ტყიბულის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 12.01.2018
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია,
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016277
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ხელფასი |
| 2 | საწვავი |
| 3 | სხვა ხარჯი |
| 4 | ქ. ტყიბული |
| 5 | ქ. ტყიბული |
| 6 | ქ. ტყიბული |
| 7 | ქ. ტყიბული |
| 8 | ბორის გაბრიაძე |
| 9 | გიორგი დარბაიძე |
| 10 | ქრისტინე ბეროძე |
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| მუნიციპალური ნარჩენები | 90% |
| სახიფათო ნარჩენები | 50% |
| ქაღალდი | 30% |
| მინა | 20% |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №11 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2018 წლის 12 იანვარი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მე-13 მუხლის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ნარჩენების 2018-2022 წლების მართვის გეგმა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე
დანართი
ტყიბულის
მუნიციპალური ნარჩენების მართვის
გეგმა
2018-2022 წ.
1. არსებული მდგომარეობა
1.1 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მარეგულირებელი და საკანონმდებლო საფუძვლები
1.2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღწერა და დემოგრაფიული მონაცემები
1.3 გეგმის ამოცანები და მიზნობრივი შედეგები
1.4 გამოყენებული მეთოდოლოგია და დაგეგმვის პროცესის აღწერა
2. მუნიციპალური ნარჩენების დახასიათება
2.1 გეგმაში მიმოხილული ნარჩენების სახეობები
2.2 ნარჩენების რაოდენობა
2.3. ნარჩენების პროგნოზირება
2.4. ნარჩენების შემადგენლობის ანალიზი
3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებული სისტემის მიმოხილვა
3.1. არსებული მუნიციპალური მომსახურების აღწერა
3.2 შეგროვების და ტრანსპორტირების მომსახურება
3.2.1. შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალი
3.3. ქუჩების დასუფთავება
3.4 ნარჩენების განთავსების არსებული ობიექტები
3.5. ნარჩენების სეპარირება
3.6. სახიფათო ნარჩენი
3.7 ინერტული ნარჩენი
3.8. ხარჯები და ხარჯების ანაზღაურება
3.9. ბიუჯეტი და დაფინანსების პროცესები
4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სისტემის SWOT ანალიზი
5. ნარჩენების მართვის მომავალი ვარიანტების ანალიზი და რეკომენდაციები
5.1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება
5.2. აღდგენა
5.2.1. წყაროსთან სეპარირება
5.2.2.კომპოსტირება
6. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ხედვა და მიზნები
ტერმინების განმარტება
ნარჩენები – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს.
საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები.
მუნიციპალური ნარჩენები – საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავისი მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია.
ბიოდეგრადირებადი ნარჩენები – ნებისმიერი სახის ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარებიან ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღების/პარკების ნარჩენები, ქაღალდი და მუყაო.
სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც სახიფათო ან პოტენციურად მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის (სახიფათო ნარჩენების სია მოცემულია საქართველოს კანონის “ნარჩენების მართვის კოდექსი” მესამე დანართში).
სამედიცინო ნარჩენები – ნებისმიერი ნარჩენი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ არის წარმოქმნილი.
ცხოველური ნარჩენები – ცხოველებთან დაკავშირებული ნარჩენები (ცხოველების სხეულები, ცხოველების სხეულის ნაწილები, ნაკელი, ხორცის წარმოების ნარჩენები, ცხოველებზე ცდების ჩატარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები და სხვ.).
პრევენცია – ნივთიერებების, მასალის ან პროდუქტის ნარჩენად გადაქცევამდე მიღებული ზომები, რაც ამცირებს:
ა) ნარჩენების რაოდენობას (მაგალითად, პროდუქტის ხელახალი გამოყენების გზით ან პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გაგრძელების გზით);
ბ) წარმოქმნილი ნარჩენების უარყოფით გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;
გ) მასალებსა და პროდუქტში მავნე ნივთიერებების შემცველობას.
ხელახალი გამოყენება – პროდუქტის ან/და მისი კომპონენტების ხელახლა გამოყენება ნარჩენად გადაქცევამდე, მათი თავდაპირველი დანიშნულებით.
აღდგენა – საქმიანობა, რომლის ძირითადი შედეგია ნარჩენების გამოყენება სასარგებლო მიზნებისათვის, იმ მასალების ჩანაცვლების გზით, რომლებიც სხვა პირობებში რაიმე ფუნქციის შესასრულებლად იქნებოდა გამოყენებული. აღდგენა მოიცავს ენერგიის აღდგენას და რეციკლირებას (აღდგენის ოპერაციების სია მოცემულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” პირველ დანართში).
რეციკლირება – აღდგენითი ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენები გარდაიქმნება პროდუქტად, მასალად ან ნივთიერებად, რომლებიც განკუთვნილია თავდაპირველი ან სხვა მიზნით გამოყენებისთვის. რეციკლირება მოიცავს ორგანული მასალების გადამუშავებას, მაგრამ არ მოიცავს ენერგიის აღდგენას და ისეთ მასალებად გარდაქმნას, რომლებიც გამოიყენება საწვავად ან ამოვსების ოპერაციებისთვის.
რეციკლირებადი მასალები – გავრცელებული რეციკლირებადი მასალებია მინა, ქაღალდი, მუყაო, მეტალი, პლასტიკი, ქსოვილი, საკვების ნარჩენები, ბაღის ნარჩენები და ელექტრონული მოწყობილობები.
ნარჩენების შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რაც ასევე მოიცავს მათ წინასწარ დახარისხებას და წინასწარ დასაწყობებას ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანის მიზნით.
სეპარირებული შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები განცალკევებულია სახეობების და თვისებების მიხედვით, მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობის მიზნით.
ნარჩენების ტრანსპორტირება – ნარჩენების გადატანა ნარჩენების შენახვის ან/და დამუშავების ობიექტზე;
ნარჩენების გადამტვირთი სადგური – ობიექტი, სადაც ხორციელდება ნარჩენების გადატვირთვა ნარჩენების დამუშავების ობიექტზე შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით.
სანიტარიული ნაგავსაყრელი – მუნიციპალური ნარჩენების კონტროლირებადი განთავსება მიწაში, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ პოტენციურ ნეგატიურ ემისიებს ზედაპირულ წყლებში, მიწისქვეშა წყლებში, ნიადაგში ან ჰაერში.
დანაგვიანება – ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება და/ან მიტოვება, გარდა ამ მიზნისთვის გამოყოფილი კონტეინერებისა და შეგროვების ობიექტებისა.
დაინტერესებული მხარე – პირი, ჯგუფი, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი გააჩნია ქმედებასთან ან პროექტთან ან რომელსაც გააჩნია შესაძლებლობა დადებითი ან ნეგატიური გავლენა მოახდინოს ქმედებაზე ან პროექტზე.
გადახდის მზაობა – მაქსიმალური საფასური, რომელიც პირმა შეიძლება გაიღოს კარგი შედეგის შესაძენად ან არასასურველი შედეგის თავიდან ასარიდებლად.
1. არსებული მდგომარეობა
1.1 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მარეგულირებელი და საკანონმდებლო საფუძვლები
საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროს არეგულირებს ისეთი საკანონმდებლო აქტები, როგორიცაა:
· საქართველოს კონსტიტუცია,
· საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“,
· საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
· საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
· საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“;
· საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“;
· საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“;
· საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებები:
· „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ“ (დადგენილება №160, 01.04.2016 );
· „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი (დადგენილება №159, 01.04.2016);
· „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ (დადგენიულება №145, 20.03.2016);
· „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ (დადგენილება №144, 29.03.2016);
· „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის ტექნიკური რეგლამენტი“ (დადგენილება№143, 29.03.2016).„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი (დადგენილება №421, 11.08.2015.
საქართველოს კონსტიტუციის 37 მუხლით დეკლარირებულია, რომ „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“.
„ნარჩენების მართვის კოდექსი“
2015 წლის 15 იანვარს ამოქმედდა საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომლის მიზანია სამართლებრივი და მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალ გამოყენებას, აგრეთვე ნარჩენების დამუშავებას გარემოსთვის უსაფრთხო გზით, მათ შორის – შეგროვებას, ტრანსპორტირებას, აღდგენას (რეციკლირება, კომპოსტირება და ა.შ.) და განთავსებას.
კანონის ამოცანაა:
1) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ნარჩენების წარმოქმნის და მისი უარყოფითი ზეგავლენის პრევენციისა ან შემცირების გზით;
2) ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა და
3) იმ რესურსების ეფექტიანი მოხმარების წახალისება, რომლებიც შეიძლება მიღებულ იქნეს მუნიციპლური ნარჩენების უკეთ მართვის შედეგად.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ საქართველომ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით (რომელსაც 2014 წლის ივნისში მოეწერა ხელი) იკისრა ვალდებულება ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მოიყვანოს ქვეყანაში მოქმედი ნარჩენების მართვის პრაქტიკა.
ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, განსაზღვრულია მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვის პროცესში, კერძოდ, ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის დანერგვა თავიანთ ტერიტორიულ საზღვრებში. ნარჩენების გამოცალკევებულად შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის პროცესებს. კანონი განსაზღვრავს ნარჩენების შეგროვების ზოგად პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ შეიქმნას სირთულეები მათი შემდგომი აღდგენის მხრივ. ამასთანავე, კანონი მოითხოვს, რომ მუნიციპალური ნარჩენები შეგროვდეს, ტრანსპორტირებული იქნას და დამუშავდეს იმ წესით, რომელიც მაქსიმალურად შესაძლო დონით გამორიცხავს გარემოს დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების რისკს.
ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია მთავრობის 2016 წლის პირველი აპრილის №159 დადგენილებით „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ .
.... მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს:
ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენების ტრანსპორტირება დამუშავებისა და განთავსების ობიექტებზე, სადაც ნებადართულია ამგვარი ნარჩენების მიღება;
გ) მუნიციპალური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობა;
დ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციორინება.
წყარო: მუხლი 5🔗. მუნიციპალიტეტის უფლებები და ვალდებულებები. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ.
ტექნიკური რეგლამენტი.
ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ყოვლისმომცველი გეგმები, რომლებიც გამიზნული უნდა იყოს მუნიციპალიტეტების ფუნქციების გაუმჯობესებაზე ნარჩენების მართვის სფეროში. აღნიშნული ნარჩენების მართვის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს ნარჩენების მართვის იერარქიას და „ნარჩენების მართვის კოდექსის” მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პრინციპებს. კანონის შესაბამისად მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 5-წლიანი პერიოდით, და უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ თანახმად, მუნიციპალიტეტებს უნარჩუნდებათ მხოლოდ ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურებებისა და აღდგენის პროგრამების განხორციელების ვალდებულებები.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის გამოკლებით) რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო კომპანია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“.
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვება და გატანა. რაც გულისხმობს, მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი, დაბა, სოფელი) საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავებას მყარი ნარჩენებისაგან და მათ გატანას ნაგავსაყრელების ტერიტორიაზე.
საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია
საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად. სტრატეგიის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზება ევროკავშირის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან. სტრატეგიის განხორციელების მიზნით შემუშავებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს ნარჩენების მართვის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილებია. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები დაკავშირებულია სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებთან.
საქართველოს ნარჩენების მართვის პირველი ეროვნული სტრატეგია მოიცავს 15-წლიან პერიოდს (2016-2030 წწ.).
