2. სამხედრო მოსამსახურეებს ოთხწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით.

3. სამხედრო მოსამსახურეებს ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომლებიც ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას,  კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 14000 ლარის ოდენობით. ასევე აღნიშნულ მოსამსახურეებს მიეცემათ შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დახმარება. ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება სრული თვით. ამ მიზნით ერთ თვემდე ნამსახურები ვადა ითვლება სრული ერთი თვის სამსახურად.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულება