2. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც „პრაქტიკულ ფრენებზე დაშვებისათვის ყოველწლიური შემოწმების შედეგების საფუძველზე“ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრებიან  ეკიპაჟების მეთაურებად ან მეორე მფრინავებად და ახორციელებენ პრაქტიკულ ფრენებს საჰაერო ხომალდზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ეკიპაჟების მეთაურებს – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით;

ბ) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების მეორე მფრინავებს  – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით.

3. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ახორციელებენ პრაქტიკულ ფრენებს საჰაერო ხომალდზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი შემდეგი წესით:

ა) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების შტურმანებს  –  წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით;

ბ) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ბორტინჟინრებს (ბორტტექნიკოსებს, ბორტმექანიკოსებს)  –  წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 30 %-ს ოდენობით.

4. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც არიან  თვითმფრინავების, შვეულმფრენების ინჟინრები და ტექნიკოსები,  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი  – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობი