ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.01.2018 ძალადაკარგული 26.01.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.125.016269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2018 წლის 12 იანვარი

ქ. ტყიბული

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ს “ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ  ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების  შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 6 დეკემბრის  №41  დადგენილება (www. matsne.gov.ge,  11.12.2017 წ., 190020020.35.125.016262 ).
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე



დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება,  საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

 

 

 

თანამდებობის დასახელება

 

 

აშტატო ერთეული

 

თანამდებობრივი სარგო

1

 

საკრებულოს თავმჯდომარე

1

2650

2

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1

1500

3

 

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

1500

4

 

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

4

1500

5

 

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

5

1100

 

 

სულ

16

 

 

საკრებულოს აპარატი

1

 

I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი)

1

1200

2

 

III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ორგანიზაციულ საკითხებში)

1

680

3

 

იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება

II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი (განყოფილების უფროსი)

1

950

4

III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურიდიულ საკითხებში)

1

680

 

 

III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  (საოქმო საკითხებში)

1

680

 

 

III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში)

1

680

 

 

სულ

6

 

 

 

 

შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციის დასახელება

 

 

 

 

სარგო (ლარი)

1

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

1

950

2

ვებმენეჯერი

1

680

3

მდივან-რეფერენტი

1

680

4

მძღოლი

1

680