📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.01.2018
ძალის დაკარგვა 10.01.2019
გამომცემი ორგანო ქურთას მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.146.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,487 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.01.2018 მიღება
10.01.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით თუთარაშვილი ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2018 წლის 4 იანვარი ქ. თბილისი ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  25-ე მუხლის  1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართი 1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის №2 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი დანართი №1 ქურთის მუნიციპალიტეტის 2018  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს იმ იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, იმ პირების, რომლებიც ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა რეგისტრაცია აქვთ ცხინვალში და ქურთის მუნიციპალიტეტის (შემდგომში –   მუნიციპალიტეტი) 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალურის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. ახალშობილთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობა; გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ახალშობილ(ებ)ის მამის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 2🔗. ოთხმოცი და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთა დახმარება 1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  ანგარიშზე. მუხლი 3🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, სარიტუალო მომსახურება, თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. ქურთის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი; ვ)  I და  II რიგის მემკვიდროების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  ანგარიშზე. მუხლი 4🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. დაფინანსებას  200 (ორასი) ლარის ოდენობით მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები,რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი მაინც არის 0-დან 18 წლამდე. 2. დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)  შვილების დაბადების მოწმობის ასლები; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე)  საბანკო  ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 5🔗. შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე  პირების დახმარება 1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ: ა)  მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში ბ) დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში. 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა (მეურვემ/მზრუნველმა) ქურთის მუნიციპალიტეტში  უნდა წარადგინოს: ა)  განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დევნილობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ)  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი; ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ვ)  საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე ან მეურვის ანგარიშზე. მუხლი 6🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. დედ-მამით ობოლ  0-დან 18 წლამდე იძულებით გადადგილებულ ბავშვებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 200 (ორასი)ლარის ოდენობით. 2. დედ-მამით ობოლ ბავშვის მეურვე/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის(ების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი- მოწმობის ასლი; ე) ცნობა  სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ მეურვის/მზრუნველის ანგარიშზე. მუხლი 7🔗. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით დახმარება 1. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს, რომელთაც არა აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. 2. დახმარება გაეწევათ სათბობი შეშით ადგილზე მიტანით ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. თითოეულ ოჯახს გადაეცემა 4კუბ/მ ოდენობის შეშა. მუხლი 8🔗. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება 1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით  მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. 2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი ანგარიშის მონაცემები; დ) ინფორმაცია სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს  მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო  ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი საბაზრო ფასებით. მუხლი 9🔗. ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდათ ოპერაცია, ერთჯერადად ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას არააუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.  დახმარების ოდენობა განისაზღვრება  ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მეორადი სტრუქტურული ერთეულის  მიერ მოქალაქის ფაქტობრივად  გადახდილი თანხის მიხედვით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ, ოპერაციის ჩატარებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და დევნილობის მოწმობის ასლები; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ; ე) დახმარების მიმღებმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:  მის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ვ) საბანკო რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების ბანკში გახსნილ  ანგარიშზე. მუხლი 10🔗. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ონკოლოგიური ავადმყოფები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით . 2. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და დევნილობის მოწმობის ასლები; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა); ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ; ვ) დახმარების მიმღებმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:  მის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) – ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ) საბანკო რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების ბანკში გახსნილ  ანგარიშზე. მუხლი 11🔗. დევნილთა ოჯახების დახმარება 1. დევნილთა ოჯახებს სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: ერთი 50 კგ ტომარა ფქვილი, 10 კგ შაქარი და 5 კგ წიწიბურა) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. 2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებს – ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში სამსახური ამზადებს დასკვნას, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. 4. სამსახურის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 13🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ სამსახურის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართვის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. მუხლი 14🔗. სოციალური დახმარების მიმღები პირი 1. ამ პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების მიმღები პირები არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი უნდა დადასტურდეს: ა) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დამადასტურებელი მოწმობის ასლში ასახული ინფორმაციით; ბ) ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკნით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საკრებულოს წევრები. მუხლი 15🔗. ქურთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი 1. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით  არაუმეტეს 21 წევრის შემადგენლობით. 2. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს წევრები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და გამგეობის სხვა თანამშრომლები. 3. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დასტურდება იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი; გ) მინიმუმ ორი მოწმის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება ან ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი; დ)  მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს უნდა იყვნენ ამ პირის ახლო მეზობლები.