თავი IV — სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა შრომის ანაზღაურება
1. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის ეძლევა სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელფასო დანამატი მიეცემათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
ამ გვერდის მოკლე შერჩევაში გადაწყვეტილებები არ არის — სრულ ინდექსში შეიძლება იყოს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 33, №1, 15.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016549 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3983485/muxli-33/