ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №42 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.143.016463
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2018 წლის 17 იანვარი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №42 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №42 დადგენილებაში  „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge, 11/12/2017, 010250020.35.143.016450) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას და შემკრებგამანაწილებელ პუნქტებში წვემამდელთა წარდგენას;

ბ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაციას, მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გასვლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;

გ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შემადგენლობის განსაზღვრას, მათ შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;

დ) თეორიული მეცადინეობის მოწყობას თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებულნი არიან სამსახურზე მობილიზაციის დროს;

ე) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობას, ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის საკითხების განხილვებში და გადაჭრაში მონაწილეობას;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში სამხედრო პატრიოტული სწავლებისა და აღზრდის ხელშეწყობას;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლს;

თ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამისი ზომების მიღებას, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას;

ი) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან და მობილიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კანონით დადგენილი ვადითა და წესით შენახვას;

კ) ხელმძღვანელობს წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;

ლ) ორგანიზებას უწევს სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა გაწვევასა და მათ გადაყვანას წვევამდელთა გამწვევ-გამანაწილებელ პუნქტში;

მ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და წარმოება-ორგანიზაციებიდან ინფორმაციის გამოთხოვას, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე დასაყენებლად საბუთების მომზადებას;

ნ) უზრუნველყოფს ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

ო) ახდენს 17 წლის წვევამდელთა პირველად სამხედრო აღრიცხვას;

პ) ახდენს 18-დან 27 წლამდე ასაკის სამხედრო ვალდებულ მოქალაქეთა აღრიცხვას;

ჟ) უზრუნველყოფს ზღვრულ ასაკს (27 წელი) მიღწეულ წვევამდელთა გადარიცხვას რეზერვში;

რ) უზრუნველყოფს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვას და მათთან მუშაობის ორგანიზებას;

ს) უზრუნველყოფს სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

ტ) უზრუნველყოფს რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

უ) განახორციელებს სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;

ფ) უზრუნველყოფს სამხედრო არღიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალების გადაცემას სამართალდამცავი ორგანოებისათვის;

ქ) საქართელოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1961, 1963, 1966, 197, 1971,198-ე მუხლებით და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

ღ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი