შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10339-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 10339 -17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლი ს 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

განმცხადებლები – 1 – შპს „რითეილ კაპიტალ ჯორჯია“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404967522)

დირექტორი – მამუკა შეწირული

წარმომადგენლები – 1 – ირაკლი ფურცელაძე

                                    2 – ზურაბ გვარჯალაძე

                                    2 – შპს „სენატორი“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 40504904)

დირექტორი – პეტრე გელაშვილი

წარმომადგენლები – 1 – დავით მჟავანაძე

                                    2 – ზურაბ გვარჯალაძე

მოვალე  – შპს „ფურშეტ ჯორჯია“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404415897)

დირექტორი – ტარიელ ჭეიშვილი

წარმომადგენელი – იასონ ხარაბაძე

 მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი

 დავის საგანი – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

 მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმე.

2018 წლის 5 ოქტომბერს კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,

 

დაადგინა

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 2 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №28, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების შესახებ;

1.2.    მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

 3.   განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 მოსამართლე                                                                  თამარ ჭუნიაშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.10.2018.
როდის იქნა მიღებული „შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 12.10.2018. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/10339-17.
სად არის „შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.10.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/10339-17, 12.10.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4346133/