შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10339-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/10339-17

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

201 8 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებლ ებ – 1 - ,,შპს რითეილ კაპიტალ ჯორჯია’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404967522)

დირექტორი – მამუკა შეწირული

2 - შპს ,,სენატორი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 40504904)

დირექტორი – პეტრე გელაშვილი

მოვალე – შპს ,,ფურშეტ ჯორჯია’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404415897)

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,რითეილ კაპიტალ ჯორჯიას“ და შპს ,,სენატორის“ განცხადება შპს ,,ფურშეტ ჯორჯიას“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2017 წლის 27 დეკემბერს დანიშნული კრედიტორთა პირველი კრება ვერ შედგა, რის გამოც კრება გადაიდო სხვა დროისათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 26 იანვარს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1, იმავე დღის წესრიგით:

1.1. მეურვის ანგარიშის მოსმენა;

1.2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

1.3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                თამარ ჭუნიაშვილი