,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2018 წლის 12 იანვარი ქ. ლაგოდეხი |
1. დებულების მე-3 მუხლის:
ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ა) კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას, ელექტრონული საქმისწარმოების ფუნქციონირებას;“;
ბ)„გ“ და „დ“ პუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ზ)საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას;“;
დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„თ) ერთიან საჯარო რეესტრში ინფორმაციის შეტანას;“
ე) „ი“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებული იქნას.
ვ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ს) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობას;“
ზ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ტ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში ყველა პროცედურული საკითხის მოგვარება;“;
თ) „უ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ი) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ფ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას, პიარის დაგეგმვასა და განხორციელებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებას ვებგვერდის მეშვეობით, ვებგვერდისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო უზრუნველყოფას, ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;“
კ) „ქ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ქ) მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფასა და კონტროლს, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;“
ლ) „ღ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
მ) „შ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„შ) მონიტორინგს მერიის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების წარდგენაზე; “;
ნ) „ჩ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ო)“ჰ1“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ჰ1“ მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.
2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები
ა) კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას, ელექტრონული საქმისწარმოების ფუნქციონირებას;
ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;
გ) სამსახურის სამუშაოთა გეგმების და მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;
დ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ე) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას;
ვ) ერთიან საჯარო რეესტრში ინფორმაციის შეტანას;
ზ) უზრუნველყოფს საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოებას;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას;
ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
კ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ლ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;
მ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
ნ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადებასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;
ო) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობას;
პ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში ყველა პროცედურული საკითხის მოგვარებას;
ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს- დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, პიარის დაგეგმვასა და განხორციელებას, ვებგვერდისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო უზრუნველყოფას, ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან.“.
3. დებულების მე-5 მუხლის:
ა) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ე) მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;“;
ბ) „ვ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„თ) მონიტორინგს მერიის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების წარდგენაზე; “;
დ) „მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) მერიაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;“.
|