დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2018 წლის 18 იანვარი ქ. დუშეთი |
|
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
2. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
3. მებრძოლების სარიტუალო მომსახურება.
4 მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება.
5. ერთჯერადი სოციალური დახმარება.
6. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.
7. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება.
2. საფინანსო ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
2. კომისიის წევრები უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, ასევე, შეიძლება მოწვეულნი იქნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება მერის წარმომადგენელი იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, საიდანაც წარდგენილია განცხადება დახმარების თხოვნის თაობაზე.
4. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მერის მოვალეობის შემსრულებელი.
5. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.
6. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, კომისია იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქეებისათვის საჭირო დახმარების ან დახმარებაზე უარის თქმის თაობაზე.
7. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
8. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის ოქმი საბოლოო სახით ინომრება და იკინძება. მის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს.
10. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მერი გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად გადაეგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.
ა) წინასწარი ამბულატორიული გამოკვლევები;
ბ) სტაციონარული მკურნალობა;
გ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, დუშეთის მუნიციპალიტეტიდან სხვა, ნებისმიერ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ხარჯი.
2. სამედიცინო მომსახურების ღირებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) 500 ლარის ჩათვლით – 100% -მდე;
ბ) 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით – 70%-მდე;
გ) 1001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით – 55%-მდე;
დ) 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით – 35 %-მდე;
ე) 5001 ლარიდან ზემოთ 25%-მდე.
3. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის, ასევე საყოველთაო დაზღვევიდან ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება გადასარიცხი თანხის ოდენობა.
4. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა საგარანტიო წერილი, რომელსაც წარადგენს სამკურნალო დაწესებულებაში.
5. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო მომსახურება მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე. თანხა განისაზღვრება მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
6. საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს თანადაფინანსების თანხა შეიძლება აუნაზღაურდეთ 100%-ით.
7. საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივ დაფინანსებისას, დარჩენილი თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტს მიკუთვნებული პირებისა.
8. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის შემთხვევაში გამოკვლევის, გადაუდებელი ოპერაციული და თერაპიული მკურნალობის 100%-ით დაფინანსება (არაუმეტეს 3,000.00 ლარისა), ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტს მიკუთვნებული ბენეფიციარებისა.
9. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არაანაზღაურებადი გამოკვლევები, ასევე ჰოსპიტალური მომსახურება დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
10. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაფარვის საშუალება, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მიერ თანხის გადარიცხვა შესაძლებელია განმეორებით (არაუმეტეს წელიწადში 2-ჯერ).
11. წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა, კალკულაცია, ფორმა № IV-100/ა და საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივ დაფინანსების შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის ასლი;
დ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ცნობა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, დავალიანების მითითებით.
12. მოქალაქეებს აღნიშნული დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ.
2. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) მოქალაქის განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათის ან პასპორტის) ასლი;
გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ) აფთიაქიდან ანგარიშ-ფაქტურა (სასაქონლო ზედნადები);
ე) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
შენიშვნა: უფასო კვების ობიექტის ფუნქციონირებას ახორციელებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“.
2. ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწევათ:
ა) მოქალაქეებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და ფიქსირდებიან სოციალურად დაუცველების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 65000-ზე მეტი ქულა;
ბ) ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ: დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, I და II ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლოებს;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება;
დ) ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულ პირებს – 300 ( სამასი) ლარი;
ე) მოქალაქეებს, რომლებმაც ითავეს მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა – 200 (ორასი) ლარი;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი – 200 (ორასი) ლარი;
ზ) ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი (შეძენიდან ორი თვის ვადაში) – 200 (ორასი) ლარი;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს – 300 (სამასი) ლარი;
ი) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით – 100 (ასი) ლარი;
კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს (აფხაზეთი) – 100 (ასი) ლარი (2 ივლისს);
ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს – 100 (ასი) ლარი (8 აგვისტოს).
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში (გარდაცვალების ან/და უბედური შემთხვევის დროს), კომისიას უფლება ენიჭება გაზარდოს აღნიშნული თანხა 2000 (ორი ათასი) ლარამდე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ ერთჯერადად (წელიწადში ერთხელ).
5. მერიაში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათის ან პასპორტი) ასლი;
გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა;
ე) ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულმა პირებმა დამატებით მერიაში უნდა წარადგინონ, ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელმაც ითავა მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა, მერიაში დამატებით უნდა წარადგინოს – გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომელსაც დაერთვება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ამონაწერი სამოქალაქო რეესტრიდან ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ;
თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში (საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას) კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა (არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა).
3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;
გ) სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნა;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ შედგენილი აქტი;
ე) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.