საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება N11 დანართით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;

ბ) 2-დან 10 წლამდე - ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე - ექვსმაგი;

გ) 10-დან 15 წლამდე - რვამაგი;

დ) 15-დან 20 წლამდე - ათმაგი;

ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი.