2. ავადმყოფობის საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ამ ბრძანების 47-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ერთჯერად დახმარებასთან ერთად მიეცემა  ამავე ბრძანების 58-ე მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება  ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

3. ამ ბრძანების 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ერთჯერად დახმარებასთან ერთად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრს მიეცემა ამავე ბრძანების 58-ე მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემისას გამოიყენება ამ ბრძანების 54-ე მუხლით განსაზღვრული წესი.

თავი VI

სამინისტროს მოსამსახურეთა სამივლინებო და შენახვის ნორმე