შპს „კონცერნი თექას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7901-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/7901-19

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

  მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

მოვალე – შპს ,,კონცერნი თექა“ (ს/კ 203835564)

დირექტორი – გივი გეთია

წარმომადგენელი – ქეთევან უტიაშვილი

 მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი

განმცხადებელი – შპს ,,კონცერნი თექა‘’

წარმომადგენელი – ქეთევან უტიაშვილი

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „კონცერნი თექას“ გაკოტრების საქმე.

კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2019 წლის 02 აგვისტოს 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. სხდომის დარბაზი №51), შემდეგი დღის წესრიგით:

1.1.    გაკოტრების მმართველის დანიშვნა;

1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                             თამარ ჭუნიაშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „კონცერნი თექას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „კონცერნი თექას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.07.2019.
როდის იქნა მიღებული „შპს „კონცერნი თექას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს „კონცერნი თექას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 25.07.2019. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/7901-19.
სად არის „შპს „კონცერნი თექას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.07.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „კონცერნი თექას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/7901-19, 25.07.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4623411/