ა) ამ ბრძანების 50-ე მუხლში მითითებულ პირთა ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;
ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური წოდების მქონე პირის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს) ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს (მათ შორის, დათხოვნილ მოსამსახურეს);
დ) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე ამ მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;
ე) ამ ბრძანების 52-ე მუხლით განსაზღვრული სამოქალაქო პირის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის), აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;
ვ) საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, თუ დაღუპულ პირს გავლილი ჰქონდა სამხედრო სარეზერვო სამსახური;
ზ) სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს) და მათი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;
თ) სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, თუ მათ მიმართ გათავისუფლებამდე/დათხოვნამდე სამინისტროში სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველი კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება შესაბამისი დახმარების გაცემის შესახებ ან სამინისტროდან გაცემულ იქნა საგარანტიო წერილი (წერილობითი დაპირება) მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის მკურნალობის ანაზღაურების შესახე