სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.01.2018
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
| პროგრამული კოდი | პროგრამა/ ქვეპროგრამა |
| წლიური გეგმა | I |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2018 წლის 15 იანვარი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსი” 69-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) „სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“(დანართი №1);
ბ) ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა (დანართი №2);
გ) ,,სენაკის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში (დანართი №3).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი), შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტზე ასიგნების გადანაწილება (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა) შეიძლება დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს ((გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა) ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე.
4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების, კოდის შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან/და პროგრამის დამატება) სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას მერის სამართებლივი აქტის – ბრძანების საფუძველზე.
7. იმ შემთხვევაში, თუ სენაკის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის ასიგნებების გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა, კვარტალებს შორის თანხების გადანაწილებას ახორციელებს პირველადი სტრუქტურული ერთეული –
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, შესაბამისი სამსახურების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახური ან ადგილობრივი საბიუჯეტო ორგანიზაცია, წერილობით მიმართავს მერს ასიგნების გადანაწილების შესახებ. წარდგენილ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნების გადანაწილებისა და ვალდებულებების აღების არარსებობის თაობაზე.
2. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს მერიის შესაბამისი სამსახურისგან წარედგინება წერილობითი სახით, ხოლო მხარჯავი ორგანიზაციის შემთხვევაში მერიის შესაბამისი სამსახურისთვის წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის და ამ სამსახურის წერილობით რეკომენდაციის საფუძველზე. მათვე ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა წერილის შინარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
4. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ შესაბამის სამსახურს და საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
5. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას, ახორციელებს ცვლილებას დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტში და ელექტრონული ფორმით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
6. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გადანაწილების საფუძველს წარმოადგენს მერის სამართლებრივი აქტი – ბრძანება, რომლითაც ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
დანართი №2
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა
201- წლის ,,- - - - - “ ,, - - - - - - - - - - - - - -“
(საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
(ცვლილების საფუძველი დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
ცვლილების შინაარსი
პროგრამული კოდი
პროგრამა/ ქვეპროგრამა
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი
ცვლილების თანხა +/-
მათ შორის, კვარტალების მიხედვით
წლიური გეგმა
I
I I
III
IV
დაფინანსების ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან.
2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან.
3. წინა წლების დავალიანების დაფარვა.
4. დანარჩენი ცვლილება.
დანართი №3
სენაკის მუნიციპალიტეტის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ1.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ – ა(ა)იპ) ბიუჯეტების დაზუსტება და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. ეს წესი არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობით განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვას, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებში თანხების ასახვის და მათ შორის გადანაწილების მექანიზმებს, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.
3. ა(ა)იპ-ის მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ასიგნებების გადანაწილების თაობაზე ცვლილების შეტანის შესახებ, მერიის შესაბამისი სამსახურისთვის სათანადო ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით, ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
4. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად ა(ა)იპ-ი, მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით.
5. განხორციელებული ცვლილებები ააიპ-ებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.