სტრატეგიის შესაბამისად საქართველოში ნარჩენების მართვის ხედვაა: „საქართველო ისწრაფვის გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა“, რაც მიიღწევა:
• ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის ღონისძიებების გატარებით;
• მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების უზრუნველყოფით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
• ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების დანერგვით;
• ხარჯების სრული ამოღების დანერგვით;
• მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვით;
• ინიციატივების განხორციელებით სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებით;
• სტრატეგიის მიზნების მისაღწევად საჭირო წამახალისებელი მექანიზმების დანერგვით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული სტრატეგიის მიერ განსაზღვრული ამოცანა, რომლის შესაბამისად ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი გეგმების შემუშავება და დამტკიცება 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და დანერგვის მიმართულებით ეროვნულ სტრატეგიაში დასახულია ნარჩენების შეგროვების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა:
ცხრილი №1. ნარჩენების შეგროვების მინიმალური მაჩვენებელი
2020 წლისათვის
2025 წლისათვის
2030 წლისათვის
მუნიციპალური ნარჩენები
90%
100%
100%
სახიფათო ნარჩენები
50%
75%
100%
სტრატეგია ითვალისწინებს შესაძლებლობების ფარგლებში ნარჩენების პრევენციას, ხელახალ გამოყენებას, რეციკლირებასა ან/და აღდგენას. ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ამ მიზნის მისაღწევად წარმოადგენს ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და მეტალის წარმოშობის წყაროსთან სეპარირების სისტემის დანერგვა 2019 წლიდან (ამოცანა 5.1.).
დასახულია რეციკლირების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების ეტაპობრივი მიღწევა:
ცხრილი №2. რეციკლირების მაჩვენებლები
2020
2025
2030
ქაღალდი
30%
50%
75%
მინა
20%
45%
80%
მეტალი
70%
80%
80%
პლასტიკი
30%
50%
80%
ამოცანა 5.3. ითვალისწინებს კომპანიების მიერ ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობასა და კომპანიების მიერ პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას 2020 წლისთვის.
ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საჯარო სექტორს, კერძო კომპანიასა და საზოგადოების შესაძლებლობათა გაძლიერებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე. სტრატეგია მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა და საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესებას ნარჩენების მართვის საკითხებზე 2020 წლისთვის.
ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგენენ ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესში.
მუხლი 13🔗. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა
1. თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს საკუთარ ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შესაძლოა შემუშავდეს მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად.
2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმას და ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ სხვა გეგმებს.
3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიღებამდე უნდა გაიმართოს საჯარო განხილვები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული პირები და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტები. საჯარო განხილვები უნდა მოაწყოს შესაბამისმა მუნიციპალიტეტ(ებ)მა.
4. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ;
ბ) მონაცემებს შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ;
გ) მონაცემებს მოსახლეობისგან შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული სახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ;
დ) ნარჩენების დამუშავების საწარმოების ადგილმდებარეობას;
ე) ინფორმაციას მუნიციპალური ნარჩენების, მათ შორის ბიოდეგრადირებადი ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
ვ) ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს;
ზ) ნარჩენების მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამებს; თ) ნარჩენების მართვის სფეროში სხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის არსებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს;
ი) გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებების განხორციელების გზებს და ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს.
წყარო: საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი “.
1.2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღწერა და დემოგრაფიული მონაცემები
ქალაქი ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში იმერეთის, რეგიონში.
მდებარეობა
ტერიტორია მდებარეობს დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე ზღვის დონიდან 600 – 800 მეტრ სიმაღლეზე და ძირითადად მოიცავს ოკრიბის ქვაბულს. მისი საერთო ფართობია 47800 ჰა. ტყიბულის მუნიციპალიტეტი შედის იმერეთის რეგიონში შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებთან ერთად: ქალაქი ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ხარაგაული, ხონი, წყალტუბო და ჭიათურა. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ქუთაისი. ტყიბულის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება წყალტუბოს, თერჯოლის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი.
კლიმატი
კლიმატური თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზღვის სუბტროპიკული კლიმატის ნოტიო ოლქს, თუმცა ტერიტორიაზე გამოიყოფა რამდენიმე კლიმატური ზონა. ტერიტორიის ნაწილში, ტყიბულის ჩათვლით, ჩამოყალიბებულია ნოტიო ჰავა საკმაოდ ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. მუნიციპალიტეტის უმეტეს ტერიტორიაზე ვრცელდება ნოტიო კლიმატური ზონა ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით. ნაქერალასა და რაჭის ქედების ფერდობებისთვის დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი ცივი თოვლიანი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით.
საშუალო წლიური ტემპერატურა +9, +14C, უცივესი თვის (იანვრის) საშუალო ტემპერატურა უმეტესად დადებითია და +1, +40C ფარგლებშია, ხოლო შედარებით ცივ წლებში -2, -40C შეადგენს. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი –18, -20C-მდე ეცემა, თუმცა ადრეულ წლებში დაფიქსირებულია –25, -27C. უთბილესი თვის (აგვისტოს) საშუალო ტემპერატურა +18, +24C-ია. მაქსიმუმი კი მუნიციპალიტეტის შედარებით დაბალ ნაწილში +40, +42C აღწევს. 6-7 თვე წელიწადში საშუალო ტემპერატურა 10C-ზე მაღალია, უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა წელიწადში საშუალოდ 200-220 დღეს შეადგენს. სავეგეტაციო პერიოდში ტემპერატურათა ჯამი 3200-4200C უდრის.
მუნიციპალიტეტის ფარგლებში ატმოსფერული წლიური ნალექები 1400-2300 მმ ფარგლებში მერყეობს. ნაქერალას ქედის სამხრეთ ფერდობებზე ნალექების რაოდენობა სიმაღლის ზრდასთან ერთად სწრაფად იმატებს და ტყიბულში – ქვანახშირის მაღაროების მიდამოებში ნალექების წლიური ჯამი ზოგიერთ წლებში 3000-3100 მმ აღემატება. წლის განმავლობაში უფრო ნალექიანია თბილი პერიოდი, ნალექების თვის მაქსიმალური რაოდენობა, ძირითადად, აგვისტოში აღინიშნება. ნალექების დღეღამურ მაქსიმუმებს, ჩვეულებრივად, ადგილი აქვს მაისიდან სექტემბრამდე და ნაქერალას სამხრეთ ფერდობებზე 180-250 მმ-ს აღწევს. ნალექები თოვლის სახით დეკემბრიდან მარტის ბოლომდე შეიძლება მოვიდეს. უხვთოვლიან ზამთარში თოვლის საფარის საშულო დეკადური სიმაღლე 30-60 სმ ფარგლებშია აღნიშნული, მაქსიმალურმა საბურველმა შეიძლება 150-250 სმ მიაღწიოს. მდგრადი თოვლის საბურველის ხანგრძლივობა ტერიტორიის მაღალ ნაწილში 2 თვემდე აღწევს.
წიაღისეული და სხვა ბუნებრივი რესურსები
ტყიბულში მოიპოვება ქვანახშირი, ტეშენტიტი, გრანიტი და სხვა. ქვანახშირის მარაგი დაახლოებით 3.1 მლნ.მ3-ია. საკმაოდ დიდი მოცულობისაა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების და გელათის გრანიტის ქვის საბადოები. მუნიციპალიტეტში ხელსაყრელი პირობაა ენერგეტიკის მხრივ, ტყიბულში მდებარე „შაორჰესის“ მიერ წლიურად გამომუშავებული ელექტროენერგია იმერეთის რეგიონში გამომუშავებული ელექტროენერგიის 21%-ს შეადგენს.
ამაჟამინდელი მდგომარებით მუნიციპალიტეტის ტყის ფონდის ფართობი 29 183 ჰექტარს შეადგენს. ტყიბულის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მდიდარი ბუნებით. ფლორა და ფაუნა წარმოდგენილია როგორც ვიწრო არეალის კოლხური, ასევე კავკასიური ენდემური სახეობებითა და ჯიშებით. ყველაზე გავრცელებული ჯიშებია მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, წაბლი, ძელქვა, აკაცია და ა.შ. დიდხნოვანი ხე: 1500 წლის სოფელ სოჩხეთში; რელიქტური მცენარეები: ბზა, უთხოვარი, შქერი, წაბლი და სხვ.;
კორომები: უთხოვარის – ცუცხვათსა და დოხორაში, თხმორი – ძმუისში, წაბლის – მდინარეების ტყიბულასა და ძუსას ხეობაში;
ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებობს სხვადსხვა სახის სამკურნალო წყალი. ბალნეოლოგიური სამკურნალო წყაროებია: კურსებში, ბუეთში, სოჩხეთში, მანჭიორში, მუხურასა და ლეღვაში, ხოლო სასმელი მინერალური წყლებია: ლეღვაში, მანჭიორში, ცუცხვათში, ძიროვანში და სხვაგან. აქედან ხდება მხოლოდ მინერალური წყალის „ლეღვას“ ჩამოსხმა და რეალიზაცია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემების თანახმად ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 20 839-ია. მათგან, 47 % ცხოვრობს ქალაქად, შესაბამისად, 53% კი სოფლად. მოსახლეობის გადანაწილება ასაკობრივ ჭრილში მოცემულია დანართში (№1). საგულისხმოა, რომ მოსახლეობის რაოდენობა 2006 წელთან შედარებით, 34%-ითაა შემცირებული. რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ბუნებრივი კლების და მეტწილად მიგრაციული პროცესებით.
დიაგრამა 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დინამიკა (ათასი კაცი)
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2016 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, აღირიცხება 5810 პენსიონერი. მძიმეა სოციალურო ფონიც, 12 069 პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, რაც მოსახლეობის 58,3%-ია. ხოლო საარსებო შემწეობას იღებს – 3296 პირი (1199 ოჯახი).
მუნიციპალიტეტის ეკონომიკა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის მიმართულებით მნიშვნელოვანია ტყიბულში არსებული წიაღისეული, ტყიბულში მოიპოვება ქვანახშირი, ტეშენტიტი. გრანიტი და სხვა. მრეწველობის ძირითადი დარგია ქვანახშირის მოპოვება. ტყიბულში მოქმედებს ქვანახშირის მომპოვებელი ორი შახტა და ერთი ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილია ტყიბულის წყალსაცავი.
მრეწველობა და გადამამუშავებელი მეურნეობა
პროდუქციის გამოშვებამ ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2015 წელს შეადგინა 49 მლნ ლარი, რომელიც მსგავსია წინა წლის იგივე მაჩვენებლის და ბოლო ორ წელს თითქმის არ შეცვლილა, და რეგიონის იგივე მაჩვენებლის 3%-ს შეადგენს.
ბრუნვის მაჩვენებელი 2015 წელს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 51,3 მლნ ლარია, რაც წინა წლის მონაცემზე ცოტათი ნაკლებია 8%-ით და მთლიანი რეგიონის ბიზნესის ბრუნვის 2%-ს შეადგენს.
დასაქმებულთა რაოდენობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორ წელს 13%-ით შემცირდა და სულ შეადგინა 1863 პირი.
აქვე მნიშვნელოვანია დაქირავებულთა რაოდენობაც მუნიციპალიტეტში, რომელიც 2015 წელს 1767-ია, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და მიუთითებს ადგილობრივი მოსახლეობის შედარებით სტაბილურ შემოსავლის დონეზე. საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება მუნიციპალიტეტში 720 ლარია, რაც რეგიონის საშუალო მონაცემს 19%-ით აღემატება და საერთო ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. აღნიშნულიც ძალიან დადებითი მაჩვენებელია ადგილობირვი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2015 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად მოქმედია 347 საწარმო, რომელთაგან მნიშვნელოვანი ან პერსპექტიული დარგია ქვანახშირის მომპოვებელი შახტები, რაც ასევე ზრდის მუნიციპალიტეტში სხვა ეკონომიკური დარგების განვითარების შესაძლებლობას. მოქმედი საწარმოთაგან 2 არის მსხვილი საწარმო, 10 საშუალო და დანარჩენი მცირე.
ტყიბულის მრეწველობის ძირითად დარგს წარმოადგენს ქვანახშირის მრეწველობა. ქვანახშირის საბადოს აღმოჩენის თარიღად 1825 წელი ითვლება, ხოლო მისი სამრეწველო დამუშავება-ექსპლოატაცია 1846 წელს დაიწყო. ქვანახშირის ბალანსური მარაგი 307 მილიონ ტონას შეადგენს, ხოლო საერთო გეოლოგიური მარაგი კი ერთ მილიარდ ტონამდე აღწევს.
2006 წელს შახტები შეისყიდა შპს „საქნახშირის ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“. მათ მიერ განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციით მოხდა არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კაპიტალურად შეკეთდა და აღდგა დატბორილი გვირაბები, მომზადდა ახალი ამოსაღები ველები, აღდგა ზედაპირული კომპლექსი, მთლიანად გადაიხურა სარკინიგზო მაგისტრალი, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ზედაპირულ ყველა შენობა-ნაგებობას. ქვანახშირის მოპოვება აღდგა ორ შახტში, აშენდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც ექსპლოატაციაში გავიდა 2009 წლიდან.
მოპოვებული ნახშირის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზეც. დასაქმებულთა რაოდენობა 400 კაციდან 1500 კაცამდე გაიზარდა. თუმცა 2016 წლის 1 ნოემბრიდან ხელშეკრულება შეუწყვიტეს საპენსიო ასაკს მიღწეულ 350-ზე მეტ დასაქმებულს.
მიმდინარეობს 12 მგვტ. სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ექსპლოატაციაში შევიდა 2010 წლის დეკემბრიდან. შ.პ.ს. „საქნახშირის ჯი-აი-ჯი ჯგუფს“ დაგეგმილი აქვს უახლოეს პერიოდში უფრო ძლიერი სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რითაც მოიხსნება ნახშირის გასაღების პრობლემა.
ნახშირის მრეწველობის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებას. ხოლო ადგილობრივი ნახშირის რესურსის გამოყენებით ელ.ენერგიის წარმოების პროექტების თანახმად ნავარაუდევია ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (მშპ-ს 7–10%-მდე ზრდა, საგარეო სავაჭრო ბალანსის ნახევარი მილიარდი აშშ დოლარით გაუმჯობესება).
ჩვენი მხარე მდიდარია ჰიდრორესურსებით. მდინარე შაორზე კაშხალის აშენებით შეიქმნა ხელოვნური წყალსაცავი, რომელიც ჩაფლულია ულამაზეს ბუნებაში. ამ წყალსაცავიდან წყალი ნაქერალას ქედის ქვეშ უნიკალური ჰიდრონაგებობებით (ჰიდროგვირაბითა და წყალგამტარი დიდი წნევის მილებით) გაედინება და მიეწოდება ქ. ტყიბულში აშენებულ „შაორჰესის“ ჰიდროელექტროსადგურს, რომლის საპროექტო სიმძლავრე 38.4 მგვტ-ია, ხოლო საშუალო სიმძლავრე – 28.0 მგვტ-ია.
ჩვენი ტერიტორია გარდა ქვანახშირისა მდიდარია ტეშენიტის საბადოებით, შესაბამისად განვითარებულია მისი მოპოვება და დამუშავება. ტეშენიტის მოპოვება ღია წესით წარმოებს სოფლებში: კურსები.ოხომირა, კოკა, ბუეთი და ცუცხვათი. კურსებში ფუნქციონირებს ტეშენიტის მოსაპირკეთებელი ფილების დიდი დამამზადებელი ქარხანა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ტეშენიტის გადამამუშავებელი რამდენიმე საშუალო და მცირე სიმძლავრის საამქრო.
მთლიანი მუნიციპალური პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა
დიაგრამა №2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მრეწველობა
ძირითადი მაპროფილებელი პროდუქციის სახეები:
1. ქვანახშირი;
2. გრანიტი (ტეშენიტი);
3. გიშერი;
4. კაოლინი (თეთრი თიხა), ტყიბული მდიდარია ისეთი წიაღისეულით, როგორიცაა ქვანახშირი და ტეშენიტი. ქვანახშირი მოიპოვება ტყიბულში.
ტეშენიტი კი სოფლებში: კურსები, ოხომირა, კოკა, ბუეთი და ცუცხვათი.
კურსებში ფუნქციონირებს ტეშენიტის მოსაპირკეთებელი ფილების დიდი დამამზადებელი ქარხანა.
ასევე მოიპოვება დიპტოლიტური და ნახშიროვანი ფიქალები,
ქ
ალცედონი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, გიშერი, ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები
.
ტურიზმი და მომსახურების სფერო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი განთქმულია ისტორიული ძეგლებით. ისინი ყურადღებას იქცევენ თავიანთი მოზაიკით, მოხატულობით, ფრესკული და ლაპიდარული წარწერებით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაშია შესული ბაგრატის ტაძართან ერთად. გარდა გელათისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა სამონასტრო კომპლექსი მოწამეთა და „ნაქალაქარი“, ასევე ჯვარისის, ცუცხვათის და საწირის ციხეები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ზენობნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, X-XI სს., სოფელ კურსებში; ადრეული შუასაუკუნეების ციხე „შეუპოვარი" სოფელ მუხურაში; წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, XI – XII სს., ფრესკები, სოფელ კისორეთში; გვიანი შუასაუკუნეების კოშკი და მთავარანგელოზის კარის ეკლესია, X – XI სს., წმ. გიორგის რელიეფური გამოსახულებით, სოფელ ძიროვანში; მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, XII ს., ბარელიეფი, სოფელ ბუეთში; წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, X ს., ლაპიდარული წარწერები, სოფელ ჯონიაში; მთასაყდარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, X ს., ბარელიეფი, სოფელ ძმუისში; ცხრაჯვარის მთასაყდარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ზღვის დონიდან 1570 მეტრზე, შემორჩენილია კედლების ნაწილები; გვიანი შუა საუკუნეების ციხე სოფელ ცუცხვათში.სოფელ ზედუბნის წმ. გიორგის სახ. ეკლესია; სოფელ ახალსოფლის წმ. გიორგის სახ. ეკლესია; სოფელ საწირის იოანე ნათლისმცემელის სახ. ეკლესია; სოფელ ძიროვნის მთავარანგელოზის სახ. ეკლესია; სოფელ ზედუბნის წმ. გიორგის სახ. ეკლესია; სოფელ ხრესილის მთავარანგელოზის სახ. ეკლესია; სოფელ ძუყნურის მაცხოვრის სახ. ეკლესია; სოფელ ივანეულის ეკლესია; სოფელ ახალდაბის წმ. გიორგის სახ. ეკლესია; სოფელ მანდიკორის წმ. გიორგის სახ. ეკლესია; სოფელ შუყერის მაცხოვრის სახ. 20. სოფელ ორპირის დედათა მონასტერი; სოფელ ძიროვანში კოშკი და სხვა.
გარდა ამისა, ტყიბულის ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი არქეოლოგიური ძეგლები: ცუცხვათის კარსტული მღვიმე „მაღარა“, ქვის ხანის საკაჟიას გამოქვაბული; ქვის ხანის იაზონის მღვიმე; ქვის ხანის ჭახათას ეხი; საბელასერის შუა ქვის ხანის სადგომ-სახელოსნო.
ბუნების საოცრებას წარმოადგენს ცუცხვათის კარსტული მღვიმე „მაღარა“, რომელიც 13 სართულისაგან შედგება. რამდენიმე სართულში წარმოქმნილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმეთა შორის სჭარბობს ე.წ. „თბილი მღვიმეები“, რომლებიც საცხოვრებლად გამოუყენებიათ პირველყოფილ ადამიანებს. ეს მღვიმე საკულტო დანიშნულებისათვისაც ყოფილა გამოყენებული, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. მღვიმეში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, აგრეთვე ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. ჯერ კიდევ მრავალი საიდუმლოებითაა მოცული ცუცხვათის მღვიმოვანი.
ტყიბულში, გარდა გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსისას მასობრივი ტურიზმის ობიექტად გადაქცევის პერსპექტივა აქვს ცუცხვათის მღვიმოვანს, რომელიც 1974 წლიდან სახელმწიფო ნაკრძალადაა გამოცხადებული, და ცხრაჯვარს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულისა და შაორის წყალსაცავების ტერიტორია.
არქეოლოგიურმა ძიებამ დაადასტურა, რომ ეს მხარე ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასასრულს იყო სამთამადნო წარმოების კერა.
ახალსოფლის ტბის მიდამოებში აღმოჩენილია ნეოლით-ენეოლითის ღია ნასახლარი და სხვადასხვაგავრი იარაღი, რიგი ღირსშესანიშნაობებით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი უკეთ უნდა იქნეს გამოყენებული და ათვისებული ბიზნესსექტორის მხრიდან, რისთვისაც მთავრობას შეუძლია დანერგოს და განახორციელოს შესაბამისი ხელის შემწყობი პროექტები და ღონისძიებები. ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტში.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა მეტნაკლებად კეთილმოწყობილია. ყოველწლიურად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაციის სამუშაოები.
სატრანსპორტო და კომუნალური ინფრასტრუქტურა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის საერთო სიგრძე შეადგენს 84 კმ-ს, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა 455 კმ. აღნიშნული გზების რეაბილიტაციის სამუშაოები ყოველწლიურად მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
მნიშვნელოვანია შიდასაქალაქო ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული დაბალი ტარიფის შენარჩუნება და ახალი მარშრუტების დამატება, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა გააჩნია.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწყობილია 45 ხიდი, რომელთაც ასევე პერიოდულად უტარდებათ გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები.
წყალმომარაგების სისტემის განახლება/რეაბილიტაცია ასევე მიმდინარეობს ყოველწლიურად, ამიტომ წყლის მიწოდება გრაფიკის მიხედვით ხდება.
სასმელი წყლის მაგისტრალის სიგრძეა 120 კმ. 2009 წელს შეიცვალა ქალაქის სასმელი წყლის მთავარი მაგისტრალი. საკანალიზაციო ქსელის საერთო სიგრძე 37 კმ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. სატრანსპორტო ორგანიზაციებია: შპს „საქართველოს რკინიგზა“ და კერძო გადამზიდავები.
