დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №11 |
|
2018 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი |
|
2018 წლის სახელმწიფო პროგრამა
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება.
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია:
ა) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება (დანართი №1.1);
ბ) შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე (დანართი №1.2);
გ) საშუამავლო მომსახურების გაწევა-განვითარება (დანართი №1.3);
დ) პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე (დანართი №1.4);
ე) მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით) (დანართი №1.5);
ვ) დასაქმების ფორუმების მოწყობა (დანართი №1.6);
ზ) შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ (დანართი №1.7);
თ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისა (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) და სამუშაოს მაძიებლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა (დანართი №1.8);
ი) დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა (დანართი №1.9).
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 700 000 (შვიდასი ათასი) ლარით.
2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი: 35 05) გათვალისწინებული ასიგნება.
3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით.
1. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
2. დამსაქმებლები.
3. სოციალური პარტნიორები.
4. მასმედიის წარმომადგენლები.
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
2. სააგენტო ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშს აწვდის სამინისტროს კვარტალურად.
დანართი №1.1
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება
ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზების განვითარება, შრომის ბაზრის სუბიექტების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით. სტატისტიკური ინფორმაციის რეპორტების მექანიზმის დახვეწა-განვითარება.
1. www.worknet.gov.ge-ს მოდულების: სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლებისა და ვაკანსიების სრულყოფა-განვითარება.
2. www.worknet.gov.ge-ში სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და რეპორტინგის დამუშავება.
3. სამუშაოს მაძიებლებისა და ვაკანსიების ავტომატური თავსებადობის პროცედურის სრულყოფა-განვითარება.
4. საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და სახელმწიფო პროგრამების რეგისტრაციის სერვისის ჩამოყალიბება.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) მოდულები – სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების უკუკავშირი და ანალიზი – ფუნქციონირებს გამართულად, იძლევა სტატისტიკურ რეპორტებს.
დანართი №1.2
შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა.
1. სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, სამუშაოს მაძიებელთა ჯგუფური კონსულტირების ორგანიზება სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში კვარტალში ერთხელ და ინდივიდუალური კონსულტირება უწყვეტ რეჟიმში.
2. დაინტერესებულ მხარეებთან (სამთავრობო და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, დამსაქმებლები/დამსაქმებელთა გაერთიანებები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები) თანამშრომლობით, ახალგაზრდების (პროფესიული/ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების) და მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ჯგუფური კონსულტირებების ორგანიზება.
3. საინფორმაციო მასალების მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი.
სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირებები, კონსულტირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.
დანართი №1.3
საშუამავლო მომსახურების გაწევა-განვითარება
ღონისძიების მიზანია თავისუფალი სამუშაო ადგილების მოძიებისა და სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით, დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ოპერატიული და ეფექტური კავშირი და/ან ასეთი კავშირის ხელშეწყობა.
1. დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ.
2. საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტურად უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობის განვითარება ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმების კერძო სააგენტოებთან მუნიციპალურ დონეზე.
3. დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების შერჩევა www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან და მათი დამსაქმებლისათვის შეთავაზება.
საქართველოს მასშტაბით დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობა. დამსაქმებლისთვის შეთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.
დანართი №1.4
პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე
ღონისძიების მიზანია პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში, აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის ფილიალსა და სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებში.
1. საქართველოს მასშტაბით, კონკურსის წესით შერჩეული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის 15 კონსულტანტის მომზადება (მათ შორის, გათვალისწინებულია გასულ წლებში კონკურსის წესით შერჩეული მომზადებული 8 კონსულტანტი).
2. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების დანერგვისა და გაწევის თაობაზე სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება.
3. სახელმძღვანელოსა და საინფორმაციო მასალების მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
მომსახურების მიწოდება ხორციელდება სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში, აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის ფილიალსა და სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებში.
დანართი №1.5
მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა ( შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით)
ღონისძიების მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის სერვისების დანერგვა.
ამ ღონისძიების მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშნელობა:
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შემდგომში − შშმ პირი) – არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;
ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (შემდგომში − სსსმ პირი) – პირი, რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც დადასტურებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან/და ექსპერტთა გუნდის დასკვნით;
გ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;
დ) ბენეფიციარი – შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული ახალგაზრდები (16 წლიდან 29 წლის ჩათვლით), შშმ პირები და ის სსსმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან/და ექსპერტთა გუნდის დასკვნას და გამოხატავენ ამ ღონისძიების ფარგლებში დასაქმების სურვილს;
ე) დამსაქმებელი – კერძო სამართლის სუბიექტები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტში და ხელი შეუწყონ ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირების დასაქმებას;
ვ) შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (შემდგომში − სუბსიდირება) – ახალგაზრდები (16 წლიდან 29 წლის ჩათვლით), შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (50%-იანი დაფინანსებით, არა უმეტეს 470 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
ზ) ვაუჩერი − სახელმწიფოს მიერ ბენეფიციარისათვის გადაცემული, დამსაქმებელთან წარსადგენი მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დასაფინანსებლად. ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;
თ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი – პირი, რომელიც ახორციელებს შშმ და სსსმ პირთა ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების, დაცვისა და შენარჩუნების მხარდაჭერას.
განსახორციელებელი ღონისძიებები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
ა) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირების კომპონენტი;
ბ) სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი.
ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის სანფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული ახალგაზრდები (16 წლიდან 29 წლის ჩათვლით), შშმ და სსსმ პირები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, ჩაერთონ შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტის ღონისძიებაში.
ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო.
ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.
დანართი №1.5.1
მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირების კომპონენტი
კომპონენტის ამოცანაა შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება.
1. შერჩეული 15 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მომზადება (მათ შორის გათვალისწინებულია გასულ წლებში შერჩეული მომზადებული 9 კონსულტანტი).
2. მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურების დანერგვისა და გაწევის თაობაზე სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება.
3. საინფორმაციო მასალების მომზადება, ბეჭდვა და გავრცელება.
კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირი.
კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო.
შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.
დანართი №1.5.2
სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი
კომპონენტის ამოცანაა ახალგაზრდების (16 წლიდან 29 წლის ჩათვლით), შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება.
1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლების, სამუშაო ადგილ(ებ)ის მქონე სუბიექტების შერჩევა რეგიონების მიხედვით, რომლებიც გამოხატავენ მზაობას ბენეფიციართა დასაქმების თაობაზე და მათ შესახებ შესაბამისი მონაცემთა რეესტრის შექმნა.
2. სააგენტომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ვაკანსიის პირობებში შესასრულებელი სამუშაოს ანალიზი, ბენეფიციართა უნარ-ჩვევების ვაკანსიის საკვალიფიკაცო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
3. საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, იღებს დამსაქმებელი.
4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების სუბსიდირება ვაუჩერის საშუალებით, ამ დანართის მე-3 მუხლით დადგენილი პირობებით.
5. სუბსიდირების დასრულების შემდგომ, დამსაქმებელი გაუგრძელებს შრომით ხელშეკრულებას ბენეფიციარს არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 470 (ოთხას სამოცდაათი ლარი) ლარს ერთ თვეში.
2. ბენეფიციარი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ, რის შემდეგაც, სააგენტო ამ კომპონენტის ფარგლებში წარდგენილ ვაკანსიებზე შესასრულებელი სამუშაოების ანალიზისა და ბენეფიციარის კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში შესთავაზებს მას შესაფერის სამუშაო ადგილს.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 470 (ოთხას სამოცდაათი) ლარისა.
4. სუბსიდირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადით, ხოლო თუ დამსაქმებელთან ხელშეკრულება გაფორმდება 2018 წლის მე-4 კვარტალში, სუბსიდირების ხანგძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 3 (სამი) თვით.
5. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით, რომლის ფორმა, მიმოქცევისა და ანგარიშსწორების პირობები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან ყოველი კალენდარული თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა. დამსაქმებელი ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. ამასთან, ამ ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება.
7. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი.
კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქე, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული ახალგაზრდები (16 წლიდან 29 წლის ჩათვლით), შშმ და სსსმ პირები.
კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო.
ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.
დანართი №1.6
დასაქმების ფორუმების მოწყობა
დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება.
1. ფორუმის ჩატარების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
2. ფორუმის ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა.
3. ფორუმის ჩატარებისთვის სივრცის (ფართის) მოძიება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
4. ფორუმის მონაწილე სუბიექტების განსაზღვრა და თანამშრომლობის განვითარება.
5. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლების აღრიცხვა.
6. შედეგების მონიტორინგი არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, შედეგების სტატისტიკური დამუშავება და ინფორმაციის სამინისტროსთვის წარდგენა.
7. ბანერების მომზადება, საინფორმაციო მასალების დაბეჭდვა და გავრცელება.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი.
ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო.
ჩატარებულია მინიმუმ ერთი ფორუმი. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა რაოდენობა, ფორუმის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა.
დანართი №1.7
შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი მინიმუმ წელიწადში ერთხელ
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვისებრივი კვლევების განხორციელების გზით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენა.
1. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების, საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევის ორგანიზება მინიმუმ წელიწადში ერთხელ.
2. კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა-განვითარება.
ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო.
ჩატარებულია კვლევა და წარდგენილია კვლევის შედეგები.
დანართი №1.8
მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისა (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) და სამუშაოს მაძიებლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა
ღონისძიების მიზანია მედიის, საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისა (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) და სამუშაოს მაძიებლებისთვის ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ.
1. ტრენინგების/სემინარების ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა.
2. დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/ საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ინფორმირება ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მიხედვით დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე.
3. წინასწარ განსაზღვრულ ჯგუფებთან ტრენინგების/სემინარების ჩატარება.
4. საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემა, რომელშიც ასახული იქნება დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ ინფორმაცია.
1. ტრენინგების საფუძველზე გადამზადებული ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების რაოდენობა.
2. დაბეჭდილია სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები.
ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო.
დანართი №1.9
დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაინტერესებულ სუბიექტთა მაქსიმალური ჩართულობისა და სოციალური დიალოგის განვითარება და სახელმწიფოს მხრიდან დასაქმების ხელშეწყობის სერვისებით გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
1. კონფერენციების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა.
2. დაინტერესებული მხარეებისთვის (სამთავრობო და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, დამსაქმებლები/ დამსაქმებელთა გაერთიანებები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, დასაქმების კერძო სააგენტოები და სოციალური პარტნიორები) ჩასატარებელ კონფერენციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.
3. კონფერენციის ორგანიზება.
4. საინფორმაციო მასალების მომზადება და სპეციალური სერტიფიკატების (სიგელების) მომზადება/დაბეჭდვა.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალური პარტნიორები, პარტნიორი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები.
პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო.
ჩატარებულია კონფერენცია დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებისა და „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების“ საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2181 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი №11. www.worknet.gov.ge-ს მოდულების: სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლებისა და ვაკანსიების სრულყოფა-განვითარება.
2. www.worknet.gov.ge-ში სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და რეპორტინგის დამუშავება.
3. სამუშაოს მაძიებლებისა და ვაკანსიების ავტომატური თავსებადობის პროცედურის სრულყოფა-განვითარება. 4. საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და სახელმწიფო პროგრამების რეგისტრაციის სერვისის ჩამოყალიბება.შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) მოდულები – სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების უკუკავშირი და ანალიზი – ფუნქციონირებს გამართულად, იძლევა სტატისტიკურ რეპორტებს.
დანართი №1.2 შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზეღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი.
საქართველოს მასშტაბით დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობა. დამსაქმებლისთვის შეთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.
დანართი №1.4პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
დ) ბენეფიციარი – შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული ახალგაზრდები (16 წლიდან 29 წლის ჩათვლით), შშმ პირები და ის სსსმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან/და ექსპერტთა გუნდის დასკვნას და გამოხატავენ ამ ღონისძიების ფარგლებში დასაქმების სურვილს;
ე) დამსაქმებელი – კერძო სამართლის სუბიექტები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტში და ხელი შეუწყონ ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირების დასაქმებას; ვ) შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (შემდგომში − სუბსიდირება) – ახალგაზრდები (16 წლიდან 29 წლის ჩათვლით), შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (50%-იანი დაფინანსებით, არა უმეტეს 470 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; ზ) ვაუჩერი − სახელმწიფოს მიერ ბენეფიციარისათვის გადაცემული, დამსაქმებელთან წარსადგენი მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დასაფინანსებლად. ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;თ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი – პირი, რომელიც ახორციელებს შშმ და სსსმ პირთა ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების, დაცვისა და შენარჩუნების მხარდაჭერას.
ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის სანფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული ახალგაზრდები (16 წლიდან 29 წლის ჩათვლით), შშმ და სსსმ პირები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, ჩაერთონ შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტის ღონისძიებაში.
დანართი №1.7
შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი მინიმუმ წელიწადში ერთხელდანართი №1.8
მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისა (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) და სამუშაოს მაძიებლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვადანართი №1.9
დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა