ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2019 წლის 8 იანვარი ქ. თბილისი |
|
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობა;
გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ახალშობილ(ებ)ის ერთ-ერთი მშობლის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან მისმა ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე.
2. ქურთის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დამადასტურებელი დოკუმენტი (ამ შემთხვევაში – ცნობა), რომლითაც დგინდება გარდაცვლილისა და განმცხადებლის ნათესაური კავშირი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე.
2. დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში
ბ) დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში.
2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა (მეურვემ/მზრუნველმა) ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დევნილობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის, მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ ანგარიშზე ან მეურვის ანგარიშზე.
2. დახმარების მის აღებად მოქალაქემ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია სავარძელ-ეტლის გარეშე გადაადგილება.
2. დედ-მამით ობოლ ბავშვის მეურვე/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ მეურვის/მზრუნველის ანგარიშზე.
2. დახმარება გაეწევათ სათბობი შეშით ადგილზე მიტანით ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.
3. თითოელ ოჯახს გადაეცემა 4კუბ/მ ოდენობის შეშა.
2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი ანგარიშის მონაცემები;
დ) სტიქიური მოვლენის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ (მათ შორის, სახანძრო-სამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ორგანოები);
ე) დევნილობის მოწმობის ასლი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი,რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი საბაზრო ფასებით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ, ოპერაციის ჩატარებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე ( განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე);
ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და დევნილობის მოწმობის ასლები;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ. (იმ შემთხვევაში, თუ დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება პირის მუდმივი მაცხოვრებლობის ფაქტი ქურთის მუნიციპალიტეტში)
ე) დახმარების მიმღებმა დამატებით უნდა წარმოადგინოს: მის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია, ხოლო გადაუდებელი ოპერაციისას მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოადგიმოს ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების ბანკში გახსნილ ანგარიშზე.
2. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე);
ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და დევნილობის მოწმობის ასლები;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100). ან/და ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა)
დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ. (იმ შემთხვევაში, თუ დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება პირის მუდმივი მაცხოვრებლობის ფაქტი ქურთის მუნიციპალიტეტში)
ე) დახმარების მიმღებმა დამატებით უნდა წარმოადგინოს: მის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) - ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების ბანკში გახსნილ ანგარიშზე.
2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებს.
3. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, ერთჯერადად ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო პაკეტის ნაცვლად ფულადი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. ფულადი დახმარების მისაღებად დევნილთა ოჯახმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ.
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სოციალური დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ პირად ანგარიშზე.
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში სამსახური ამზადებს დასკვნას, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
4. სამსახურის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი უნდა დადასტურდეს:
ა) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დამადასტურებელი მოწმობის ასლში ასახული ინფორმაციით.
ბ) ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საკრებულოს წევრები.
2. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს წევრები, თვითმმართველი ერთეული ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და გამგეობის სხვა თანამშრომელები.
3. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დასტურდება იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი:
გ) მინიმუმ ორი მოწმის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება ან ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი.
ამ წესის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცეს აგრეთვე იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც დახმარების მიმღებნი გახდნენ 2018 წლის 1 დეკემბრიდან 31დეკემბრის ჩათვლით.
ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართი 1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/01/2018, 010250050.35.146.016152).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი
დანართი №1ეს წესი განსაზღვრავს იმ იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, იმ პირების, რომლებიც ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა რეგისტრაცია აქვთ ცხინვალში და ქურთის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია