„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
310150000.35.132.016351
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №3

2018 წლის 18 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:


მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მა­რე­გულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავ­ტო­მანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში (საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 03/11/2010, სა­რეგისტრაციო კოდი: 310150000.35.132.016008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს ავტომანქანების პარკი­რე­ბის მარეგულირებელი ნორმები – ავტომანქანების პარ­კი­რების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესები.“;

ბ) დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარკირების ორგანიზებას ახორციელებს მერია ან მე­სამე პირი წინა­მდებარე წესის შესაბამისად.

2. მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:

ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრის, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართებული დგომა, 90-გრა­­­დუ­სიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა);

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;

გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად წარდგენას;

დ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის განსაზღვრას და საკრე­ბულოს მიერ დასამტკიცებლად წარდგენას, თუ პარკირების საფასურის ამოღებას ახდენს მერია;

ე) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურის განსაზღვრას და საკრე­ბულოს მიერ დასამტკიცებლად წარდგენას;

ვ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის ამოღებას, თუ აღნიშნულ ადგილებში პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არ აქვს მესამე პირს;

ზ) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრუ­ლებების, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებების მომზადებას და აღმასრულებელი ორგანოსადმი ხელმოსაწერად წარდგენას;

თ) კონტროლის განხორციელებას ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების განხორციელებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარი­სათ­ვის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებისა და სხვა შეტყო­ბინე­ბე­ბის გაგზავნას, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკ­რულების მხარისათვის დამატებითი ვადების დაწესებას, ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და დად­გე­ნილი წესით მისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, მუნი­ციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხის განხილვას და აღმასრულებელი ორგანოსადმი ხელმოსაწერად შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექ­ტის წარდგენას, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თა­ო­ბაზე ხელშეკ­რუ­ლებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორ­ციელებას;

ი) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება, პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების საერთო ად­გილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;

კ) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ კერძო სამართლის იური­დიუ­ლი პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების სპეციალური ად­გი­ლის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, პარკირების სპეციალური ადგილების მოწყობ­ის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების სპეციალური ადგილების შე­თანხმე­ბული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობისათვის ვადების გან­საზღვ­რას;

ლ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით პირდაპირი გან­კარგ­ვის წესით განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის აღმასრულებელი ორგანოსადმი წარდგენას;

მ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით აუქციონის წესით გან­კარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას, სააუქციონო პირობების შემუშავებას და შესაბა­მისი სამართლებრივი აქტის პროექტის აღმასრულებელი ორგანოსადმი წარდგენას;

ნ) პარკირების ორგანიზების უფლების წინამდებარე წესით გათვალისწინებული პირებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, რაც გაიცემა წერილის სახით;

ო) პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღ­ჭურვას, პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნ­ველყოფას, თუ არ ხდება პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემა;

პ) საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.“;

გ) დადგენილების 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 221. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დასაცავი პირებისა და დაც­ვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქმედებების გან­ხო­რ­ციე­ლების საკითხები

1. პარკირების ორგანიზების განმახორ­ციე­ლე­ბელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძ­ნე­ბული კერძო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო დაცვის სპეცია­ლური სა­მ­სახუ­რის მოთხოვნის საფუძ­ვე­ლზე საქა­რ­თველოს კანონმდებლობით განსაზღვ­რული დასა­ცავი პირებისა და დაც­ვის ობიექ­ტების უსაფ­რ­თ­ხოების უზრუნველყოფის მიზნით, ახორ­ციელებს ავტომანქანების სახელმ­წიფო დაცვის სპეციალური სა­მ­სახურის მიერ მი­თითებულ უახლო­ესი პარკირების ად­გილ­ზე გადაყვანას. თუ შეუძ­ლებელია უახლოესი პარ­კირების ადგილზე გადაყვანა, მაშინ ავტომანქანის გადაყ­ვანა ხორციელდება სპეციალურ დაცულ სად­გომ­ზე.

2. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტომანქანების გადაყვანას პარკირების ორგანიზების განმახორ­ციე­ლე­ბელი მუნი­ციპალიტეტის მიერ დაფუძ­ნე­ბული კერძო სამარ­თ­ლის იური­დიული პირი ახორ­ციე­ლებს უსასყიდლოდ.

3. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესა­კუთ­რე (მოსარ­­გებლე) თავისუფ­ლ­დება ავტოსატრანს­პორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სად­გომზე გა­დაყ­ვანისა და შენახ­ვის საფასურის გადახდისაგან.

4. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტომანქანების სპე­ცი­ალურ დაცულ სად­­გომ­­ზე გადაყვანისას პარკირების ორგანიზების განმახორ­ციე­ლე­ბელი მუნიცი­პალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართ­ლის იური­დიული პირი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აც­ნო­­ბოს საპატ­რუ­ლო პოლიციას.

5. ამ მუხლით განსაზღვრული რეგულაციები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ადგილი აქვს პარკირების წესების დარღვევას და მოცემული დარღვევისათვის გათვალის­წი­ნე­ბულია ავტომანქანის სპე­ცი­ალურ დაცულ სად­გომ­ზე გადაყვანა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე