შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.02.2018
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე | შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.08.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2018 წლის 23 თებერვალი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №18 დადგენილება (გამოქვეყნებული ვებგვერდზე: matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016097).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე
დანართი
შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ეს დებულება ადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის (შემდგომში – ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.
ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა)
შუახევის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ)
შუახევის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3.
შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.shuakhevi.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1.
ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
2.
ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა)
ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ)
ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ)
ინფორმაციის განთავსებას;
დ)
ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერისთვის;
ე)
ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2.
ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4.
ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ)
შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ)
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ)
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე)
საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ)
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5.
ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა)
მუდმივად განახლებადი;
ბ)
ყოველკვირეული;
გ)
ყოველთვიური.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1.
მერიის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების; მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტრესურსების; საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურისთვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.
2.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
3.
ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა)
მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ;
ბ)
ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ;
გ)
ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ.
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა)
მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები);
ბ)
მუნიციპალიტეტი;
გ)
თვითმმართველობა;
დ)
საჭირო ინფორმაცია;
ე)
ფოტოგალერეა;
ვ)
ვიდეორგოლი;
ზ)
კონტაქტი.
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1.
ვებგვერდის მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი;
ბ)
სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა);
გ)
ადმინისტრაციულ-ტერტორიული დაყოფა (სოფლების მითითებით);
დ)
ეკონომიკა და ბიზნესი (ფერმერული მეურნეობები, ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, საინვესტიციო პროექტები, მუნიციპალური პროგრამები);
ე)
ტურიზმი (ტურიზმის სახეობები, ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები);
ვ)
ინფრასტრუქტურა;
ზ)
კულტურა და სპორტი (თეატრები და კუტურის სახლები, მუზეუმები, ანსამბლები, სპორტული ობიექტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები);
თ)
განათლება (უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო,
სახელოვნებო და სასპორტო სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები);
ი)
ჯანდაცვა (საავადმყოფოები, ამბულატორიები და პოლიკლინიკები, სასწრაფო დამხარების სადგურები, აფთიაქები).
2.
თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:
ა)
საკრებულო:
ა.ა)
თავმჯდომარე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
ა.ბ)
მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
ა.გ)
საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა);
ა.დ)
საკრებულოს ფრაქციები;
ა.ე)
საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, კომისიის შემადგენლობა);
ა.ვ)
საკუთრების უფლების აღიარების კომისია (უფლებამოსილება, კომისიის
შემადგენლობა);
ა.ზ)
აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ა.თ)
ანგარიში.
ბ)
მერია:
ბ.ა)
მერი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
ბ.ბ)
პირველი მოადგილე, მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
ბ.გ)
ადმინისტრაცია (სტრუქტურული ერთეულები, სტრუქტურული ერთეულის დებულება);
ბ.დ)
სამსახურები (ხელმძღვანელი, უფლებამოსილება, სამსახურის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ბ.ე)
ადმინისტრაციული ერთეულები (ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრები, შემავალი დასახლებული პუნქტები, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, მისი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
გ)
სამართლებრივი აქტები:
გ.ა)
კანონმდებლობა (თვითმმართველობასთან დაკავშირებული ძირითადი კანონები;
გ.ბ)
დადგენილებები;
გ.გ)
გადაწყვეტილებები (საკრებულოს განკარგულებები);
გ.დ)
ნორმატიული აქტების პროექტები ( საკრებულოს დადგენილებათა პროექტები);
დ)
ბიუჯეტი:
ე)
მუნიციპალური პროგრამები;
ვ)
ტენდერები, აუქციონები და კონკურსები:
ვ.ა)
ტენდერები;
ვ.ბ)
აუქციონები;
ვ.გ)
კონკურსები;
ზ)
ერთი ფანჯრის სამსახური;
თ)
ვაკანსიები.
3.
საჭირო ინფორმაციაში თავსდება საქმიანი ცნობარი და სასარგებლო ბმულები.
4.
კონტაქტის განყოფილებაში თავსდება მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს ელ. ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები.