2. სსიპ  – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ამ ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო მომსახურებით, მისი დებულების შესაბამისად, უფლება აქვთ ისარგებლონ:

ა) სამინისტროს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს (კადეტებს);

ბ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებს, თუ ისინი წარმოადგენენ:

ბ.ა) სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);

ბ.დ) საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის  ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);

ბ.ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებს.

3. სამინისტროს ხარჯზე ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირების მიერ სამედიცინო მომსახურებით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში სარგებლობის შემთხვევები, გასაწევი ხარჯების მოცულობა და წინაპირობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

შენიშვნა:

ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის გასაწევი ხარჯების მოცულობაზე არ ვრცელდება ამ ბრძანების 51-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯების 5 000-ლარიანი შეზღუდვ