შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№154
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №154

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 37-ე პუნქტის, მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 09 მარტის №34/01 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე: 

1. გაიცეს შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტზე“(ს/ნ: 405214726) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

2. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი,  დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

კ. გვენეტაძე