და 50-ე მუხლებით განსაზღვრული შედეგები წარმოადგენენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან/და ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების ან/და წინდახედულობის ნორმების უხეში დარღვევის (დაუცველობის ან/და არაჯეროვანი შესრულების) შედეგს. მუხლი 56🔗 ამ  ბრძანებით განსაზღვრული დახმარებები არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. მუხლი 57🔗 დამტკიცდეს: ა) სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები (დანართი №10); ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები  (დანართი №11). მუხლი 58🔗 1. სამხედრო მოსამსახურეებს ოთხწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, თუ აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. 2. სამხედრო მოსამსახურეებს ოთხწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით. 3. სამხედრო მოსამსახურეებს ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომლებიც ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას,  კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 14000 ლარის ოდენობით. ასევე აღნიშნულ მოსამსახურეებს მიეცემათ შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დახმარება. ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება სრული თვით. ამ მიზნით ერთ თვემდე ნამსახურები ვადა ითვლება სრული ერთი თვის სამსახურად. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. მუხლი 59🔗 1. შტატების შემცირების, ავადმყოფობის, ზღვრული ასაკის  საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ამ ბრძანების 36-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ერთჯერად დახმარებასთან ერთად, მიეცემა ამავე ბრძანების 58-ე მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. 2. ავადმყოფობის საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ამ ბრძანების 47-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ერთჯერად დახმარებასთან ერთად მიეცემა  ამავე ბრძანების 58-ე მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება  ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. 3. ამ ბრძანების 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ერთჯერად დახმარებასთან ერთად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრს მიეცემა ამავე ბრძანების 58-ე მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემისას გამოიყენება ამ ბრძანების 54-ე მუხლით განსაზღვრული წესი. თავი VI სამინისტროს მოსამსახურეთა სამივლინებო და შენახვის ნორმები მუხლი  60🔗 დამტკიცდეს: ა) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №12); ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები (დანართი №13). დანართი №1  სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები (ლარებში) № წოდება კოდი წოდებრივი სარგო 1 არმიის გენერალი G-4 4 300 2 გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი G-3 3 700 3 გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი G-2 3 100 4 ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი G-1 2 500 5 პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი O-6 1 920 6 ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი O-5 1 500 7 მაიორი, III რანგის კაპიტანი O-4 1 280 8 კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი O-3 1 220 9 უფროსი ლეიტენანტი O-2 1 185 10 ლეიტენანტი O-1 1 170 11 მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი S-8 1 350 12 მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი S-7 1 075 13 უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი S-6 1 025 14 სერჟანტი, მიჩმანი S-5 995 15 უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი S-4 978 16 კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი S-3 964 17 I კლასის რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი S-2 955 18 საკონტრაქტო სამსახურის რიგითი, საკონტრაქტო სამსახურის საზღვაო რიგითი S-1 950 19 სავალდებულო სამსახურის რიგითი, სავალდებულო სამსახურის საზღვაო რიგითი SO-1 63 დანართი №2 საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობ­რივი სარგოები  (ლარებში) № თანამდებობები კოდი თანამდებობრივი სარგო 1 დეპარტამენტის უფროსი CP-14 2 112 2 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე CP-13 1 968 3 სამმართველოს უფროსი CP-12 1 752 4 სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი CP-11 1 608 5 სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, კანცელარიის უფროსი, არქივის უფროსი CP-10 1 464 6 შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), განყოფილების უფროსის მოადგილე, გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს მთავარი იურისტი, ორკესტრის უფროსის მოადგილე-უფროსი დირიჟორი CP-9 1 320 7 გენერალური შტაბის მმართველობაში შემავალი თანაშემწე და თანაშემწე პროტოკოლის დარგში, ქვეგანყოფილების უფროსი, მთავარი ინსპექტორი CP-8 1 248 8 მთავარი სპეციალისტი, მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), მთავარი ინჟინერი, მთავარი მექანიკოსი, მთავარი ბუღალტერი, მთავარი ფინანსისტი, მთავარი ეკონომისტი, მთავარი იურისტი, უფროსი ინსპექტორი, უფროსი გამომძიებელი CP-7 1 176 9 უფროსი სპეცილიატი, უფროსი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), უფროსი იურისტკონსულტი, უფროსი იურისტი, უფროსი ინჟინერი, უფროსი ეკონომისტი, უფროსი ბუღალტერი, უფროსი მასწავლებელი, აღრიცხვის ისპექტორი, ინსპექტორი, გამომძიებელი, პუნქტის უფროსი, სექციის მეთაური, სადგურის უფროსი, აფთიაქის უფროსი, უფროსი მუსიკოსი, წამყვანი მენეჯერი (სამუშაოთა მწარმოებელი) CP-6 1 104 10 სპეციალისტი, ექიმი, უმცროსი ექიმი, ფარმაცევტი, სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), იურისტკონსულტი, იურისტი, მასწავლებელი, ბუღალტერ-აღმრიცხველი, ბუღალტერი, ეკონომისტი, ინჟინერი, სამოქალაქო ავიაციასთან ურთიერთქმედების კორდინატორი, მფრინავი-ისტრუქტორი, ფრენების ხელმძღვანელი, სტილისტი, უცხო ენების მთარგმნელი, თარჯიმანი, დამკაბადონებელი, ფორთიფიკატორი, მუსიკოსი, ენერგეტიკოსი, მეტეოროლოგი CP-5 960 11 არასაიდუმლო საქმისმწარმოებელი, საიდუმლო საქმისმწარმოებელი, პასუხისმგებელი შემსრულებელი, ბიბლიოთეკარი, არქივარიუსი, ინსტრუქტორი, უფროსი მზარეული, მზარეული, აღმრიცხველი, აღრიცხვის სპეციალისტი, მედდა, რეგისტრატორი, ლაბორანტი, ფარმაცევტის თანაშემწე, ტექნიკოსი, ოსტატი, ავტოძრავების სპეციალისტი, სავალი ნაწილის სპეციალისტი, ოპერატორი, ექსკავატორის ოპერატორი, მძღოლი-ოპერატორი, დისპეტჩერი, რადიოოპერატორი, მექანიკოსი, საწყობის უფროსი, ქსელების ადმინისტრატორი CP-4 732 12 მძღოლი, ელექტრიკოსი, ელექტროაირშემდუღებელი, შემდუღებელი, მეხანძრე, დეზინფექტორი, შემკეთებელი, სანტექნიკოსი, გამმართველი, ზეინკალი CP-3 708 13 სანიტარი, დურგალი, მეთუნუქე, მღებავი, მეაკუმულატორე, ხარატი, მზარეულის დამხმარე, ფელდეგერი, ტვირთების დამმუშავებელი, მეჯინიბე, ავტომრეცხავი, მკერავი CP-2 684 14 მეკუჭნავე, დამლაგებელი CP-1 665  შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული ამ დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებზე. დანართი №3 საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები  (ლარებში)  № შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი თანამდებობრივი სარგო 1 თავდაცვის გენერალ-ლეიტენანტი 3 540 2 თავდაცვის გენერალ-მაიორი 2 720 3 თავდაცვის პოლკოვნიკი 1 868 4 თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი 1 394 5 თავდაცვის მაიორი 1 156 6 თავდაცვის კაპიტანი 1 150 7 თავდაცვის უფროსი ლეიტენანტი 1 144 8 თავდაცვის ლეიტენანტი 1 138 9 თავდაცვის უმცროსი ლეიტენანტი 1 113 10 თავდაცვის ზემდეგი 988 11 თავდაცვის უფროსი სერჟანტი 975 12 თავდაცვის სერჟანტი 969 13 თავდაცვის უმცროსი სერჟანტი 963 14 თავდაცვის რიგითი 956 შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სპეციალური წოდების მქონე პირებზე. დანართი №4  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები  (ლარებში) № შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი წოდებრივი სარგო 1 თავდაცვის გენერალ-ლეიტენანტი 110 2 თავდაცვის გენერალ-მაიორი 100 3 თავდაცვის პოლკოვნიკი 75 4 თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი 60 5 თავდაცვის მაიორი 50 6 თავდაცვის კაპიტანი 40 7 თავდაცვის უფროსი ლეიტენანტი 30 8 თავდაცვის ლეიტენანტი 25 9 თავდაცვის უმცროსი ლეიტენანტი 20 10 თავდაცვის ზემდეგი 15 11 თავდაცვის უფროსი სერჟანტი 13 12 თავდაცვის სერჟანტი 11 13 თავდაცვის უმცროსი სერჟანტი 9 14 თავდაცვის რიგითი 7 შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  დანართი №5  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის სასწავლო ცენტრ „სორტას“ სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები  (ლარებში) № თანამდებობის დასახელება თანამდებობრივი სარგო 1 ცენტრის უფროსი 1 394 2 ცენტრის უფროსის მოადგილე, კურსის უფროსი 1 156 3 ცენტრის უფროსის თანაშემწე, ექიმი-სპეციალისტი, უფროსი ინსტრუქტორი 1 150 4 ჯგუფის უფროსი 1 144 5 მთავარი ინსტრუქტორი, ინსტრუქტორი 975 6 სპეციალისტი 963 7 საქმისმწარმოებელი, მზარეული, მეკავშირე დიზელისტ-ელექტრიკოსი, მძღოლი, 956 8 მედდა 950 9 სამმართველოს უფროსი 1 556 10 მთავარი ინსპექტორი 1 394  დანართი №6  სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს, აგრეთვე 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების (სამოქალაქო პირების) ყოველთვიური დანამატები (ლარებში) № თანამდებობა დანამატი თვეში 1 მთავარი ინსპექტორი, სპეციალისტი, ინჟინერი 180 2 ბიბლიოთეკარი, მედდა, სანიტარი, მზარეული, მზარეულის დამხმარე, უფროსი მზარეული, ავტო-ელექტრიკოსი, მეთუნუქე, პასუხისმგებელი შემსრულებელი, მძღოლი, მძღოლი-მექანიკოსი, სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), საწყობის უფროსი, ოსტატი, საქმისმწარმოებელი, ადმინისტრატორი, ოპერატორი, აღმრიცხველი, მეკუჭნავე-მექანიკოსი, აღრიცხვის ინსპექტორი, ტვირთების დამმუშავებელი 380  დანართი №7  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დანამატები (ლარებში) № თანამდებობების დასახელება დანამატი თვეში 1 შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 1 500 2 გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე 1 250 3 სარდალი, სსიპ-ის რექტორი, ეროვნული გვარდიის უფროსი 875 4 J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი 750 5 სარდლის მოადგილე, გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის მეთაური 690 6 ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, სსიპ-ის რექტორის მოადგილე, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი, სსიპ-ის კოლეჯის მეთაური, სკოლის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი), ცენტრის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი), სსიპ – გენერალ გ. კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი 625 7 ბრიგადის მეთაურის მოადგილე, ლოგისტიკის ცენტრის უფროსი 565 8 გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტი, გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი, სარდლობის შტაბის უფროსი, სარდლობის მთავარი სერჟანტი/სარდლობის სერჟანტი, ესკადრილიის შტაბის უფროსი (მფრინავი), სამედიცინო პოლიკლინიკის (ასეულის) უფროსი, ბაზის მეთაური/უფროსი, ცენტრის უფროსი/მეთაური, სკოლის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი, სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი), ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი-მთავარი დირიჟორი, ბრიგადის შტაბის უფროსი, ბრიგადის სერჟანტი, ბატალიონის მეთაური, ესკადრილიის მეთაური, სამხედრო პოლიციის მთავარი სერჟანტი, სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი, სსიპ-ის მიმართულების უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის სერჟანტი, შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი, რაზმის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის სერჟანტი 500 9 საპატიო ყარაულის მეთაური 440 10 კურსების/კურსის უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი), სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბატალიონის შტაბის უფროსი და ინსტრუქტორთა განყოფილების უფროსი 425 11 კურსების/კურსის უფროსი, ბაზის სერჟანტი, სკოლის სერჟანტი, კურსების/კურსის სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი, ესკადრილიის სერჟანტი, მიმართულების სერჟანტი, გენერალური შტაბის უფროსის ადმინისტრაციული ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სერჟანტი 375 დანართი №8  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურეთა დანამატები (ლარებში) № დასახელება დანამატი თვეში 1 სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური 1500 2 სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილე 1500 3 სპეციალური ოპერაციების ძალების მმართველობა (სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურისა და სპეციალური  ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილის გარდა) 450 4 სპეციალური ოპერაციების ძალების ადმინისტრაციული სამმართველო 450 5 სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსი 1500 6 სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბი (სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსის გარდა) 450 7 სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მეთაური 1500 8 სპეციალური დანიშნულების ბატალიონი (სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მეთაურის გარდა) 450 9 საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაური 1500 10 საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის მმართველობა და შტაბი (საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურის გარდა) 450 11 საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის საზღვაო სპეცდანიშნულების ინსტრუქტორთა ჯგუფი 450 12 საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლ–მყვინთავთა სექცია 450 13 საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის უზრუნველყოფისა  და სატრანსპორტო ჯგუფი 250 14 სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაური 1500 15 სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მმართველობა და შტაბი (სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის გარდა) 450 16 სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეული 250 17 სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის შეფასების, განვითარებისა და სწავლებების განყოფილება 450 18 სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სპეცდანიშნულების სკოლა 450 19 სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა 450 20 სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სნაიპერთა მომზადების სკოლა 450 21 სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის მმართველობა 450 22 სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის საპარაშუტო სწავლების ინსტრუქტორთა ჯგუფი 450 23 სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის უზრუნველყოფის ჯგუფი 250 24 მხარდამჭერი ბატალიონის მეთაური 1500 25 მხარდამჭერი ბატალიონი (მხარდამჭერი ბატალიონის მეთაურის გარდა) 250 26 რეინჯერთა ბატალიონის მეთაური 1500 27 რეინჯერთა ბატალიონი (რეინჯერთა ბატალიონის მეთაურის გარდა) 250  შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული დანამატები არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებზე. დანართი №9   სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა შრომის ანაზღაურება რანგი თანამდებობათა იერარქია თანამდებობის აღწერა კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 1 1 საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა; 2.00 2.20 2.50 2.80 3.30 3.80 4.40 5.00 5.60 6.00 2 2 საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა; 1.60 1.80 2.00 2.20 2.50 2.80 3.20 3.60 4.00 4.50 2 3 საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა; 1.40 1.60 1.80 2.00 2.20 2.50 2.80 3.10 3.50 4.00 3 4 საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; 1.30 1.50 1.70 1.90 2.10 2.30 2.40 2.50 2.60 2.80 3 5 საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; 0.90 1.00 1.10 1.20 1.30 1.40 1.60 1.80 2.00 2.20 3 6 საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; 0.75 0.80 0.85 0.90 0.95 1.00 1.20 1.40 1.60 1.80 4 7 საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა 0.65 0.70 0.75 0.80 0.85 0.90 1.00 1.15 1.30 1.50 4 8 საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა 0.55 0.60 0.65 0.70 0.75 0.80 0.85 0.90 1.00 1.20 4 9 საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა 0.45 0.50 0.55 0.60 0.65 0.70 0.75 0.80 0.90 1.00 დანართი №10  სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები (ლარებში) № წოდება კოდი დახმარების გაანგარიშების ნორმები 1 არმიის გენერალი G-4 625 2 გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი G-3 580 3 გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი G-2 560 4 ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი G-1 505 5 პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი O-6 445 6 ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი O-5 360 7 მაიორი, III რანგის კაპიტანი O-4 305 8 კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი O-3 260 9 უფროსი ლეიტენანტი O-2 235 10 ლეიტენანტი O-1 220 11 მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი S-8 175 12 მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი S-7 160 13 უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი S-6 155 14 სერჟანტი, მიჩმანი S-5 150 15 უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი S-4 147 16 კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი S-3 145 17 I კლასის რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი S-2 140 18 საკონტრაქტო სამსახურის რიგითი, საკონტრაქტო სამსახურის საზღვაო რიგითი S-1 135  შენიშვნა: დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის დათხოვნამდე არსებული სამხედრო წოდების მიხედვით ამ დანართით განსაზღვრული ნორმების საფუძველზე. დანართი №11  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები (ლარებში) № შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი დახმარების გაანგარიშების ნორმები 1 თავდაცვის გენერალ-ლეიტენანტი 580 2 თავდაცვის გენერალ-მაიორი 560 3 თავდაცვის პოლკოვნიკი 445 4 თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი 360 5 თავდაცვის მაიორი 305 6 თავდაცვის კაპიტანი 260 7 თავდაცვის უფროსი ლეიტენანტი 235 8 თავდაცვის ლეიტენანტი 220 9 თავდაცვის უმცროსი ლეიტენანტი 200 10 თავდაცვის ზემდეგი 165 11 თავდაცვის უფროსი სერჟანტი 155 12 თავდაცვის სერჟანტი 150 13 თავდაცვის უმცროსი სერჟანტი 147 14 თავდაცვის რიგითი 145 შენიშვნა: დათხოვნილ მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის მიერ დათხოვნამდე დაკავებული ბოლო თანამდებობისათვის (გარდა კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოვალეობის დაკისრებისას დაკავებული თანამდებობისა) ამ დანართით განსაზღვრული ოდენობის საფუძველზე. დანართი №12  სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები № სამხედრო წოდება / სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის და სპეციალური წოდების მქონე პირის შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი/სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი სამივლინებო თანხა (აშშ დოლარი) 1 პოლკოვნიკი 1 770 2 ვიცე-პოლკოვნიკი 1 570 3 მაიორი 1 370 4 კაპიტანი 1 190 5 უფროსი ლეიტენანტი 1 090 6 ლეიტენანტი 1 070 7 მთავარი სერჟანტი 1 000 8 მასტერ სერჟანტი 950 9 უფროსი სერჟანტი 890 10 სერჟანტი 860 11 უმცროსი სერჟანტი 830 12 კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი 800 13 პირველი კლასის რიგითი 770 14 საკონტრაქტო სამსახურის რიგითი 750 15 სავალდებულო სამსახურის რიგითი 150 16 სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი 1 200  შენიშვნა: სპეციალური წოდების მქონე პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.  დანართი №13   საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები № დასახელება უცხოური ვალუტის დასახელება შენახვის ხარჯების ნორმები სამედიცინო დაზღვევა სულ 1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის აპარატი ნატოსა და ევროკავშირში 1.1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში (ნატოს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) ევრო 4 650 700 5 350 1.2 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირში სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილე (ნატოს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) ევრო 3 400 700 4 100 1.3 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირში სამოქალაქო წარმომადგენლის მრჩეველი (ნატოს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) ევრო 2 950 700 3 650 2 ნატოსა და ევროკავშირში სამხედრო წარმომადგენლის და ბელგიის სამეფოში , ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს თავდაცვის ატაშეს აპარატი 2.1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში და თავდაცვის ატაშე ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში (ნატოს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) ევრო 4 450 700 5 150 2.2 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირში სამხედრო წარმომადგენლის და ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში თავდაცვის ატაშეს მოადგილე (ნატოს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) ევრო 3 400 700 4 100 2.3 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირში სამხედრო წარმომადგენლის და ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში თავდაცვის ატაშეს მრჩეველი (ნატოს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) ევრო 2 950 700 3 650 2.4 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი მეკავშირე ოფიცერი ნატოს ოპერაციების გაერთიანებულ სარდლობაში (ქ. მონსი, ბელგიის სამეფო) ევრო 3 450 700 4 150 2.5 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი ნატოს ოპერაციების გაერთიანებულ სარდლობაში (ქ. მონსი, ბელგიის სამეფო) ევრო 2 600 700 3 300 2.6 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი მეკავშირე ოფიცერი ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობაში (ქ. ნორფოლკი, აშშ) აშშ დოლარი 4 400 900 5 300 3 ავსტრიის რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკაში , ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროს რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს და ეუთოში სამხედრო წარმომადგენლის აპარატი 3.1 თავდაცვის ატაშე ავსტრიის რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკაში, ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროს რესპუბლიკაში და სამხედრო წარმომადგენელი ეუთო-ში ევრო 4 350 700 5 050 3.2 ავსტრიის რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკაში, ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროს რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს და ეუთოში სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე ევრო 3 050 700 3 750 4 აშშ-სა და კანადაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 4.1 თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში აშშ დოლარი 6 950 1 000 7 950 4.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე აშშ-სა და კანადაში აშშ დოლარი 4 300 1 000 5 300 4.3 თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი (საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში, ქ. ნიუ იორკი, აშშ) აშშ დოლარი 6950 1000 7950 4.4 თავდაცვის სამინისტროს უფროსი მეკავშირე ოფიცერი აშშ-ს ცენტრალურ სარდლობაში (ქ. ტამპა, აშშ) აშშ დოლარი 2 600 900 3 500 5 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 5.1 თავდაცვის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში ევრო 4 350 700 5 050 5.2 თავდაცვის ატაშეს თანაშემწე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში ევრო 3 050 700 3 750 6 საფრანგეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 6.1 თავდაცვის ატაშე საფრანგეთის რესპუბლიკაში ევრო 4450 700 5 150 6.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე საფრანგეთის რესპუბლიკაში ევრო 3 050 700 3 750 7 თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 7.1 თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში ევრო 4 250 700 4 950 7.