ა) 50-ე მუხლის პირველი წინადადების, 52-ე და 53-ე მუხლების მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: პირველ რიგში მეუღლე, არასრულწლოვანი (შვილ(ებ)ი და სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ი, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში მეორე რიგში მშობლები და სრულწლოვანი (შვილ(ებ)ი. თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის, 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ის დახმარებას, მათი სახელით, იღებს (შვილ(ებ)ის კანონიერი წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ დახმარების მიმღებ პირს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, დახმარების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წილს მიიღებენ იმავე რიგში მყოფი ოჯახის სხვა წევრები თანაბარწილად, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში შემდგომ რიგში მყოფი ოჯახის წევრები;
ბ) 50-ე მუხლის მეორე წინადადების და 51-ე მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, შვილ(ებ)ი, მშობლებ