წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2018 ძალადაკარგული 22.12.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.155.016262
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2018 წლის 18 იანვარი

ქ. წალკა


 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, „დ.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის  №44 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/01/2018, 010260020.35.155.016255).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი



დანართი
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეების რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები 

პოლიტიკური თანამდებობის პირები

საშტატო ერთეული

თანამდებობრივი სარგო

1

საკრებულოს თავმჯდომარე

1

3500

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1

2100

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

1500

4

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

1500

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

 

1000

საკრებულოს აპარატი

პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელება და რანგი

საშტატო ერთეული

თანამდებობრივი სარგო

1

პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  (საკრებულოს აპარატის უფროსი)

1

1500

2

მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი)

1

1100

3

საორგანიზაციო განყოფილების  მესამე რანგის პირველი  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1

850

4

საორგანიზაციო განყოფილების  მესამე რანგის მეორე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  

1

800

5

საორგანიზაციო განყოფილების  მესამე რანგის მესამე  კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი  

1

750

6

მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსი)

1

1100

7

სამდივნო განყოფილების  მესამე რანგის პირველი  კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი  

1

850

8

სამდივნო განყოფილების  მესამე რანგის მესამე  კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი  

1

750