მუნიციპალიტეტის აქვს სარკინიგზო მიმოსვლა ქალაქ ქუთაისთან. ტყიბულის მუნიციპალიტეტში დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირება, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდება ხდება 24-საათიანი რეჟიმით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:
ტყიბულის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 10 ადმინისტრაციულ ერთეულად:
1. ტყიბულის ადმინისტრაციული ერთეული – ქალაქი ტყიბული;
2. საწირის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლები: საწირე, ზედუბანი, სამტრედია, ახალსოფელი, დაბაძველი, ბზიაური, მანჭიორი, ძიროვანი;
3. ხრესილის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლები: ხრესილი, ლეღვა, ივანეული, ახალდაბა, გადაღმა წყალწითელა, გადმოღმა წყალწითელა, ბუეთი, ძუყნური;
4. მუხურის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი მუხურა;
5. ცუცხვათის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ცუცხვათი;
6. ორპირის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლები: ზედა ჭყეპი, ქვედა ჭყეპი, შუყერი, ჯონია, ლაფეთი, მანდიკორი, ნაბოსლევი, კოკა, ოხომირა, ორპირი;
7. კურსების ადმინისტრაციული ერთეული – კურსები, გელათი, მოწამეთა;
8. ჯვარისის ადმინისტრაციული ერთეული – ჯვარისა, ხორჩანა, ოჯოლა, ლაშია, ლეყერეთი;
9. გურნის ადმინისტრაციული ერთეული – გურნა, ციხია, ბობოთი, ნაძვა, კორეეთი, კითხიჯი, ანტორია, კისორეთი;
10. სოჩხეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოჩხეთი, წყნორი, ძმუისი.
1.3 გეგმის ამოცანები და მიზნობრივი შედეგები
ტყიბულის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს ნარჩენების მართვის იმ ვალდებულებებს, რომელიც განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის მიერ.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა მიმართულია ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტაზე, როგორიცაა:
· საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ეფექტიანი ადგილობრივი პროგრამების, პროცესებისა და ობიექტების შექმნის თვალსაზრისით;
· მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების მინიმიზაცია;
· გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი შედეგების მინიმიზაცია, რომლებიც დაკავშირებულია ნარჩენების შეგროვებისა და გატანის არსებულ სისტემასთან;
· ნარჩენების შეგროვების სერვისის არეალის გაფართოება, რათა მოცულ იქნეს მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა;
· ეკონომიკური სარგებლის მიღება, ისეთი ღონისძიებების დანერგვით, როგორიცაა ნარჩენების კომპოსტირება და რეციკლირება.
ნარჩენების მართვის პრინციპები
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსში განსაზღვრულია ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპები, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალური ნარჩენების მართვის მთავარ მიდგომას. კერძოდ, კოდექსში აღნიშნულია, რომ „ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, კერძოდ, ისე, რომ ნარჩენების მართვამ: ა) საფრთხე არ შეუქმნას წყალს, ჰაერს, ნიადაგს, ფლორას და ფაუნას; ბ) არ გამოიწვიოს ზიანი ხმაურითა და სუნით; გ) არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით – დაცულ ტერიტორიებზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე”.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნა შემდეგი პრინციპები:
ა) „უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი” – მიღებული უნდა იქნეს ზომები გარემოსთვის ნარჩენებით გამოწვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მაშინაც კი, თუ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები;
ბ) პრინციპი „დამბინძურებელი იხდის” – ნარჩენების წარმომქმნელი ან ნარჩენების მფლობელი ვალდებულია გაიღოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) „სიახლოვის პრინციპი” – ნარჩენები უნდა დამუშავდეს ყველაზე ახლოს მდებარე ნარჩენების დამუშავების ობიექტზე, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით;
დ) „თვითუზრუნველყოფის პრინციპი” – უნდა ჩამოყალიბდეს და ფუნქციონირებდეს მუნიციპალური ნარჩენების განთავსებისა და აღდგენის ობიექტების ინტეგრირებული და ადეკვატური ქსელი.
ნარჩენების მართვის იერარქია
საქართველოში ნარჩენების მართვის პოლიტიკა და ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება ნარჩენების მართვის იერარქიას, რომელიც ასევე გამოყენებული იქნა ტყიბულის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
ნარჩენების მართვის სტრატეგიები ნარჩენების იერარქიაში განლაგებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად სასურველია მათი გამოყენება. ნარჩენების მართვის იერარქიის მიზანია მაქსიმალური პრაქტიკული სარგებელი მიიღოს პროდუქტებისაგან და მინიმალური ოდენობით წარმოქმნას ნარჩენები.
ნახ. ნარჩენების მართვის იერარქია
ნარჩენების მართვის იერარქია წარმოდგენილია გადაბრუნებული პირამიდის სახით. ნარჩენების მართვის პოლიტიკა ძირითადად ფოკუსირებულია ნარჩენების წარმოქმნის პრევენციაზე ან თავიდან აცილებაზე. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნარჩენების წარმოქმნის შემცირება. რეციკლირება (ანუ გადამუშავება), მათ შორის, კომპოსტირება, წარმოადგენს შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ნაკლებად სასურველ ქმედებას წარმოადგენს მასალისა და ენერგიის აღდგენა. ენერგიის აღდგენისათვის გამოიყენება ნარჩენების წვა.
ბოლო ნაბიჯს წარმოადგენს ნარჩენების განთავსება ნაგავსაყრელებზე, რაც გამოყენებული უნდა იქნას იმ ნარჩენების მიმართ, რომელთა პრევენცია, ხელმეორედ გამოყენება, გადამუშავება ან აღდგენა (recovery) არ მოხერხდა წინა ეტაპებზე.
1.4 გამოყენებული მეთოდოლოგია და დაგეგმვის პროცესის აღწერა
ა. გამოყენებული მეთოდოლოგია
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებისათვის გამოყენებულ იქნა მეთოდოლოგია, რომელიც შემუშავებული იქნა პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში და რეკომენდებულია საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებისათვის. ასევე გამოყენებული იქნა ევროკავშირის მიდგომები.
პროექტის განხორციელებაში ჩართულმა ორგანიზაციებმა და უშუალო შემსრულებლებმა ექსპერტებთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს ნარჩენების მართვის სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის საკითხების განხილვასა და ამ მიმართულებით საერთო ხედვის ჩამოყალიბებას.
ამდენად, ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესი შედგებოდა შემდეგი ძირითადი ფაზებისაგან:
1. დაგეგმვის მოსამზადებელი ფაზა:
· ნარჩენების მართვის არსებული მდგომარების შესწავლა პროექტის გუნდის მიერ;
· გეგმის შემუშავებისათვის საჭირო მეთოდოლოგიის განხილვა, რესურსების გამოკვეთა და უზრუნველყოფა;
· შესაბამისი დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და პროცესში ჩართვა;
· ადგილობრივი დაინტერსებული მხარეების სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება;
· მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესის მიზნებისა და სამიზნე შედეგების განსაზღვრა;
· მუნიციპალური ნარჩენების წარმოქმნასა და მართვაზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების განსაზღვრა.
2. არსებული მდგომარეობის განსაზღვრა და შეფასება:
· განისაზღვრა ნარჩენების ის ნაკადები, რომელთა მართვა ხდება მუნიციპალიტეტის მიერ;
· ნარჩენების მართვის არსებული სერვისის დახასიათება და ნაკლოვანებების იდენტიფიცირება;
· მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის მთლიანი ხარჯის განსაზღვრა;
· ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობირებისა და დამოკიდებულების შესწავლა. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრების ჩატარება და პრობლემების იდენტიფიცირება მათ მიერ;
· არსებული ან დაგეგმილი ეროვნული და რეგიონული პროგრამების ან ინფრასტრუქტურის განსაზღვრა, რომელიც გავლენას მოახდენს მუნიციპალური ნარჩენების მართვის მიდგომაზე.
3. ალტერნატივების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება:
· ნარჩენების მართვის პრიორიტეტების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის მომდევნო 5 წლისათვის;
· ნარჩენების გენერირების პროგნოზირება;
· ნარჩენების შეგროვების სერვისის დაფარვის არეალისა და ეფექტიანობის გაზრდის ალტერნატიული გზების განსაზღვრა;
· მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამუშავებისა და აღდგენის გზების/ საშუალებების განსაზღვრა;
· საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების განათლებისა და ნარჩენების მართვაში ჩართულობის ამაღლების ეფექტიანი გეგმის შემუშავება.
4. გეგმის შემუშავება:
· მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დოკუმენტის შემუშავება;
· მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის საჯარო განხილვა;
· მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განხილვა საკრებულოში და შესაბამისი დადგენილების მიღება.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა სტრატეგიის შემუშავების ყველა ეტაპში, სამუშაო შეხვედრებსა და განხილვებში ჩართულობა;
ბ. გეგმის ჩარჩო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმა შემუშავებულია საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად და მოიცავს 2018-2022 წლებს. გეგმაში განსაზღვრულია ძირითადი საქმიანობები ტყიბულის მუნიციპალიტეტისათვის მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის, როგორც ეს დადგენილია „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიერ.
გ. დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და ჩართულობის უზრუნველყოფა
მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, კერძოდ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით (№47 324, 20/04/2017წ.) შეიქმნა სამუშაო ჯგუფი 10 წევრის შემადგენლობით.
სამუშაო ჯგუფის წევრები
ცხრილი №3.
1
ნანა ჯანაშია
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი (CENN)
2
მაია კეზევაძე
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი (CENN)
3
ზაზა გოჩელაშვილი
არასმთავრობო ორგანიზაცია "ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი"–ს წარმომადგენელი
4
ნიკა წიქრიძე
თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარის, ელგუჯა გოცირიძის ბიუროს ხელმძღვანელი
5
მათე სოფრომაძე
ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ დასუფთავების განყოფილების უფროსი
6
ქეთევან ცხაკაია
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ აღმასრულებელი დირექტორი
7
ირაკლი ფირცხალავა
ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ შესყიდვების კოორდინატორი
8
ბორის გაბრიაძე
ფონდის „მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი“ თავმჯდომარე
9
გიორგი დარბაიძე
ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის ინფრასტრუქტურის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
10
ქრისტინე ბეროძე
ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
დაინტერესებულ მხარეთა აქტიურმა მონაწილეობამ მნიშნელოვნად შეუწყო ხელი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სწორ დაგეგმასა და განსახორციელებელი საქმიანობების განსაზღვრას. უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული სამოქმედო გეგმის შემუშავების ყველა ეტაპში;
დ. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია და მონაწილეობის პროცესი
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება საზოგადოებასთან ურთიერთობას. კერძოდ, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და ინფორმირების უზრუნველსაყოფად მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.
2. მუნიციპალური ნარჩენების დახასიათება
2.1. გეგმაში მიმოხილული ნარჩენების სახეობები
წარმოდგენილი გეგმა მიმოიხილავს მუნიციპალურ არასახიფათო ნარჩენებს, რომელთა წარმოქმნის წყაროებს მიეკუთვნება:
· საოჯახო მეურნეობები. კერძოდ, კერძო სახლებსა და მრავალსართულიან შენობებში მცხოვრები ოჯახები;
· წარმოება-დაწესებულებები;
· სასწავლო დაწესებულებები (სკოლები, სკოლამდელი დაწესებულელები);
· მომსახურების სფერო (სავაჭრო და კვების ობიექტები);
· სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები;
· სხვა ანალოგიური დანიშნულების ორგანიზაციები.
ქალაქის ტერიტორიაზე ასევე წარმოიქმნება ინერტული ნარჩენები, ძირითადად, სამშებენლო და სამრეწველო ნარჩენები. წარმოქმნილ მუნიციპალურ ნარჩენებში ჯერ კიდევ გვხდება სახიფათო ნარჩენებიც, რადგანაც მათი განცალკევებული შეგროვება ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს.
2.2. ნარჩენების რაოდენობა
ბოლო სამი წლის მონაცემებით, ტყიბულის მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე 2015 წელს წარმოქმნილი და შეგროვებული ნარჩენების მოცულობა შეადგენს 6200მ3, 2016 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეგროვებული და ნაგავსაყრელზე გატანილი იქნა დაახლოებით 7000მ3 ნარჩენი. 2017 წლის მონაცემებით კი შეგროვებული იქნა 7000 მ3 მუნიციპალური ნარჩენი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით წარმოქმნილი ნარჩენების მხოლოდ 30%-ის შეგროვება და ტრანსპორტირება ხდება მუნიციპალური სერვისით.
