„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.140.016542
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2024 წლის 21 მარტი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 08 აპრილის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2020წ., 010260020.35.140.016426) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე



დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1. ადმინისტრაციული სამსახური
1. ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების/წარმომადგენლების ასისტენტების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობას, მერიისა და მუნიციპალური სამსახურების საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საორგანიზაციო საკითხების შესწავლასა და გამართულად მუშაობის ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის დ.დ) და დ.ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ” და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.

5. ადმინისტრაციულ სამსახურს საქმისწარმოების, კანცელარიიდან გასაცემი დოკუმენტების და ასლების დამოწმებისათვის აქვს ლუქი, ბეჭედი და შტამპი.


მუხლი 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულისადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა
1. პირველად სტრუქტურულ ერთეულს, ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი.

2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების –განყოფილებებისაგან.

3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და სხვა მოხელეებისაგან.

5. განყოფილების უფროსისა და სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით (თანამდებობრივი ინსტრუქციებით).

6.  საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის, მობილობის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით,მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.


მუხლი 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები
 სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული კორესპონდენციების, მოქალაქეთა მომართვების, განცხადებების მიღებას და ადრესატისათვის გადაგზავნას, მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების ორგანიზებას;

ბ) სტრუქტურული ერთეულებისა (სამსახურები) და მერის წარმომადგენლების/წარმომადგენლების ასისტენტების საქმისწარმოებას,მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

გ) კორესპონდენციის დადგენილი წესით დამუშავებას, დოკუმენტბრუნვას, საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას;

დ) მერის წარმომადგენლების/წარმომადგენლების ასისტენტების უფლებამოსილების და დავალებების სწრაფ და ეფექტურ შესრულებას, მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას და მათ წინაშე არსებული პრობლემების დროულ გადაწყვეტას;

ე) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს;

ვ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;

ზ) მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებით (სამუშაოთა აღწერილობა) დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;

თ) საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას, მათი სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

ი) მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, გადამზადებასა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;

კ) საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილების შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

ლ) მერიის სამუშაო თათბირების და დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას და სათანადო საოქმო ჩანაწერების გაკეთებას;

მ) მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის, საპატიო წოდების მინიჭების, დაჯილდოების, წახალისების და დისციპლინური დევნის შესახებ წინადადებების მომზადებას.

ნ) მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას, კომუნიკაციების გამართულობის უზრუნველყოფას; ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას; მუნიციპალიტეტისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და სელექცირებას;

ო) თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას; მათი საინფორმაციო საშუალებებთან პრესდაიჯესტის მომზადებას და საქმიანობის საჯაროობას;

პ) მერიის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და მერის წარმომადგენლების/წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის, აღჭურვის, რემონტისა და კეთილმოწყობის, კომუნალური მომსახურების დაცვის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას;

ჟ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;


მუხლი 4. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილება
1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, მერიის დებულებით, ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით (თანამდებობრივი ინსტრუქციით) და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის უფროსი თავის კომპეტენციის ფარგლებში:

ა) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, დაქვემდებარებულ მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანების, მიზნების და ფუნქციების შესრულებაზე; უნაწილებს თანამშრომლებს შემოსულ კორესპოდენციებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

გ) მერს და კურატორ მერის მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

დ) ახდენს სამსახურში შემოსული დავალებების და მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზას და მათ ვიზირებას.

ე) მერს წარუდგენს  დაქვემდებარებულ მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების, შეფასებების და სხვა საკითხების შესახებ წინადადებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ვ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობის შესრულების და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

ზ) ასრულებს მერის და კურატორი მოადგილის მითითებებს და დავალებებს;

თ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს პერიოდულად წარუდგენს  მუნიციპალიტეტის მერს. ხოლო საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ა) ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.


მუხლი 5. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებების ფუნქციები
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

2. საქმისწარმოების და ადამიანური რესურესების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მერიისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული კორესპონდენციების, მოქალაქეთა მომართვების, განცხადებების მიღებისა და ადრესატისათვის გადაგზავნის, მერის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების ორგანიზებას;

გ) მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ;

დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას, საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწდომობას, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

ვ) საქმისწარმოებაში ტიტულიანი ფურცლის სათანადოდ გამოყენებას;

ზ) მოხელეთათვის საქმის წარმოების წესის გაცნობასა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

თ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;

ი) მოსამსახურეთა პირადი საქმეების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;

კ) მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;

ლ) საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას, მათი სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

მ) მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ნ) საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების,სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

ო) დისციპლინური ზომების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას;

პ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას.

ჟ) მერიის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და მერის წარმომადგენლების საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მუნიციპალურ სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის, აღჭურვის, რემონტისა და კეთილმოწყობის, კომუნალური მომსახურების დაცვის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას;

რ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

3. ადმინისტრაციულ ერთეულებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას, კომუნიკაციების გამართულობას, ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას;

ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კავშირს;

გ) მერიის სამუშაო თათბირების, დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას და სამუშაო ოქმების შედგენას;

დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციას;

ე) მერის და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას.


მუხლი 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურის უფლებები და მოვალებები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღოს მისი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლოს მისი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:

ა) შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, შინაგანაწესით და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;

ბ) დროულად, სრულყოფილად შეასრულოს სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.


მუხლი 7. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.