„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2018 წლის 18 იანვარი ქ. წალკა |
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამსახურის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მერის წარმომადგენელთან ერთად მოსახლეობის კავშირს საკრებულოსა და მერიასთან;
ბ) ინფორმაციის წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში საკრებულოსა და მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადებისას წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ და მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას;
დ) წინადადებების შემუშავებას ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
ვ) ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფას, მერიის სტრუქტურულ ორგანოებთან ღონისძიებების ჩატარებას, ოპერატიული ინფორმაციის მომზადებას;
ზ) თათბირების ოქმების წარმოება.“.
|