2.3. ნარჩენების პროგნოზირება
როგორც 2015-2017 წლების მონაცემები გვიჩვენებს, ნარჩენების შეგროვების ტენდენცია არის მზარდი. შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაიზრდება ნარჩენების წარმოქმნა და სავარაუდოდ, შეადგენს 11400 მ3.
2.4. ნარჩენების შემადგენლობის ანალიზი
ტყიბულის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი ნარჩენების შედგენილობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. თუმცა არსებობს ინფორმაცია ქუთაისში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების შესახებ წარმოქმნილი ნარჩენების შედგენილობის თაობაზე. ასევე არსებობს ინფორმაცია პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ კახეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მორფოლოგიური შემადგენლობის განსაზღვრისათვის. კერძოდ, ბათუმის ნაგავსაყრელზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნაგავსაყრელზე დიდი რაოდენობით ხვდება ორგანული მასალები (41.18%), პოლიეთილენი/პლასტმასი (19.56%), ქაღალდი და მუყაო (13.46%), ქსოვილები (5.95%) და პამპერსი (5.89%). ამას გარდა, ნაგავსაყრელზე ცოტა რაოდენობით შეინიშნება მინა, ლითონის ჭურჭელი, ტყავი და რეზინა.
იმის გამო, რომ ქუთაისი და ტყიბული მდებარეობს ერთ რეგიონში, აქვთ საერთო საზღვრები, ნარჩენების შედგენილობის დასადგენად ბევრად უფრო მისაღებია ქუთაისის მონაცემები, თუმცა ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს და მათ მიერ წარმოქმნილ ნარჩენებში დიდი რაოდენობით არის ორგანული ნარჩენები. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი ნარჩენების შედგენილობა დაახლოებით იქნება შემდეგი: ორგანული ნარჩენები – 45-47%, პლასტიკი – 14-15%, ქაღალდი/მუყაო – 10-12%, ლითონი – 2-3%, მინა – 1-2%, დანარჩენი- სხვა ნარჩენები.
3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებული სისტემის მიმოხილვა
3.1. არსებული მუნიციპალური მომსახურების აღწერა
ქ. ტყიბულში ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება, რომლის 100%-ანი წილის მფლობელი არის მუნიციპალიტეტი.
ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
· მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება;
· მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამწვანება, ნარგავების მოვლა-პატრონობა, გარე განათების უზრუნველყოფა;
· მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩნების შეგროვება და გატანა.
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება “ ახორციელებს შემდეგ საქმიანიობას:
· ნარჩენების შეგროვება მოსახლეობიდან და ტრანსპორტირება ნაგავსაყრელამდე;
· ნარჩენების შეგროვება კომერციული და სხვა დანიშნულების დაწესებულებებიდან;
· ქუჩების დასუფთავება;
· ბაღის ნარჩენების გატანა;
· მკვდარი ცხოველების გატანა.
ხელშეკრულების საფუძველზე ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ ასევე ახორციელებს სამშენებლო ნარჩენების გატანას.
მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისათვის გამოიყენება შემდეგი სისტემები:
Ø კონტეინერული – კონტეინერები ნარჩენების შესაგროვებლად განლაგებულია საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს. მოსახლეობას საშუალება ეძლევა თავად განათავსოს ნარჩენები კონტეინერებში. კონტეინერების დაცლა განსაზღვრულ ინტერვალებში ხდება სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით.
Ø ზარის სისტემა – რომელიც გამოიყენება მოსახლეობიდან ეზო-ეზო ნაგავმზიდი მანქანებით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისათვის.
კონტეინერული სისტემის რეალიზაცია:
კონტეინერული სისტემით მოცულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ნაწილი, კერძოდ, კონტეინერები განთავსებულია შემდეგ დასახლებულ პუნქტებში:
ცხრილი №4. კონტეინერების ადგილმდებარეობა და რაოდენობა ქალაქ ტყიბულში
კონტეირენების ადგილმდებარეობა
1,1მ3
რაოდენობა
თბილისის ქუჩა
3
ნინოშვილის ქუჩა
2
გურამიშვილის ქუჩა
2
ქუთაისის ქუჩა
2
გელათის ქუჩა
7
კარლო ლომაძის მოედანი
1
რუსთაველის ქუჩა
14
გამსახურდიას ქუჩა
19
ტყვარჩელის ქუჩა
13
ლესელიძის ქუჩა
2
ვაჟა-ფშაველას ქუჩა
2
ბერეკაშვილის ქუჩა
2
თაბუკაშვილის ქუჩა
13
ბრეგვაძის ქუჩა
7
წერეთლის ქუჩა
6
მერკვილაძის ქუჩა
4
ბარათშვილის ქუჩა
5
ჯალაღანიას ქუჩა
6
თავისუფლების ქუჩა
3
დუმბაძის ქუჩა
3
მეშახტის ქუჩა
3
სოლომონ II – ქუჩა
2
რობაქიძის ქუჩა
2
გორგიძის ქუჩა
3
ჯაოშვილის ქუჩა
4
სვანეთის ქუჩა
4
თაყაიშვილის ქუჩა
6
სამკერვალო ფაბრიკის მიმდებარედ
2
ჩაის ფაბრიკის დასახლება
2
სასაფლაოს ტერიტორიაზე
4
ამჟამად ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 1,1 მ3-ის ტევადობის 150 კონტეინერი. ნარჩენების გატანის მიზნით ამ კონტეინერების დაცლას შესაბამისი სამსახური ყოველდღიურად დღეში ერთხელ ახდენს.
ცხრილი №5. კონტეინერების რაოდენობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის თემში
№
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თემი
კონტეინერის რაოდ.
განზ. მ3
1
კურსების თემი
21
1.1
2
ორპირის თემი
13
1.1
3
ხრესილის თემი
3
1.1
4
საწირის თემი
9
1.1
ზარის სისტემის რეალიზაცია
ზარის სისტემა გამოიყენება ძნელად მისასვლელი ქუჩების მომსახურებისათვის, სადაც არ დგას კონტეინერები. სულ ზარის სისტემით მოცულია ცხრილში მითითებული ქალაქ ტყიბულის ქუჩები. ნარჩენების გატანა აღნიშნული ადგილებიდან ხორციელდება კვირაში ორჯერ სპეციალურად შემუშავებული გრაფიკის მიხედვით.
ცხრილი №6. ზარის სისტემით ქუჩების დასუფთავების გრაფიკი
№
ადმინ. ერთეული
ქუჩა
პერიოდულობა
1
ქ. ტყიბული
ჩხეიძის და ჭელიშვილის ქუჩები
კვირაში ორი დღე
2
ქ. ტყიბული
გაბრიაძის ქუჩა
კვირაში ორი დღე
3
ქ. ტყიბული
ჭავჭავაძის ქუჩა
კვირაში ორი დღე
4
ქ. ტყიბული
ოკრიბის ქუჩა
კვირაში ორი დღე
5
ქ. ტყიბული
ტაბიძის და აფხაიძის ქუჩები
კვირაში ორი დღე
6
ქ. ტყიბული
მერკვილაძის ქუჩის ნაწილი
კვირაში ორი დღე
3.2 შეგროვების და ტრანსპორტირების მომსახურება
3.2.1. შეგროვების და ტრანსპორტირების საშუალებები და საოპერაციო პროცესები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის მომსახურებას ახორციელებს ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“.
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მომსახურებით დაფარულია ქალაქ ტყიბულის 100%, ხოლო სოფლების – 15%. ჯერ კიდევ არის დასახლებული პუნქტები, რომლებიც ვერ სარგებლობენ ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ორგანიზებული სისტემებით.
ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება შემდეგი ტექნიკური აღჭურვილობა:
· კონტეინერები (1,1 მ3 მოცულობის) – 260 ცალი;
· ნაგავმზიდი მანქანები:
. სპეციალური ავტომანქანა – 4
. თვითმცლელი – 1.
ნარჩენების ტრანსპორტირების ტექნიკური აღჭურვილობა
ცხრილი №7
№
ნაგავმზიდი ტექნიკა
რაოდენობა
მოდელი
გამოშვების წელი
განზომილება– მ3
მდგომარეობა
1
სპეც. ავტ. ნაგავმზიდი
1
მერსედეს ბენც. სპრ
2001წ.
2
მუშა
2
ავტ. თვითმცლელი
1
ზილ–131
1990წ.
5
მუშა
3
სპეც. ავტ. ნაგავმზიდი
1
ჰიუნდაი
2010წ.
4
მუშა
4
სპეც. ავტ. ნაგავმზიდი
2
მერსედეს ბენც. 1318
2016წ.
7–13
მუშა
ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე განლაგებული კონტეინერების დაცლა ხორციელდება ყოველდღე, ხოლო თემებში და ცენტრალურ გზაზე განთავსებული კონტეინერების დაცლა ყოველ მეოთხე დღეს. ზარის სისტემით ნარჩენების გატანა მოსახლეობიდან ხორციელდება ყოველ მესამე დღეს.
ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ სამსახურს შემუშავებული აქვს ნარჩენების გატანის განრიგი, რომლშიც მითითებულია ქუჩებისა და სოფლების დასახელებები და ნარჩენების გატანის დრო.
თუმცა არ არსებობს რუკა, რომელზეც დატანილია კონტეინერების განთავსების ადგილები, რაც მოგვცემდა ტექნიკის მოძრაობის ოპტიმიზაციის საშუალებას.
3.2.2. შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალი.
ქალაქი ტყიბული.
ნარჩენების შეგროვება-გატანის მომსახურებით მოცულია ქალაქ ტყიბულის მთელი ტერიტორიისა და მოსახლეობის 100%. ამისთვის გამოიყენება როგორც კონტეინერული სისტემა, ისე ზარის სისტემაც. ნარჩენების გატანა კონტეინერული მომსახურებით ხორციელდება ყოველდღე (მოსახლეობის 70%), ხოლო ზარის სისტემის შემთხვევაში ყოველ მე-3 დღეს (მოსახლეობის 30%).
3.3. ქუჩების დასუფთავება
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ქუჩების დასუფთავება, რომელსაც ემსახურება ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“, 36 მეეზოვის საშუალებით. ძირითადად ქუჩების დასუფთავების მომსახურებით მოცულია ქალაქი ტყიბული, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამონასტრო კომპლექსების მიმდებარე ტერიტორიები: გელათი და მოწამეთა.
ცხრილი №8. ქუჩების დაგვა ტყიბულის მუნიციპალიტეტში
№
ადმინ. ერთეული
ქუჩა
პერიოდულობა
1
ქ. ტყიბული
გამსახურდიას ქუჩა
ყოველდღე
2
ქ. ტყიბული
რუსთაველის ქუჩა
ყოველდღე
3
ქ. ტყიბული
კარლო ლომაძის მოედანი
ყოველდღე
4
ქ. ტყიბული
კოსტავას ქუჩა
ყოველდღე
5
ქ. ტყიბული
გელათის ქუჩა
ყოველდღე
6
ქ. ტყიბული
ლესელიძის ქუჩა
ყოველდღე
7
ქ. ტყიბული
ტყვარჩელის ქუჩა
ყოველდღე
3.4 ნარჩენების განთავსების არსებული ობიექტები
ა) ოფიციალური ნაგავსაყრელი პოლიგონები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი და შეგროვებული ნარჩენების განთავსება ხორციელდება ტყიბულის ადგილობრივ ნაგავსაყრელზე, რომელიც მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. მანჭიორის ტერიტორიაზე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ნაგავსაყრელის ფუნქციონირება დაიწყო 2007 წელს, 2016 წელს კი მოხდა მისი კეთილმოწყობა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ. ნაგავსაყრელის ფართი შედაგენს 40000 მ2.
ტყიბულის ნაგავსაყრელის მართვას ახორციელებს შპს „საქართველოს ნარჩენების მართვის კომპანია“ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის იურისდიქციაში არ შედის.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროცესი, რომელიც განლაგებული იქნება ტყიბულიდან დაახლოებით 40–50კმ მანძილზე. აღნიშნული ნაგავსაყრელის ამოქმედებისთანავე დაიხურება ადგილობრივი ნაგავსაყრელი და ნარჩენების განთავსება მოხდება რეგიონულ ნაგავსაყრელზე.
ბ. ნარჩენების განთავსების არაოფიციალური ადგილების ინვენტარიზაცია
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყიბულის ოფიციალური ნაგავსაყრელის გარდა არსებობს ე.წ. არაოფიციალური ნაგავსაყრელები, სადაც მოსახლეობა ათავსებს ნარჩენებს. აღნიშნული ადგილები ნარჩენების განსათავსებლად გამოიყენება საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მითითებული ადგილები ძირითადად არის სოფლების ტერიტორიაზე.
ზოგადად არსებული ნაგავსაყრელების შემადგენლობაში შედის საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და დემონტაჟის ნარჩენების, უმნიშვნელო რაოდენობით – სახიფათო ნარჩენები. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ტყიბულსა და სოჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არის სამშენებლო ნარჩენებისთვის გამოყოფილი ტერიტორია, სადაც ხდება მისი განთავსება.
3.5. ნარჩენების სეპარირება
2015 წლიდან ქალაქ ტყიბულში ხორციელდება პლასტიკის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტი. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ქალაქის ტერიტრიაზე დაიდგა 7 სპეციალური კონტეინერი მოცულობით 1,1 მ3. აღნიშნული კონტეინერების გაცლასა და პლასტიკის ნარჩენების დასაწყობებას ახორციელებს ა(ა)იპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება.
ქალაქ ტყიბულის ორ საჯარო სკოლაში 2015 წლიდან ასევე ხორციელდება ქაღალდის განცალკევებული შეგროვება. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართული სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. რაიმე სხვა ორგანიზებული საქმიანობა ნარჩენების სეპარირებისა და აღდგენის მიზნით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ ხორციელდება.
3.6. სახიფათო ნარჩენები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახიფათო ნარჩენების განცალკევებული შეგროვება არ ხორციელდება. ასევე არ არის ცნობილი რა რაოდენობით წარმოიქმნება ამ სახის ნარჩენები. თუმცა, ოჯახებიდან და მცირე კომერციული ობიექტებიდან წარმოქმნილი ნარჩენები შეიძლება შეიცავდეს ისეთი სახის ნარჩენებს, რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსის, მე-3 დანართის თანახმად, განეკუთვნება სახიფათო ნარჩენების კატეგორიას, კერძოდ, როგორიცაა:
. დაცლილი ბატარეები და აკუმლატორები,
. ფლურესცენციული და ენერგო დამზოგავი ნათურები, რომლებიც შეიცავენ ვერცხლის წყალს;
. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები;
. სამედიცინო ნარჩენები და სამედიცინო მომსახურებისას გამოყენებული ნივთები (არაუმეტეს ნორმალურ საყოფაცხოვრებო პირობებში არსებული რაოდენობისა);
. გარდაცვლილი შინაური ცხოველები (არაუმეტეს ნორმალურ საყოფაცხოვრებო პირობებში არსებული რაოდენობისა);
. აზბესტის ნარჩენები (აზბესტის სახურავი მასალა და მილები ჯერ კიდევ აქტიურად გამოიყენება მოსახლეობის მიერ);
. ნარჩენი პესტიციდები და მათი შესანახი კონტეინერები
. და სხვა.
განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს მკვდარი ცხოველების განთავსება. მას შემდეგ, რაც ქუთაისის ნაგავსაყრელი გადაეცა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“, მკვდარი ცხოველების მიღება შეწყდა. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რაიმე სხვა დასაშვები საშუალებები ასეთი ნარჩენების ნებადართული განთავსებისათვის. ამიტომ ძალიან ხშირად მოსახლეობა საკუთარი ძალებით იცილებს ასეთ ნარჩენებს. საუკეთესო შემთხვევაში მკვდარი ცხოველების განთავსება ხდება ე.წ. „ბეიკერის ორმოში“. დღეისათვის, იმ პირობებში როცა არ არსებობს სხვა გამოსავალი ან ალტერნატივა, ეს ითვლება მისაღებ ვარიანტად ვეტერინარული და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.
3.7. ინერტული ნარჩენები
მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ინერტული ნარჩენების პოლიგონი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ინერტული ნარჩენების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. გაურკვეველია ისიც, თუ რა რაოდენობის ინერტული ნარჩენები ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ამჟამინდელი პრაქტიკით, ცალკეული პირები, რომლებიც საკუთარ სახლში მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოებს ატარებენ, ინერტულ ნარჩენებს ათავსებენ აღნიშნულ კონტეინერებში. ძალიან ხშირად დიდი მოცულობის ინერტულ ნარჩენებს მოსახლეობა დამოუკიდებლად იცილებს და ეს ნარჩენები, როგორც წესი, გარემოში ხვდება, რითაც ბინძურდება გარემო.
ასევე აღსანიშნავია, რომ არსებობს რამდენიმე არაოფიციალური პოლიგონი, რომელთა მოწესრიგებას და ერთიანი ადგილის გამოყოფას გეგმავს მუნიციპალიტეტი. აღნიშნულ საკითხს ოპერირებას გაუწევს ასევე მუნიციპალიტეტი.
3.8. ხარჯები და ხარჯების ანაზღაურება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებასა და გადახდას არეგულირებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“(№22, 31/07/2017წ.), რომელიც აწესრიგებს მოსაკრებლის გაანგარიშებისა და გადახდის წესებს. ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას ახორციელებს ა.(ა.)ი.პ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოებს შესაბამის მომსახურებასა და მოსაკრებლის ამოღებას.
ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად:
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვრება 0,5 ლარით თვეში, ხოლო ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისათვის 0,25 ლარით თვეში. ოჯახისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის მაქსიმალური თანხა შეადგენს 1.5 ლარს.
რაც შეეხება დაწესებულებებს, ორგანიზაციებს და სხვა იურიდიულ პირებს მოსაკრებლის ოდენობა სხვადასხვაა და განისაზღვრება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
· დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:
. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000 ან 65000-ზე ნაკლებია;
. სამამულო ომის მონაწილეები, ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული პირების ოჯახები;
. ადგილობრივ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სუბიექტები.
ამ დროისთვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადს იხდის მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები და ორგანიზაცია-დაწესებულებები, რომლებიც წარმოქმნიან ნარჩენებს.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირება, ამ ნარჩენების გაუვნებელყოფის და განთავსების, ასევე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები იფარება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად).
დასუფთავების მოსაკრებლის საშუალებით 2016 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსავალმა შეადგინა 19 291,33 ლარი, ხოლო 2017 წელს 24841,71 ლარი.
ახალი ნაგავსაყრელის ფუნქციონირებაში გაშვებასთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში აუცილებელი იქნება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სატარიფო სისტემის სრულყოფა და ახალი მოსაკრებლის შემოღება.
3.9. ბიუჯეტი და დაფინანსების პროცესები
ბოლო ორი წლის განმავლობაში მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ნაგავსაყრელამდე მიტანის ხარჯები ხასიათდება მზარდი დინამიკით. 2016 წლის ხარჯებმა 337 500 ლარი შეადგინა, ხოლო 2017 წელს 359 600 ლარი.
არსებული ხარჯი სრულად არის სუბსიდირებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მიგვაჩნია რომ ხარჯებისა და შემოსავლების ოპტიმიზაცია არის აუცილებელი. ამასთანავე სპეც. ტექნიკის, კონტეინერების შესაძენად ვაპირებთ მოვახდინოთ არა მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსება, არამედ დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა.
ცხრილი №9. დასუფთავებაზე გაწეული ხარჯი 2016-2017წწ.
№
2016 წელი
2017 წელი
1
ხელფასი
240 076
209 084
2
საწვავი
75 926
93 200
3
სხვა ხარჯი
21 498
57 316
სულ
337 500 ლარი
359 600 ლარი
4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სისტემის
SWOT ანალიზი
სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით მუშავდება ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის არსებული სისტემის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების განსაზღვრის გზით SWOT ანალიზი).
ძლიერი მხარეები:
. ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს შესაბამისი სამსახური – ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“, რომელიც ახორციელებს ნარჩენების მართვის მომსახურებას ტყიბულის მუნიციპალიტეტში;
. კარგად ორგანიზებული ე.წ. „ზარის სისტემა“;
. ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეისათვის უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებასა და გატანას.პლასტიკის ნარჩენების სეპარირების გამოცდილება ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე.
სუსტი მხარეები:
. არასანქცირებული ნაგავსაყრელების არსებობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
. არ ხორციელდება სახიფათო ნარჩენების მართვა;
. არასაკმარისი თანამედროვე სპეციალური ტექნიკა ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისათვის;
. ნარჩენების მართვის მომსახურებით არ არის მოცული მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია;
. არ არსებობს ნარჩენების სეპარირების სისტემები;
. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გათავისუფლებულია ნარჩენების შეგროვების მოსაკრებლისაგან.
არსებობს შესაძლებლობების საკმაოდ ფართო სპექტრი, რომლის გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის სისტემას ტყიბულის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, ესაა:
· საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ არსებობა, რომელიც კონკრეტულად საზღვრავს მუნიციპალიტეტების პასუხისგებლობას ადგილობრივ დონეზე ნარჩენების მართვის მიმართ;
· ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელშიც განსაზღვრულია საქართველოს ვალდებულებები ნარჩენების მართვის მიმართულებით;
· ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა.
ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების საქმეში მეტად მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენენ საფრთხეები, რომელთა გათვალისწინება და მათი გავლენის შემცირება ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს. უნდა აღინიშნოს შემდეგი საფრთხეები, რომელთა გამოვლენა არის მოსალოდნელი:
1. ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის დასუსტება;
2. სეპარირებული ნარჩენებისათვის ბაზრის არარსებობა ან სეპარირებულ ნარჩენებზე მოთხოვნილების შემცირება.
რეგიონული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში გაშვების ვადების დარღვევა.
5. ნარჩენების მართვის მომავალი ვარიანტების ანალიზი და რეკომენდაციები
5.1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული მუნიციპალური სერვისებით მოცულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხოლოდ 30%. ამდენად, საჭიროა გაიზარდოს აღნიშნული მომსახურეობით მოცული მოსახლეობის რაოდენობა, გაფართოვდეს მომსახურეობის არეალი და გავრცელდეს შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. გამომდინარე ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის სამიზნე მაჩვენებლებიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020 წლისთვის არანაკლებ 70% მუნიციპალური ნარჩენებისა მოცული იქნება შესაბამისი სერვისებით.