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში ევრო 2 950 700 3 650 8 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ . ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 8.1 თავდაცვის ატაშე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში ინგლისური გირვანქა სტერლინგი 4 650 500 5 150 8.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში ინგლისური გირვანქა სტერლინგი 2 600 500 3 100 9 აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 9.1 თავდაცვის ატაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აშშ დოლარი 4 100 900 5 000 9.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აშშ დოლარი 2 950 700 3 650 10 ლიტვის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკასა და ესტონეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 10.1 თავდაცვის ატაშე ლიტვის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკასა და ესტონეთის რესპუბლიკაში ევრო 4 450 700 5 150 10.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე ლიტვის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკასა და ესტონეთის რესპუბლიკაში ევრო 2 950 700 3 650 11 პოლონეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 11.1 თავდაცვის ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში ევრო 4 450 700 5 150 11.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე პოლონეთის რესპუბლიკაში ევრო 2 950 700 3 650 12 ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და უნგრეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 12.1 თავდაცვის ატაშე ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და უნგრეთის რესპუბლიკაში ევრო 4 450 700 5 150 12.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და უნგრეთის რესპუბლიკაში ევრო 2 950 700 3 650 13 უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 13.1 თავდაცვის ატაშე უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკაში აშშ დოლარი 4 400 900 5 300 13.2 თავდაცვის ატაშეს თანაშემწე უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკაში აშშ დოლარი 2 950 700 3 650 14 საბერძნეთის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 14.1 თავდაცვის ატაშე საბერძნეთის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში ევრო 3 650 700 4 350 14.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე საბერძნეთის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში ევრო 3 050 700 3 750 15 სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 15.1 თავდაცვის ატაშე სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აშშ დოლარი 4 250 900 5 150 15.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აშშ დოლარი 3 050 900 3 950 16 ისრაელის სახელმწიფოში თავდაცვის ატაშეს აპარატი 16.1 თავდაცვის ატაშე ისრაელის სახელმწიფოში აშშ დოლარი 4 200 900 5 100 16.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე ისრაელის სახელმწიფოში აშშ დოლარი 3 250 900 4 150 17 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 17.1 თავდაცვის ატაშე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აშშ დოლარი 4 800 800 5 600 17.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აშშ დოლარი 3 550 800 4 350 18 შვედეთის სამეფოში, ნორვეგიის სამეფოში , დანიის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 18.1 თავდაცვის ატაშე შვედეთის სამეფოში, ნორვეგიის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში ევრო 4 450 700 5 150 18.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე დანიის სამეფოში, ნორვეგიის სამეფოში, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში ევრო 2 950 700 3 650 19 რუმინეთში, მოლდოვას რესპუბლიკაში , ბულგარეთის რესპუბლიკასა და მაკედონიის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 19.1 თავდაცვის ატაშე რუმინეთში, მოლდოვას რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და მაკედონიის რესპუბლიკაში ევრო 4 450 700 5 150 19.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე რუმინეთში, მოლდოვას რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და მაკედონიის რესპუბლიკაში ევრო 2 950 700 3 650 20 ყაზახეთის რესპუბლიკაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში , უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთში თავდაცვის ატაშეს აპარატი 20.1 თავდაცვის ატაშე ყაზახეთის რესპუბლიკაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთში აშშ დოლარი 4 100 900 5 000 20.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე ყაზახეთის რესპუბლიკაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთში აშშ დოლარი 2 950 700 3 650 21 იტალიის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 21.1 თავდაცვის ატაშე იტალიის რესპუბლიკაში ევრო 4450 700 5150 21.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე იტალიის რესპუბლიკაში ევრო 2950 700 3650 22 კორეის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი 22.1 თავდაცვის ატაშე კორეის რესპუბლიკაში აშშ დოლარი 4 800 800 5 600 22.2 თავდაცვის ატაშეს მოადგილე კორეის რესპუბლიკაში აშშ დოლარი 3 550 800 4 350 შენიშვნა: 1. შენახვის ხარჯების ნორმები მოიცავს სხვადასხვა ხარჯებს, მათ შორის, სადღეღამისო ნორმის, ბინის დაქირავებისა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ წარმომადგენლობით, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევისა და მიმდინარე რემონტის, ინვენტარისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯებს. 2. სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ა) ბინის დაქირავების ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) ოფისის დაქირავების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ე) სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი, სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის, ინვენტარისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 3. ოფისის დაქირავების ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების მიხედვით (გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად). 4. სამედიცინო დაზღვევის თანხა ანაზღაურდება დადგენილი ნორმების ფარგლებში, ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 5. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით, მოთხოვნების შესაბამისად, ხორციელდება ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად თანხების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შენახვის ხარჯების გამოყოფა. 6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ხარჯები (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა) გაიცემა ერთჯერადი დახმარების სახით ,,პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების შესაბამისი სადღეღამისო ნორმის სამოცმაგი ოდენობით. 7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, სამინისტროს წარმომადგენლებს და მათი აპარატების თანამდებობის პირებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, ავანსის სახით მიეცეთ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არაუმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. 8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მოკლევადიანი მივლინებისას ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები. 9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, სამინისტროს წარმომადგენლებსა და მათი აპარატების თანამდებობის პირებს და მათი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდებათ: ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისას – საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები ეკონომკლასის ავიაბილეთის ღირებულებით და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები ერთ სულზე არაუმეტეს 200 ევროს ოდენობით; ბ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო ან ვადამდე გამოწვევისას – მივლინების ადგილსა და საქართველოს შორის მგზავრობის ხარჯები ეკონომკლასის ავიაბილეთის ღირებულებით და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები ერთ სულზე არაუმეტეს 200 ევროს ოდენობით; გ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების პერიოდში შვებულებით სარგებლობისას – მგზავრობის ხარჯები (წელიწადში ერთხელ), არაუმეტეს მივლინების ადგილსა და საქართველოს შორის მგზავრობის ეკონომკლასის ავიაბილეთების ღირებულებისა. 10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირების როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, გამოწვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით, პირის გამოწვევა შესაძლებელია განხორციელდეს თანამდებობიდან გათავისუფლების/დათხოვნის თარიღიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 11. ამ შენიშვნის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს მიეცემათ ამ დანართით გათვალისწინებული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯები შენიშვნის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადის განმავლობაში. 12. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების (გარდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომის) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები. 13. შვებულებაში (მათ შორის, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში) ყოფნისას ან შრომისუუნარობის გამო სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, პირს უნარჩუნდება ამ დანართით გათვალისწინებული ნორმები. თუ არყოფნის პერიოდი წელიწადის განმავლობაში ზედიზედ ან კალენდარული წლის მანძილზე 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გრძელდება, პირს შენახვის ხარჯების ნორმა 30 კალენდარული დღის შემდეგ უმცირდება ბინის დაქირავების ხარჯებამდე.