„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.140.016317
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2018 წლის 18 იანვარი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017წ., 010260020.35.140.016276) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად;
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე



დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

მუხლი 1. ადმინისტარციული სამსახური

1. ადმინისტარციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლის მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობას, აგრეთვე მერიისა და მუნიციპალური სამსახურების  საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საორგანიზაციო,  ჯანდაცვის და სოციალური საკითხების შესწავლასა და გამართულად მუშაობის ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ” და ,,დ .ე.”ქვეპუნქტების  შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო,  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს   მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას,საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის  შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ “ საქართველოს კანონ ებით დადგენილ ფარგლებში.

4. სამსახურის იურიდიული  მისამართია:  დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.

5. ადმინისტრაციულ სამსახურს საქმისწარმოების, კანცელარიიდან გასაცემი დოკუმენტების და ასლების დამოწმებისათვის აქვს ლუქი, ბეჭედი და შტამპი.

მუხლი 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა

1. პირველად სტრუქტურულ ერთეულ ს-ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობს - სამსახურის უფროსი,პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2.სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების - განყოფილებებისაგან.

3. სამსახურის  მეორადი სტრუქტურული ერთეულები - განყოფილებებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებ ა-მეორადი სტრუქტურული ერთეული;

ბ) საორგანიზაციო  განყოფილებ ა-მეორადი სტრუქტურული ერთეული;

გ)  ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებ ა-მეორადი სტრუქტურული ერთეული.

4.მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი–სამსახურის უფროსი,   ა რის პროფესიული საჯარო მოხელე,   რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,მერიის დებულებით,სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობებით   (თანამდებობრივი ინსტრუქციით) და სხვა ნორმატიული აქტებით.

5. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

6.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

7.სამსახურის განყოფილება-მეორადი სტრუქტურული ერთეული,შედგება განყოფილების უფროსისა და სხვა მოხელეებისაგან.

8.განყოფილების უფროსისა და სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი  სამუშაოთა აღწერილობებით     (თანამდებობრივი ინსტრუქციებით).

9. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის,სამსახურებრივი დაწინაურების წესები,მობილობა განისაზღვრება და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი თ,მერიის დებულებით  დ ა სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ადმინისტრაციული   სამსახურის   ფუნქციები

1.  სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული კორესპონდენციების, მოქალაქეთა მომართვებისა, განცხადებების მიღების და ადრესატისათვის გადაგზავნას, მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების ორგანიზებას;

ბ) სტრუქტურული ერთეულებისა (სამსახურები) და მერის წარმომადგენლის საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

გ) კორესპონდენციის დადგენილი წესით დამუშავებას, დოკუმენტბრუნვას, საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას;

დ) მერის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების და დავალებების სწრაფ და ეფექტურ შესრულებას, ახდენს წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას და  მათ წინაშე არსებული პრობლემების დროულ გადაწყვეტას;

ე) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს;

ვ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;

ზ) მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებით (სამუშაოთა აღწერილობის) დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;

თ) საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას, მათი სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

ი) მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, გადამზადებასა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;

კ) საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

ლ) მერიის სამუშაო თათბირების და დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას; სათანადო საოქმო ჩანაწერების გაკეთებას;

მ) მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის, საპატიო წოდების მინიჭების, დაჯილდოების, წახალისების   და დიციპლინური დევნის შესახებ წინადადებების მომზადებას.

ნ) მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას, კომუნიკაციების გამართულობის უზრუნველყოფას; ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას; მუნიციპალიტეტისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და სელექცირებას;

ო) თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას; მათი საინფორმაციო საშუალებებთან პრესდაიჯესტის მომზადებას და საქმიანობის საჯაროობას;

პ) მერიის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და მერის წარმომადგენლების საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მუნიციპალური სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის, აღჭურვის, რემონტისა და კეთილმოწყობის, კომუნალური მომსახურების დაცვის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას;

ჟ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას და ტექნიკური მომსახურების, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

რ) ჯანმრთელობის დაცვის, ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირთა მომსახურების დარგში მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელებას და კოორდინაციას; ამ სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშსს მუნიციპალიტეტის მერს. ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.

მუხლი 4. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებების ფუნქციები

1. სამსახურის განყოფილებებს უძღვება განყოფილების უფროსი.

2. საქმისწარმოების და ადამიანური რესურესების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს :

ა) სტრუქტურული ერთეულების (სამსახურებისა) და მერის წარმომადგენლების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული კორესპონდენციების, მოქალაქეთა მომართვების, განცხადებების მიღებისა და ადრესატისათვის გადაგზავნის, მერის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების ორგანიზებას;

გ) მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ;

დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას, საქმეთა ნომერკლატურის შედგენას და არქივირებას;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწდომობას, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

ვ) საქმისწარმოებაში ტიტულიანი ფურცლის სათანადოდ გამოყენებას;

ზ)მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობასა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

თ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;

ი) მოსამსახურეთა პირადი საქმეების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;

კ) მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;

ლ) საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას, მათი სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

მ) მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ნ) საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

ო) დისციპლინური ზომების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას;

ო) საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას, კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე კონტროლს;

პ) მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის, საპატიო წოდების მინიჭების, დაჯილდოების, წახალისების და დისციპლინური დევნის შესახებ წინადადებების მომზადებას;

ჟ ) მერიის  ადმინისტრაციულ    ერთეულში   მერის   წარმომადგენელი  (შემდგომში წარმომადგენელი),  არის მერიის პროფესიული საჯარო  მოსამსახურე,  რომელიც თავის  უფლებამოსილებას  ახორციელებს  მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ   ერთეულში, რომელსაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე   ნიშნავს   და თანამდებობიდან ა თავისუფლებს   მერი. განყოფილება უზრუნველყოფს მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას და ხელშეწყობას, რაც მოიცავს:

ჟ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობა ს;დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარება ს;დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე კანონმდებლობით  მიკუთვნებული საკითხების  გადაწყვეტას;

ჟ.ბ) მერ ისთვის შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ  წინადადებებ ი ს   წარდგენ ა ს ;

ჟ.გ) შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ მერისთვის ინფორმაციის წარდგენა;

ჟ.დ) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მერიათან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

ჟ.ე)  მერის წარმომადგენელი  უზრუნველყოფს:

ჟ.ე.ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან, საკრებულოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან, აცნობს მათ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ჟ.ე.ბ) უზრუნველყოფს მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს  წევრების შეხვედრების ორგანიზებას;

ჟ.ე.გ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ჟ.ე.დ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის (კონკრეტულ ადგილზე ხის მოჭრა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოპოვების – კუთვნილების ფაქტის დადასტურება და სხვა), აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს (ბავშვის მშობლებთან ცხოვრების, პიროვნების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადასტურება, ოჯახის სულადობის და სხვა);

ჟ.ე.ე) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ;

ჟ.ე.ვ) მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვი დაიბადების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, მერის წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, აღნიშნულის შეტყობიდან 1 თვის ვადაში;

ჟ.ე.ზ) მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმომადგენლს ეკისრება მიმართვის ვალდებულება, პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, რის თაობაზეც ადგენს ოქმს, რომლის შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით;

ჟ.ე.თ) პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ უტყუარი ინფორმაციისას,თუ შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე.

ჟ.ე.ი) ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ წინადადებების მომზადება;მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავებაში და  კონტროლის განხორციელება ამ პროგრამების შესრულებაზე.

ჟ.ე.კ) მერის წარმომადგენელს აქვს ტიტულიანი ფურცელი და ბეჭედი მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით;

ჟ.ე.ლ) მოქმედი კანონმდებლობით,მერიის დებულებით და მერის დავალებით   და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

  3. საორგანიზაციო განყოფილება უზრუნველყოფს :

ა) მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას, კომუნიკაციების გამართულობის უზრუნველყოფას; ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას;

ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კავშირს;

გ) მერიის სამუშაო თათბირების, დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას და სამუშაო ოქმების შედგენას;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და მერის წარმომადგენლების საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მუნიციპალურ სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის, აღჭურვის, რემონტისა და კეთილმოწყობის, კომუნალური მომსახურების დაცვის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას;

ე) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას და ტექნიკური მომსახურების, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

ვ) სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას.

4. ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს :

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას და მათ რეალიზებას; ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ბ)საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას;

გ) სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების დარგში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ამ სფეროებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას , ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას და მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

5. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებები ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს,მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის და კონტროლის გათვალისწინებით;  

მუხლი 5.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა

 სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.