📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.01.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,961 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.01.2019 ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 02.08.2016 საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.02.2018 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.06.2025 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2018 წლის 17 იანვარი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება  დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების  ამოქმედების  დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №10 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 18.02.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი:   010250050.35.124.016126) . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე                                                                                                                                        დანართი ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის " საქართველოს ორგანული კანონის  31-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს  ბაღდათის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობებს. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის სტატუსი 1. საკრებულოს პირველადი სტრუქტურულის ერთეული – საკრებულოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. 3. აპარატი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს. მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული „საქმისწარმოების  და უნიფიცირებული დოკუმეტების ტაბელის წარმოების წესით, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები 1.  აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება; ბ) კოორდინაცია გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტების მომზადებას; გ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საჯარო დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; დ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში; ე) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა; ვ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას; ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე; თ) უზრუნველყოს საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო დოკუმენტაციის მიღება- აღრიცხვა; ი) უზრუნველყოს საკრებულოს  საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მის განხორრციელებაზე ზედამხედვედლობა; კონტროლი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე; კ) უზრუნველყოს კანონით დადგენილ ვადაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით მასალების მოძიება და პასუხის გაცემა ადრესატისათვის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, აღნიშნულის თაობაზე წლიური ანგარიშის მომზადება, სათანადო ორგანოებში გაგზავნა და გამოქვეყნება; ლ) მოამზადოს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტები; მ) ზედამხედველობა გაუწიოს საკრებულოსა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გაუქმების, შეჩერების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ. ნ) უზრუნველყოს საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები საინფორმაციო-ანალიტიკური მასალით, ცალკეულ დარგებში მიმდინარე მუშაობისა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ; ო) შეასრულოს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხვა დავალებები, რაც უკავშირდება მათი უფლებამოსილებების განხორციელებას. თავი II აპარატის ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗. აპარატის უფროსი 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის უფროსი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას, აპარატს უსახავს გრძელვადიან და მოკლევადიან ამოცანებს, წარმართავს და აკონტროლებს სამუშაო გეგმებს დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით, პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; ბ) წარმართავს მაღალი დონის კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, სხვა საჯრო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით/მითითებით ან/და საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; გ) აფიქსირებს აპარატის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საკრებულოს თავმჯდომარემ; დ) პასუხიმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი აპარატის თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, კარიერულ განვითარებაზე, მოტივაციაზე, დიციპლინური ღონისძიებების ინიცირებაზე. ითანხმებს ან/და თავად განსაზღვრავს აპარატის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადებს; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს  აპარატის საქმიანობას, არეგულირებს და წყვეტს პროფესიულ და ორგანიზაციულ პრობლემებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აპარატის ეფექტიანი მუშაობისათვის; ვ) ითანხმებს და პასუხისმგებელია აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშებზე, საკრებულოს თავმჯდომარის სხვადასხვა სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე და საქმისწარმოების მასალებზე; ზ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულებას, საშტატო ნუსხას და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;       თ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ი) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად; კ) ზედამხედველობას ახორციელებს და პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. 3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. თავი III აპარატის საშტატო ნუსხა მუხლი 5🔗. აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცება, მასში ცვლილებების შეტანა 1. აპარატის საშტატო ნუსხას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით. მუხლი 6🔗. აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურეები 1. აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურეებია: პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი და მე-3 რანგის უფროსი  სპეციალისტები,  რომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და  სამუშაო აღწერილობების შესაბამისად. თავი IV აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქციები მუხლი 7🔗. აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობები. 1. პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი იურიდიულ  საკითხებში უზრუნველყოფს: ა)  საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს დასკვნებს საკრებულოს პოლიტიკური  თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებზე; ბ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოსა და საკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საკრებულოს წევრებს სამართლებრივი პროექტების მომზადებაში; გ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში; დ) ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; საკრებულოს აპარატის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, საქმისწარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მითითებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების  ან/და დამატების შეტანის შესახებ; ე) იურიდიულ კონულტაციას უწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს; ვ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ზ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) მუშაობას და სათანადო მონაცემების შეტანას. 2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საკრებულოს სხდომების პროექტებისა და ნორმატიული აქტების ელექტრონული ფორმით მომზადებისა და ელექტრონულად განთავსების საკითხებში უზრუნველყოფს : ა)  საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების პროექტების, ნორმატიული და ინდეივიდუალური აქტების ელექტრონული ფორმით მომზადებას და მათ ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) საკრებულოს სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგიტრაციას, ნორმატიული აქტების (დადგენილებების) ელექტრონული ვერსიების მომზადებას და მის მიწოდებას „საკანონმდებლო მაცნეში“ ვებგვერდზე განსათავსებლად; გ) უზრუნველყოფს პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას; დ) საკრებულოს კომისიების  სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ და კვარტალურ სამუშაო გეგმის პროექტებს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას; ე) სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ვ) უზრუნველყოფს ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას, დოკუმენტების, დოკუმენტბრუნვის მართვის საინფორმაციო სისტემაში (eDocument) ელექტრონული ფორმით გადაგზავნა-მიღებას; ზ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ( eHRMS) მუშაობას და სათანადო მონაცემების შეტანას; თ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; ი) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით, „საკრებულოს დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელით“, „საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციით” და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; კ) ცვლის აპარატის უფროსს ან/და ხელს უწყობს საქმიანობაში, ორგანიზებასა და მართვაში. 3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების საკითხებში უზრუნველყოფს: ა)  საკრებულოს,  საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების საკონსულტაციო ორგანოების სხდომების მომზადებას; ბ)   სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას; გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას; დ)  საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში დახამრების გაწევას; ე) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; ვ)  სხვადასხვა დოკუმენტების, პროექტების, დასკვნების, მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა შინაარსის აქტების და საქმისწარმოების მასალების უშუალო მომზადებას და მათ შინაარსზე პასუხიმგებლობას. 4. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებას და კონტროლს; ბ) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით; გ) აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენების შესახებ წინადადებების წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარისადმი; დ) საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერული განვითარების მიზნით: მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე წინადადებების წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარისადმი; ე) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს; ვ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; ზ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; თ) საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე; ი) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კ) საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეებზე კლასის მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას; ლ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას; მ) კონტროლს საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; ნ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; ო) საკონკურსო კომისიისათვის კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; პ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით; ჟ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ( eHRMS) მუშაობას და სათანადო მონაცემების შეტანას. 5. მესამე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი საქმისწარმოების კუთხით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას დოკუმენტბრუნვის მართვის საინფორმაციო სისტემაში (eDocument); გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწარმოებაში  შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; მ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტაციის შენახვასა და დაცვას. თავი V აპარატის საჯარო მოსამსახურეები მუხლი 8🔗. აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს  „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ატარებს საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე შექმნილი  საკონკურსო კომისია. 3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. მუხლი 9🔗. აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი 1. აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას, თანამდებობათა რანგირებას და საშტატო ნუსხას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო. თავი VI საკრებულოს საქმისწარმოების წესი და დოკუმენტების გაფორმების სტანდარტები მუხლი 10🔗. საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქცია 1. საკრებულოს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციით“. 2. საკრებულოში საქმისწარმოებაში „ბაღდათის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის“ მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს აპარატი. მუხლი 11🔗. საკრებულოს დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები 1. საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელით“. 2. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის“ მოთხოვნებთან უზრუნველყოფს აპარატი. თავი VII აპარატის რეორგანიზაციის წესი მუხლი 12🔗. საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია 1. რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის შესახებ.