1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა და მერიის საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, სახაზინო ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო ტრანზაქციების წარმოება, ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება.

3.სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მოხუცების საზოგადოებასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა და ვეტერანთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

4. ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონებისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისა და ბუნებრივი რესურსების მართვა და ეფექტური გამოყენება კანონით დადგენილი წესით; სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებისათვის მხარდაჭერა; ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვა და ინოვაციური განვითარების მხარდაჭერა.

5. ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება და შესაბამისი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება; მიწისქვეშა და მიწის ზედა საკომუნიკაციო ქსელების რეგულირება შესაბამისი წინადადებების წარმოდგენის გზით; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, საგზაო მოძრაობის ორგანიზება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომა–გაჩერების წესების რეგულირება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა; შინაურ და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის საკითხები.

6. არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილი ფარგლებით, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ამოღება; ტერიტორიის დასუფთავებაზე, გამწვანებაზე და გარე განათებაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამის განთავსებაზე ზედამხედველობა; მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვებასა და გატანაზე კონტროლი; შეკრებების და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხებზე ზედამხედველობა კანონით დადგენილ ფარგლებით.

7. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ტურიზმის განვითარების, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ღონისძიებების გატარება. ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა–შენახვა, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ–გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფის და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადებების მომზადება.

8. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

9. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი მიზეზებისა და რისკების დადგენა, ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლა-შემოწმება, მათი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობისა და სიზუსტის შეფასება, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ წესებთან; საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენების შიდა აუდიტი და კონტროლ