ამისთვის გეგმა ითვალისწინებს მომსახურების ეტაპობრივ შემოღებას მუნიციპალიტეტის თემებში. კერძოდ, იქ სადაც უკვე არსებობს ნაწილობრივი მომსახურება, მოხდება ამ სერვისების გაუმჯობესება და გაფართოება, ხოლო იქ, სადაც ჯერ კიდევ ასეთი სერვისებით მოსახლეობა ვერ სარგებლობს, – ანალოგიური სერვისების დანერგვა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებებიც, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია გამოირჩევა რელიეფის მრავალსახეობით. იგი მოიცავს მაღალმთიან სოფლებს, სადაც მცირეა მოსახლეობის რაოდენობა და შესაბამისად ნარჩენების წარმოქმნის მოცულობა. როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ისეთ სოფლებში, როგორიცაა ძმუისი, ცუცხვათი, მუხურა, ჯვარისა და ოჯოლა შესაძლებელია 2020 წლისთვის მუნიციპალური მომსახურეობით მოცული უნდა იქნეს მოსახლეობის 75%, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის შეგროვებული და ტრანსპორტირებული ნარჩენების რაოდენობას.
ხოლო ისეთ სოფლებში, როგორიცაა გელათი, ორპირი, საწირე 2020 წლისთვის ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მუნიციპალური მომსახურებით შესაძლებელი იქნება მოცულ იქნეს მოსახლეობის 100%.
მუნიციპალური მომსახურების გაფართოებისათვის გამოყენებული იქნება როგორც კონტეინერული, ისე ზარის სისტემები. ამისთვის საჭირო იქნება დამატებითი კონტეინერების შეძენა. ასევე აუცილებელი იქნება სპეციალური დანიშნულების მანქანების პარკის გაზრდა.
5.2.აღდგენა
5.2.1. წყაროსთან სეპარირება
მომავალ ხუთ წელიწადში ტყიბულის მუნიციპალიტეტში გაიზრდება ისეთი ნარჩენების წყაროსთან სეპარირება, როგორიცაა პლასტიკი და ქაღალდი.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე მიმდინარეობს პლასტიკის განცალკევებული შეგროვება, რომელიც იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრისა“ და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ერთობივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ამჟამად, აღნიშნულ პროცესს ემსახურება მუნიციპალური ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“. უკვე ერთი წელია ქალაქის ტერიტორიაზე წარმატებით მიმდინარეობს პლასტიკის ნარჩენების შეგროვება სპეციალური კონტეინერების საშუალებით. როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, შეთავაზებული მიდგომა მისაღები აღმოჩნდა მოსახლეობისათვის. ამდენად, ტყიბულის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს და კიდევ უფრო განავითარებს პლასტიკის სეპარირებულ შეგროვებას კონტეინერების საშუალებით. კერძოდ, ტყიბულის ტერიტორიაზე სამჯერ გაიზრდება სპეციალური კონტეინერების (მოცულობა 1,1მ3) რაოდენობა.
ქალაქ ტყიბულის გარდა პლასტიკის სეპარირებული შეგროვება ასევე დაინერგება მუნიციპალიტეტის ისეთ სოფლებში, სადაც დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ნარჩენები და, მათ შორის, პლასტიკის ნარჩენები.
კერძოდ, პლასტიკის სეპარირება დაიწყება სოფლებში საწირე, ორპირი, ცუცხვათი რისთვისაც შესაბამის ადგილებში განთავსდება სპეციალური კონტეინერები მოცულობით 1,1 მ3.
მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება ქაღალდის ნარჩენების შეგროვებაზე. პირველ ეტაპზე, 2019 წლიდან საჯარო დაწესებულებებში დაინერგება ქაღალდის განცალკავებული შეგროვების პრაქტიკა.
5.2.2. კომპოსტირება
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირების პოპულარიზაციასა და დანერგვას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქტიურად არის განვითარებული მემწვანილეობა და მებოსტნეობა. წარმოქმნილი ნარჩენების 40-45% ბიოდეგრადირებად ნარჩენებს შეადგენს. ამდენად კომპოსტირების დანერგვის ხელშეწყობა ერთ-ერთ აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს. კომპოსტირების დანერგვა არა მარტო შეამცირებს ნაგავსაყრელზე გასატანი ნარჩენების რაოდენობასა და გარემოს დაბინძურებას, არამედ ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს უზრუნველყოფს კომპოსტით, რომლის გამოყენება სოფლის მეურნეობაში შეამცირებს სასუქებზე მოთხოვნილებას და ხელს შეუწყობს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის მოყვანას.
6. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ხედვა და მიზნები.
ტყიბულის მუნიციპალიტეტისათვის ნარჩენების მართვის სფეროში ყველაზე პრიორიტეტულ პრობლემებს წარმოადგენს:
· ნარჩენების შეგროვებისათვის კონტეინერების არასაკმარისი რაოდენობა;
· მოსახლეობის დაბალი თვითშეგნება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს გარემოს ნარჩენებით დაბინძურებას;
· ნარჩენების დახარისხებული შეგროვების (სეპარირების) სისტემების არარსებობა;
· არასანქცირებული სტიქიური ნაგავსაყრელები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ხედვა და მიზნები:
ტყიბულის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ხედვაა:
სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესაბამისი სისტემების დანერგვით.
ტყიბულის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ძირითადი მიზნებია 2022 წლისათვის:
1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემების გაფართოება და სრულყოფა.
2. ნარჩენების სეპარირებული შეგროვების თანამედროვე მიდგომის დანერგვა და განვითარების ხელშეწყობა.
3. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის და ნარჩენების მართვის შესახებ.
მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი გეგმის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება ისეთი მაჩვენებლების მიღწევა,როგორიცაა:
. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების უზრუნველყოფა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 80%-ზე, რითაც შესაძლებელი იქნება წარმოქმნილი ნარჩენების 85%-იანი მაჩვენებლის მიღწევა 2022 წლისთვის.
. პლასტიკისა და ქაღალდის წარმოქმნის წყაროსთან სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა 2022 წლისთვის, კერძოდ, პლასტიკისათვის - 30%, ქაღალდისათვის - 30%.
დასახული მიზნების და შედეგების მისაღწევად ნარჩენების მართვის გეგმა ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანებისა და ღონისძიებების განხორციელებას.
მიზანი 1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემების უზრუნველყოფა და სრულყოფა.
ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს მუნიციპალიტეტების მიერ ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების საკითხებზე. შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემების შემდგომ განვითარებასა და მუნიციპალური მომსახურების გავრცელებას იმ თემებსა და სოფლებში, სადაც ასეთი მომსახურება ხორციელდება ნაწილობრივ ან არ ხორციელდება საერთოდ. ამისათვის გამოყენებული იქნება როგორც კონტეინერული, ისე ზარის სისტემები. მთელ რიგ სოფლებში, სადაც ნაწილობრივ უკვე არსებობს წარმოქმნილი ნარჩენების ორგანიზებული შეგროვების სისტემები, დამატებითი კონტეინერების დადგმასთან ერთად იმუშავებს ზარის სისტემაც. ასეთ სოფლებში გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება ნარჩენების შეგროვების 75-100% მაჩვენებლების მიღწევა.
გეგმის ფარგლებში შეიქმნება ნარჩენების ორგანიზებულად შეგროვების პირობები ისეთ თემებში, როგორიცაა სოჩხეთის თემი, გურნის თემი და ორპირის თემი, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს მუნიციპალური სერვისებით ნარჩენების თავიდან მოცილების მიზნით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ნარჩენების მართვის ხარჯების ამოღება როგორც მოსახლეობიდან, ისე კერძო სექტორიდან. როგორც ცნობილია, დღეს მუნიციპალიტეტში არსებული დასუფთავების მოსაკრებელი ვერ უზრუნველყოფს ნარჩენების მართვაზე გაწეული ხარჯების დაფარვას. საჭიროა ქმედითი სისტემის შექმნა, გამომდინარე პრინციპიდან „დამბინძურებელი იხდის“. როგორც ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში არის მითითებული, 2020 წლიდან მუნიციპალიტეტს ეკისრება ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად ამოღების სისტემების შემუშავება. ამდენად, ტყიბულის მუნიციპალიტეტი 2018-2020 წლებში იმუშავებს ახალი სატარიფო სისტემის შექმნაზე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ანაზღაურება.
მოქმედი კანონების თანახმად, მოსაკრებლის საკითხი საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება და რეგულირდება საკრებულოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დადგენილებით. დასუფთავების მოსაკრებლის ახალი ტარიფების შემუშავების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საზოგადოების წარმომადგენლები, პროცესი იქნება გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისათვის.
აღნიშნული სტრატეგიული მიზნის ამოცანებია:
ამოცანა 1.1. დასუფთავების პარკის განახლება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
ამოცანა 1.2. სტიქიური ნაგავსაყრელებისა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების აღკვეთა.
ამოცანა 1.3. ქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავებული ქუჩების რაოდენობის გაზრდა.
ამოცანა 1.4. მომსახურების სფეროს კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.
ამოცანა 1.5. ინერტული ნარჩენების დასაწყობების უზრუნველყოფა.
ამოცანა 1.6. ნარჩენების მართვის ხარჯების ამოღების უზრუნველყოფა.
ამოცანა 1.7. ტურისტულ ობიექტებზე ნარჩენების შეგროვების მომსახურების გაუმჯობესება.
მიზანი №2. ნარჩენების სეპარირებული შეგროვების თანამედროვე მიდგომების დანერგვა და განვითარების ხელშეწყობა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტს, ისე როგორც ყველა სხვა მუნიციპალიტეტს, გააჩნია ვალდებულება 2019 წლიდან დაიწყოს ნარჩენების სეპარირების სხვადასხვა სისტემების დანერგვა და განხორციელება. ამ ვალდებულების შესასრულებლად, წარმოდგენილი გეგმა ითვალისწინებს ძირთადად ორი სახის ნარჩენების: პლასტიკისა და ქაღალდის განცაკელვებული შეგროვების განხორციელებას. კერძოდ, გაგრძელდება პლასტიკის ნარჩენების შეგროვება სპეციალური კონტეინერების საშუალებით. ამ მიზნით საჭირო იქნება არსებული კონტეინერების რაოდენობა გაიზარდოს, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქ ტყიბულის ტერიტორია მთლიანად იქნეს მოცული. ამის გარდა, პლასტიკის ნარჩენების შეგროვება განხორციელდება ისეთ მსხვილ სოფლებში, როგორიცაა: ორპირი, გელათი და მოწამეთა.
ქაღალდის ნარჩენების შეგროვებისათვის გეგმა ითვალისწინებს ამ სახის ნარჩენების შეგროვებას სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებში, იქ, სადაც ძირითადად წარმოიქმნება ამ სახის ნარჩენები. ამ მიზნით ასეთ ორგანიზაციებში დაიდგმება სპეციალური ყუთები, ქაღალდის სეპარირების წესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისათვის განხორციელდება საინფორმაციო კამპანია. გეგმა ითვალისწინებს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირების მეთოდების დანერგვის ხელშეწყობას. კომპოსტირებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსი, რომელიც გამოყენებული იქნება ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გადამუშავების ამ მეთოდის დასანერგად.
პირველ ეტაპზე გეგმა ითვალისწინებს ინდივიდუალური კომპოსტირების ხერხების პოპულარიზაციისა და დანერგვის ხელშეწყობას, განსაკუთრებით იქ, სადაც გავრცელებულია მებოსტნეობა და მემწვანილეობა.
პარკების მწვანე კომპოსტირებადი ნარჩენების კომპოსტირების საპილოტე პროექტი განხორციელდება ქალაქ ტყიბულში. კერძოდ, შეიქმნება საკომპოსტე მოედანი, სადაც განხორციელდება პარკისა და ხეივნების მწვანე ნარჩენების კომპოსტირება. ამდენად, აღარ მოხდება აღნიშნული სახის ნარჩენების ტრანსპორტირება ნაგავსაყრელზე, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდება ნაგავსაყრელზე გასატანი ნარჩენების რაოდენობა.
აღნიშნული სტრატეგიული მიზნის ამოცანებია:
ამოცანა 2.1. პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა.
ამოცანა 2.2. ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია და შემცირება.
ამოცანა 2.3. ნარჩენების კომპოსტირების ხელშეწყობა.
მიზანი №3. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის შესახებ
გეგმა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს როგორც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ისე ნარჩენების მართვის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელების საკითხებს. როგორც ცნობილია, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვაში განსაკუთრებული როლი ეკისრება მოსახლეობის ჩართვას. ამდენად, გეგმა ითვალისწინებს როგორც გარემოსდაცვით საგანმანათლებლო, ისე საინფორმაციო სახის საქმიანობებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული ისეთ სამიზნე ჯგუფებზე, როგორიცაა სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები, ახალგაზრდები.
გეგმა ასევე შეიცავს გარემოსდაცვითი აქციების ორგანიზების ღონისძიებებს, კერძოდ, დასუფთავების, ხეების დარგვის აქციებს.
მესამე მიზნის ღონისძიებათა რეალიზაციაში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად აქტიურად იქნებიან ჩართული ადგილობრივი, თუ რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტში მოქმედი სასწავლო დაწესებულებები.
მიზნისა და ამოცანების მისაღწევად ასევე განხორციელდება პუბლიკაციები, გამოყენებული იქნება ინტერნეტისა და ბეჭდვითი, თუ ელექტრონული მასმედიის საშუალებები.
აღნიშნული სტრატეგიული მიზნის ამოცანებია:
ამოცანა 3.1. ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ცოდნის გავრცელება.
ამოცანა 3.2. ნარჩენების სეპარირებისა და რეციკლირების პოპულარიზაცია
ამოცანა 3.3. გარემოსდაცვითი ინფორმაციის მისაწვდომობის ხელშეწყობა
ამოცანა 3.4. გარემოსდაცვით ღონისძიებებში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორცილებს და მომავალშიც გეგმავს პერმანენტულად მოახდინოს გარემოს დაცვითი აქციების ჩატარება. მაგ: მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისა და მოხალისე ჯგუფების მიერ ხშირად ხდება მუნიციპალიტეტის დაბინძურებული ტერიტორიების შერჩევა და მათი დასუფთავება. ასევე ვთანამშრომლობთ და მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა არასამთავრობო თუ კერძო სექტორის მიერ ორგანიზებულ პროექტებში. მაგ: ა/ო „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ მიერ ორგანიზებული აქციები ცნობიერების ამაღლების კუთხით; ა/ო “CENN“-ის მიერ მოხდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართში მოხდა „ეკოჰაბის“ გახსნა, სადაც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები არიან აქტიურად ჩართულნი. ასევე „Geocell”-ის მიერ წამოწყებულ პროექტში მონაწილეობა, სადაც მოხდა სპეციალური კომპიუტერულ პროგრამაში რუკაზე დაბინძურებული ლოკაციების მონიშვნა და შემდგომ მათი დასუფთავება მუნიციპალიტეტის მიერ და ა.შ.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმები
სტრატეგიული მიზანი 1: მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების გაუმჯობესება
ამოცანა
ღონისძიებები
პასუხისმგებელი შესრულებაზე
შესრულების
დრო
ღირებულება,
ლარი
1. დასუფთავების პარკის განახლება
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად
1.1. სპეციალური დანიშნულების მანქანების და მექანიზმების შეძენა:
· ნაგავმზიდები 7 მ3, რაოდენობა 1 ცალი მაღალი გამავლობის
· ნაგავმზიდი (13+1) მ3, რაოდენობა 1 ცალი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, დონორი ორგანიზაციები
2020-2021
150000
250000
1.2. კონტეინერების რაოდენობის გაზრდა:
· კონტეინერები 1,1 მ3 –
300 ცალი
· კონტეინერი 0.2-0.3 მ3 –
50 ცალი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია,
დონორი ორგანიზაციები
2018-2022
200000
22000
2. სტიქიური ნაგავსაყრელებისა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების აღკვეთა
2.1 ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე კონტროლის განხორციელება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
2018-2020
3.1. GIS სისტემის გამოყენება ნარჩენებით გარემოს დაბინძურებით აღკვეთასა და შეტყობინების სისტემის შექმნაში
ააიპ ტყიბულის კომუნალური გაერთაინება
2020
3.2. ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული გარემოს ნარჩენებით დაბინძურებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სანქციების გამოყენება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია,
შსს ტყიბულის რაიონული სამმართველო
2018-2020
3.3. არასანქცირებული ნაგავსაყრელების აღკვეთა (ნარჩენების გატანა და კონტროლის დაწესება) შესაბამის ადგილებში კონტეინერების განთავსება.
მერიის ზედამხედველობის სამსახური; ააიპ ტყიბულის კომუნალური გაერთაინება
2018-2020
3. ქალაქის ტერიტორიაზე დაგვა დასუფთავების ქუჩების რაოდენობის გაზრდა
4.1. დაგვა-დასუფთავების დამატებით უზრუნველყოფა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე
ააიპ –
ტყიბულის კომუნალური გაერთაინება
2018-2022
200000
4. მომსახურების სფეროს კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა
5.1. მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება მომსახურე პერსონალისათვის.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ –
ტყიბულის კომუნალური გაერთაინება
2018-2022
5.2. ა/ო-იების მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა
CENN; ელკანა და ა.შ.
2018-2022
5 ინერტული ნარჩენების დასაწყობების უზრუნველყოფა
6.1 ინერტული ნარჩენების პოლიგონის შექმნა (ადგილის გამოყოფა, კეთილმოწყობა, აღჭურვილობით უზრუნველყოფა).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
2018-2022
6.2. მოსახლეობის ინფორმირება ინერტული ნარჩენების შეგროვების წესების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
2018-2022
6. ნარჩენების მართვის ხარჯების ამოღების უზრუნველყოფა.
ტყიბულის მუიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის სრული ამოღების სისტემის შემუშავება და დანერგვა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
2018-2022
7.ტურისტულ ობიექტებზე ნარჩენების შეგროვების მომსახურების გაუმჯობესება.
მოწამეთა, გელათი, ცუცხვათი, საწირე, ორპირი, გურნა, სოჩხეთი, ცხრაჯვარი და ა.შ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია,
ააიპ ტყიბულის კომუნალური გაერთაინება
2018-2022
სტრატეგიული მიზანი 2: ნარჩენების სეპარირებული შეგროვების თანამედროვე მიდგომების დანერგვა და განვითარების ხელშეწყობა
ამოცანა
ღონისძიებები
პასუხისმგებელი შესრულებაზე
შესრულების
დრო
ღირებულება
1. ნარჩენების სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა
1.1. პლასტიკის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 33%-ზე (დამატებითი კონტეინერების შეძენა და განთავსება)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ ტყიბულის კომუნალური გაერთაინება
2019-2022
50000
1.2. ქაღალდისა და მინის სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა (სპეციალური კონტეინერების შეძენა და განთავსება, შეგროვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა) შეგროვების სხვადასხვა სქემების გამოყენებით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ ტყიბულის კომუნალური გაერთაინება
2019-2022
50000
1.3. ნარჩენების მიმღები პუნქტების მუშაობისა და გახსნის ხელშეწყობა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია,
2018-2022
2. ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია და შემცირება
2.1 პლასტმასის და სხვა არადეგრადირებადი შეფუთვის ბიოდეგრადირებადი ან მრავალჯერადი მოხმარების მასალებით ჩანაცვლების ხელშეწყობა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, კერძო ბიზნესი
2020-2022
2.2. მარკეტებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ტიპის ნარჩენების (პლასტმასი, ქაღალდი, მინა, სახიფათო, მათ შორის გამოყენებული ელექტრობატარეების) განცალკავებული შეგროვების ხელშეწყობა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, კერძო ბიზნესი
2020-2022
3. ნარჩენების კომპოსტირების ხელშეწყობა
3.1. ნარჩენების ინდივიდუალური კომპოსტირების წახალისება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
2021-2022
სტრატეგიული მიზანი 3:
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის შესახებ
ამოცანა
ღონისძიებები
პასუხისმგებელი შესრულებაზე
შესრულების
დრო
ღირებულება
ათასი ლარი
1. ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ცოდნის გავრცელება
1.1. ეკოლოგიური განათლების კლუბების საქმიანობის ხელშეწყობა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია,
სკოლები,
არასამთავრობო ორგანიზაციები
2018-2022
10000
1.2. ეკოლოგიური განათლების კლუბების საქმიანობის ხელშეწყობა საჯარო სკოლებში.
1.3. მეთოდური ლიტერატურის მომზადება და დაბეჭდვა ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის.
1.4. ნარჩენების მართვის შესახებ ტრენინგ-სემინარების ჩატარება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის
2. ნარჩენების სეპარირებისა და რეციკლირების პოპულარიზაცია
2.1. მოსახლეობის ინფორმირება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია,
არასამთავრობო ორგანიზაციები,
2018-2022
5000
2.2. ნარჩენების მართვის თანამედროვე გამოცდილების საკითხებზე სამიზნე ჯგუფების (ნარჩენების მართვის სფეროს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა) ტრენინგ-სემინარები.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, არასამთავრობო ორგანიზაციები
2018-2022
5000
2.3. ნარჩენების დახარისხების, ნარჩენების გადამუშავების სარგებლიანობის შესახებ პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება (ბუკლეტები, ტრიპლეტები, პოსტერები და ა.შ.), ბილბორდებისა და ბანერების განთავსება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, აიიპ „ტყიბულის საინფორმაციო ცენტრი“, არასამთავრობო ორგანიზაციები
2018-2022
5000
3. გარემოსდაცვითი ინფორმაციის მისაწვდომობის ხელშეწყობა
3.1. საინფორმაციო კამპანიების განხორციელება ნარჩენების წარმოქმნის შემცირების, სეპარირების, გადამუშავების აუცილებლობის, ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციები,
აიიპ „ტყიბულის საინფორმაციო ცენტრი“
2018-2022
4000
3.2. ვებგვერდის www.wmp.ge განახლება და აქტუალური ინფორმაციის გავრცელება
„სპექტრი“
2018-2022
2000
3.3. ნარჩენების მართვის მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებისა და ბიულეტენების მომზადება და დარიგება მოსახლეობაში.
აიიპ „ტყიბულის საინფორმაციო ცენტრი“,
არასამთავრობო ორგანიზაციები
2018-2022
3000
4. გარემოსდაცვით ღონისძიებებში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა
4.1. დასუფთავების აქციების ორგანიზება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“
2018-2022
5000
4.2. საერთაშორისო გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, არასამთავრობო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები
2018-2022
3000
4.3. ადგილობრივი გარემოსდაცვითი აქციების ჩატარება
2018-2022
3000
4.4. გამწვანების დღეების ჩატარება
2018-2022
10000
4.6. ადგილობრივი მნიშვნელობის გარემოსდაცვითი დღეების დაწესება,
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო
2018-2022