,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.167.016352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2018 წლის 12 იანვარი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის  №46 დადგენილებაში(www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 010260020.35.167.016337).
მუხლი 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მერიის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან.“.

2. მერიის დებულების II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II. მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები“.

3.მერიის დებულების მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მერიის თანამდებობის პირები“.

4. მერიის დებულების მე-5 მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის თანამდებობის პირები არიან:

ა)მერი;

ბ)მერის პირველი მოადგილე;

გ)მერის მოადგილე;

დ)მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი“;

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-უნდობლობის გამოცხადების, დანიშვნა-გათავისუფლებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით  და ამ დებულებით.“.

5.მერიის დებულების მე-6 მუხლის

ა) მე-3 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელით და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;“;

ბ) მე-3 პუნქტის „დ.ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი~“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“

გ) მე-3 პუნქტის „ე.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ლ) უზრუნველყოფს  საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს  ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;“.

6. მერიის დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„მუხლი 7. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე

1. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3.მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისათვის  მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და  მერის დავალებების შესრულებას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ -სამართლებრივ აქტებს.“.

7. მერიის დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„მუხლი 8. მერის უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტა

მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლით.“.

8. მერიის დებულების მე-9 მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია  ადგილობრივი   თვითმმართველობის   მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე, უფლებამოსილების  შეჩერებისა  და შეწყვეტის  საკითხები  წესრიგდება  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

9. მერიის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„1.მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.“;

10. მერიის დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ზ)სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;“.

11. მერიის დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„7. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში  მუნიციპალიტეტისათვის  დელეგირებული  უფლებამოსილების  განხორციელების უზრუნველყოფა.“.

12. მერიის დებულების მე-13 მუხლი ამოღებული იქნეს.

13. მერიის დებულების VI  თავის სათაური ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„თავიVI. მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება“.

14. მერიის დებულების 29-ე მუხლის „ა“ პუნქტი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ა) მერის უფლებამოსილება, შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საკრებულოს;“.

15. მერიის დებულების 32-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

16. მერიის დებულების 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„3. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტებისა  და  იმ  ბრძანებებისა,  რომლებიც  შეეხება  50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.“.

17. მერიის დებულების 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 5 თებერვლიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია