|
|
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
|
|
2018 წლის 17 იანვარი
ქ. გურჯაანი
|
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №5 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 18/01/2017, 010250050.35.166.016302)
.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი | | გია შაოშვილი |
|
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
1. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
2. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს –
3-ჯერ.
მუხლი 2
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%.
2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელ პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6%.
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1%.
2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%.
მუხლი 4
1. სათიბებზე –
20 ლარს;
2. საძოვრებზე –
16 ლარს;
3. სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე –
87 ლარს.
მუხლი 5
ამ დადგენილების მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს –
0.45 ლარს.
მუხლი 6
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს
ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე –
0,24 ლარი) წელიწადში შეადგენს 0.108 ლარს.
მუხლი 7
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 8
1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის
205-ე და
206-ე მუხლებით.
2. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.