,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2018 წლის 15 იანვარი ქ. სენაკი |
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში „ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილება ში (www. matsne.gov.ge; 04/05/2016; სარეგისტრაციო კოდი : 010250050.35.108.016270) შეტანილ იქნეს შემ დეგი ცვლილებები :
ა ) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ”;
ბ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ”;
გ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,1. ეს წესი განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა (შემდგომში ,,მერი ”) და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი “) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს , ვადებსა და სამართლებრივ პირობებს .”;
დ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,მუხლი 2. მერისა და საკრებულოს წევრის მიერ მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. მერი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან , წელიწადში ერთხელ მაინც , არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა , მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ .
2. მერი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს , საკუთარი შეხედულებისამებრ , გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა .
3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერიის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში , ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში , რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს პირველადი სტრუქტურული ერთეული - საკრებულოს აპარატი და /ან პირველადი სტრუქტურული ერთეული – მერიის ადმინისტრაციული სამსახური .
4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით , ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით . ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო , ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება .”;
ე ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,3. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს .”;
ვ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -4 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,1. მერის და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც , პირველადი სტრუქტურული ერთეულები – საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში .
2. მერის და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში .”;
ზ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,მუხლი 5. საჯარო შეხვედრების ორგანიზება
1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი , მუნიციპალიტეტი მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით .
2. მერის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები .
3. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი . ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი , ოქმის ნომერი , გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია . ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო -ვიდეო ტექნიკის გამოყენებით .”.
|