1. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის უმცროსი სპეციალისტები არიან მერიის პროფესიული საჯარო მოსამსახურეები,რომლებსაც ევალებათ:

ა) უფლებამოსილების განხორციელება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში და მერის წარმომადგენლის დახმარება მისი ფუნქციების განხორციელებისას;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების გამოვლენა და მერის წარმომადგენლის დახმარება აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების დაგეგმვაში;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.

დ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებისას გამოვლენილი შეფერხებისა და ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ე) მერის წარმომადგენლის დავალებით ადმინისტრაციულ ერთეულში ორგანიზებას უწევს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში წარმოებული დოკუმენტების აღრიცხვას ,სისტემატიზაციასა და დადგენილი წესით შენახვას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის eDocument-ის მეშვეობით;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებ