ა) ყოველთვიურად უწესდებათ მხოლოდ ფულადი სარგო 276 ლარის ოდენობით, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი იმყოფებოდა:
ა.ა) რეზერვისტთა აღრიცხვაზე;
ა.ბ) წვევამდელთა აღრიცხვაზე და სასწავლებელში ჩარიცხვასთან ერთად გახდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე;
ბ) უნარჩუნდებათ მხოლოდ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ იუნკერებზე. აღნიშნულ იუნკერებს უწესდებათ სტიპენდია მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებისა და მოცულობის შესაბამისად.
3. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია უზრუნველყოს აკადემიაში იუნკერის სტატუსის მოპოვების გარეშე მიღებულ პირთა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა და მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება.
4. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უფლებამოსილია, აკადემიის ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის იუნკერის მიერ გადასახდელი თანხის საკუთარი ბიუჯეტიდან ანაზღაურებ