სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება დანართი №10 გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;
ბ) 2-დან 10 წლამდე - ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე - ექვსმაგი;
გ) 10-დან 15 წლამდე - რვამაგი;
დ) 15-დან 20 წლამდე - ათმაგი;
ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი.